დეზინფექცია ოფისებში

ვინ და როგორ შეძლებს მუშაობას საქართველოში: წესების და შეზღუდვების სრული ჩამონათვალი

204
საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოიხსნა, მაგრამ ეპიდსიტუაციის გაუარესების საფრთხის გამო ზოგიერთი შეზღუდვა ძალაშია

საქართველოს მთავრობამ დადგენილებით „იზოლაციისა და საკარანტინო ზომების შესახებ“ დაამტკიცა იმ სამუშაოების ჩამონათვალი, რომლებზეც არ ვრცელდება დისტანციურ რეჟიმში მუშაობის მოთხოვნა.

საქართველო vs კორონავირუსი: საგანგებო მდგომარეობის ორი თვე ორ წუთში >>

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 21 მარტიდან 22 მაისამდე მოქმედებდა. ხელისუფლებამ გადაწყვიტა აღარ გააგრძელოს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, თუმცა 15 ივლისამდე ძალაში დატოვა მთელი რიგი შეზღუდვების.

მოქმედი შეზღუდვების გათვალისწინებით, კომპანიებმა, რომელთა საქმიანობა არ არის მითითებული ჩამონათვალში, უნდა იმუშაონ დისტანციურად, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ოფისიდან, თუმცა არაუმეტეს 10 პირის დაშვებით.

ოფისში მომუშავე ყველა პირმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია, შემდეგ კი რეკომენდაციების შესაბამისად სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების შემოწმება.

თითოეულმა დასაქმებულმა უნდა გაიაროს თერმოსკრინინგი და შეავსოს კითხვარი.

სამუშაო ადგილებზე დამსაქმებელმა დასაქმებულები უნდა უზრუნველყოს პირბადეებით, ხელთათმანებით და სადეზინფექციო საშუალებებით. თანამშრომლებმა უნდა იმუშაონ არანაკლებ 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვითა.

ოფისის შესასვლელთან უნდა იყოს დეზობარიერი, რამდენიმე დღეში ერთხელ უნდა ტარდებოდეს სამუშაო ადგილების დამუშავება და დეზინფექცია.

ვის აქვს უფლება იმუშაოს არადისტანციურად

  • საბითუმო და საცალო მაღაზიებზე, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიების გარდა;
  • ღია აგრარულ ბაზრებზე;
  • ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, წყლის რეალიზაცია, შეძენა, გადაცემა, დისტრიბუცია, მიწოდებაზე, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებაზე;
  • საგადასახადო სამსახურების პროვაიდერბის და აგენტების მუშაობაზე, რომლებიც თვითმომსახურების ჯიხურებში მუშაობენ;
  • კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო და საკრედიტო ორგანიზაციებზე;
  • საგადასახადო სისტემის ოპერატორებზე;
  • ბანკომატების, თვითმომსახურების ჯიხურების და საფოსტო ტერმინალების მომსახურე პერსონალზე;
  • სამედიცინო საქონლისა და ფარმაცევტული პროდუქციის დისტრიბუციასა და რეალიზაციაზე;
  • სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაზე, მეცხოველეობასა და მეფრინველეობაზე;
  • კერძო დაცვაზე;
  • ავტომობილების, მოტოციკლებისა და ველოსიპედების ტექმომსახურებაზე, მათ შორის მათი შეკეთების, წარმოებისა და ავტოსამრეცხაოსთვის საჭირო საქონლის რეალიზაციაზე;
  • ნავთობისა და გაზის მოპოვებასა და გადამუშავებაზე;
  • შესაფუთი მასალებისა და ტარის მიტანა, რეალიზაციასა და ეტიკეტირებაზე;
  • სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე და ზედამხედველობაზე;
  • სამაცივრე მეურნეობებზე, მათ ტექმომსახურებასა და ტექნიკისა და სათადარიგო ნაწილების რეალიზაციაზე;
  • საბაჟო საწყობებზე;
  • სასაკლაოებზე;
  • სურსათისა და ცხოველთა საკვების ლაბორატორიებზე;
  • დეზინფექციის ცენტრებზე;
  • სათბურებზე;
  • სამელიორაციო, საირიგაციო და მორწყვის წვეთოვანი სისტემების რეალიზაციაზე;
  • ვეტერინარულ კლინიკებზე;
  • ცხოველთა თავშესაფრებზე;
  • ნიადაგის, ვეტპრეპარატების, პესტიციდების და აგრიქიკიკატების ლაბორატორიების;
  • სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, ინვენტარის და სათადარიგო ნაწილების რეალიზაციაზე;
  • სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მომსახურების სამსახურებზე;
  • მეყვავილეობასა და ღია სივრცეებში ყვავილების რეალიზაციაზე;
  • სასარგებლო წიაღისეულის და სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქტების მიწოდება-რეალიზაციაზე;
  • სადეზინფექციო, ჰიგიენური და ქიმიური საშუალებების საცალო გაყიდვაზე;
  • პირბადეების, პირადი დაცვის საშუალებების, სპეცტანსაცმლის, დაცვის სპეციალური საშუალებებისა და ეკიპირების მიწოდებაზე;
  • სამრეცხაოების და ქიმწმენდის ობიექტების მუშაობაზე;
  • ტელეგადაცემების მუშაობასა და ტელემაუწყებლობაზე;
  • საფოსტო და საკურიერო სამსახურებზე;
  • გამომცემლობებზე;
  • ტელერადიომაუწყებლობასა და ელექტრონულ კომუნიკაციებზე;
  • ტექნიკურ ცდებსა და ანალიზებზე, ლაბორატორიებზე, პროდუქტების სერტიფიკაციის და ინსპექტირების ორგანოებზე;
  • შენობების წმენდა-დეზინფექციაზე;
  • დამკრძალავ მომსახურებაზე;
  • სახანძრო უსაფრთხოების და უსაფრთხოების სისტემების ტექმომსახურებაზე;
  • 24-საათიან სპეცდაწესებულებებზე;
  • ტერიტორიების მომსახურებაზე;
  • საკასო აპარატებისთვის რულონების მიწოდებაზე;
  • მომატებული საფრთხის ობიექტების რემონტზე;
  • საკადასტრო და აზომვით სამუშაოებზე;
  • ტვირთების დატვირთვა-გადმოტვირთვაზე;
  • ტრანსპორტირებისას დამხმარე საქმიანობაზე;
  • ლატარეების მოწყობაზე;
  • სარკინიგზო სატვირთო ტრანსპორტის მუშაობაზე;
  • ტრანსპორტზე მგზავრთა გადასაყვანად;
  • საჰაერო სამგზავრო ტრანსპორტზე;
  • ტრანსპორტის მომსახურებაზე;
  • სააქციზო მარკების მიწოდება და ამასთან დაკავშირებული მომსახურება.
204
თემები:
COVID-19 საქართველოში (869)
პოლიცია

სპეციალისტები სოფელ მუშევანის ყველა მცხოვრებს კორონავირუსზე გამოიკვლევენ

97
(განახლებულია 21:55 29.05.2020)
საქართველოს სამ რაიონში – ბოლნისში, მარნეულსა და თეთრიწყაროში კორონავირუსის ინფიცირების დაახლოებით 60 შემთხვევაა გამოვლენილი.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik.  ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, სადაც ჯერ კიდევ მოქმედებს კარანტინი, სპეციალისტები კორონავირუსზე ყველა ადგილობრივ მოსახლეს გამოიკვლევენ.

სოფელში დაგეგმილია დაახლოებით 600 ნიმუშის აღება. სულ მუშევანში 250 კომლი ცხოვრობს.

გაფართოებულ ტესტირებას ეპიდემიოლოგების ცხრა ჯგუფი ატარებს, მათგან შვიდი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის თანამშრომელია, ორი კი ადგილობრივი სპეციალისტი. სოფელში იმყოფებოდა ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც, რომელიც მოსახლეობის ტესტირების პროცესს ადგილზე გაეცნო. 

ბოლნისის რაიონი კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალდა. გამყრელიძის თქმით, საქართველოს სამ რაიონში – ბოლნისში, მარნეულსა და თეთრიწყაროში კორონავირუსის ინფიცირების დაახლოებით 60 შემთხვევაა გამოვლენილი. ყველაზე მეტად დაზარალდა ბოლნისი და მუშევანი. 55 პაციენტი კლინიკაში გადაიყვანეს, 60–მდე პირი კი კარანტინში იმყოფება.

ადრე სოფლის მოსახლეობამ სპეციალისტებს წინააღმდეგობა გაუწია და მათ ტესტირების ჩატარების საშუალება არ მისცა, თუმცა, ახლა ვითარება შეიცვალა და ადგილობრივები ეპიდემიოლოგების მუშაობით კმაყოფილი არიან.

 „ჩვენ მთელი სოფელი მოვიარეთ. პასუხების გათვალისწინებით გადაწყდება, როგორ ზომებს მივიღებთ“, – განაცხადა გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

სოფელი მუშევანი წითელ ზონად 25 აპრილიდან გამოცხადდა, შესაბამისად ამოქმედდა მკაცრი კარანტინი.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 746-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 576 ადამიანი, გარდაიცვალა – 12.

კარანტინში იმყოფება 2966 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 250 პაციენტია.



97
თემები:
COVID-19 საქართველოში (869)
თუშეთი

თუშეთისკენ მიმავალი გზა 5 ივნისს გაიხსნება

30
(განახლებულია 21:31 29.05.2020)
თუშეთის საავტომობილო გზა დიდთოვლობის გამო ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის ბოლომდე ექვსი თვის განმავლობაში იკეტება

 

თბილისი, 29 მაისი - Sputnik. ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და გზა 5 ივნისს გაიხსნება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულ გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარე წლის მარტის ბოლოს დაიწყო, მაგრამ 5 მაისს ზვავის ჩამოწოლის გამო სამუშაოები დროებით შეჩერებული იყო. გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში ადგილობრივმა მოსახლეობამ რამდენიმე დღის წინ აქციაც გამართა. 

თუშეთის საავტომობილო გზა დიდთოვლობის გამო ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის ბოლომდე ექვსი თვის განმავლობაში იკეტება. ზამთრის პერიოდში თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენის საშუალებითაა შესაძლებელი. ვერტმფრენი ყოველკვირეულ რეისებს უკვე რამდენიმე წელია ასრულებს.

ახმეტის მერიის ცნობით, თუშეთის მიმართულებით საავტომობილო გზის გახსნის შემდეგ, ზაფხულის პერიოდში სასაზღვრო დეპარტამენტის კუთვნილი ვერტმფრენი  თვეში მხოლოდ ერთ რეისს შეასრულებს. ის საქართველო-რუსეთის ომალოს სასაზღვრო სექტორზე მომსახურე მესაზღვრეებს გადაიყვანს.

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის სიგრძე 72 კილომეტრია.

30
ქართული მარში

„ქართული მარში“ პარტია გახდება - ქვეყნის სათავეში მოსვლა ულტრანაციონალისტებს სურთ

0
(განახლებულია 23:56 29.05.2020)
სანდრო ბრეგაძის სიტყვებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ახალი პარტიის მიზანი „თავისუფალი, ნაციონალური სახელმწიფოს აშენება“ იქნება

თბილისი, 29 მაისი - Sputnik. საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარში“ ივნისში პოლიტიკური პარტია გახდება და მონაწილეობას მიიღებს 2020 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებში, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ მოძრაობის თავმჯდომარე სანდრო ბრეგაძემ.

თითქმის სამი წლის წინ დაფუძნებული მოძრაობა „ქართული მარში“ აერთიანებს სხვადასხვა ნაციონალისტურ ორგანიზაციას. მან სახელი გაითქვა ტრადიციული ფასეულობების დასაცავად გამართული ხმაურიანი აქციებით.

 „ჩვენ გვინდა საქართველოში „კონსერვატორული რევოლუციის“ მოწყობა. რადგანაც მთელ ქრისტიანულ სამყაროში საქართველო დარჩეს სახელმწიფოდ, სადაც არასდროს გაიმართება „გეი“ აღლუმები. პანდემიის დროს მხოლოდ საქართველოში წავიდა ხალხი ეკლესიაში, როდესაც ჩვენ აღდგომას აღვნიშნავდით. ამით მთელ მსოფლიოს ვუთხარით, რომ საქართველო სხვა ფასეულობებზე დგას და მართლმადიდებლობა - ის ფუნდამენტია, რომელზეც არა მხოლოდ საშინაო, არამედ საგარეო პოლიტიკა უნდა აიგოს. ეს საქართველოს განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჩვენს მეზობლებთან თანაარსებობის პროცესში“, - განუცხადა ბრეგაძემ „Sputnik-საქართველოს“

Сандро Брегадзе беседует с журналистами
© Sputnik / Alexander Imedashvili
სანდრო ბრეგაძე

პოლიტიკური პარტიის სახით მოძრაობა ივნისში დარეგისტრირდება და ყრილობასაც გამართავს.

„ყრილობაზე ვისაუბრებთ პარტიაზეც, მის ხელმძღვანელობაზეც და ჩვენს სტრატეგიასა და ტაქტიკაზე. ამის შემდეგ ვგეგმავთ გრანდიოზულ მიტინგებსა და მანიფესტაციებს. და პირობას ვდებთ, რომ არჩევნებამდე მასშტაბურ ქართულ მარშს მოვაწყობთ, ორჯერ-სამჯერ დიდს, ვიდრე 2017 წელს. საქართველოს ყველა კონსერვატორულ ძალას, რომელიც პატივს  სცემს ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს ეკლესიას, ჩვენს მართლმადიდებლობას - მოვუწოდებთ, გაერთიანდეს და იბრძოლოს ყველა იმ ბნელი ძალის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენი ქვეყნისა და ფასეულობების დანგრევა სურს“, - აღნიშნა ბრეგაძემ. 

მისი განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა და გამარჯვებისთვის ბრძოლა მოძრაობის გეგმებში არ შედიოდა, მაგრამ ეს ნაბიჯი იძულებითი ზომა იყო. პარტიის მიზანი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში - თავისუფალი, ეროვნული სახელმწიფოს შენება იქნება.

ახლა ორგანიზაცია აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს რიგ პოლიტიკოსებთან და საზოგადოებაში ცნობილ პირებთანპირებთან. ბრეგაძე დარწმუნებულია, რომ ახალ პარტიას მოსახლეობის მხარდაჭერა ექნება, ვინაიდან საქართველოს მცხოვრებთა უმრავლესობა, მისი თქმით, კონსერვატორულ მართლმადიდებლურ იდეოლოგიას უჭერს მხარს.

ეს ბრეგაძის ხელისუფლებაში მოსვლის პირველი მცდელობა არ არის. 2018 წელს მან ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე თავისი კანდიდატურა წამოაყენა.

 „ქართული მარშის“ სკანდალური ბეგრაუნდი

„ქართულ მარშს“ შექმნის დღიდან მრავალი მიტინგი გაუმართავს, რომლებიც ხშირად შეხლა-შემოხლითა და დაპატიმრებებით  მთავრდებოდა. ყველაზე გახმაურებულ აქციებს შორის არის არატრადიციული სიყვარულის შესახებ გადაღებული ფილმის პრემიერის წინააღმდეგ შარშან გამართული პროტესტი.

 „ქართულმა მარშმა“ სცადა  თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში 8 ნოემბერს დაგეგმილი ლევან აკინის ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლა. აქციის მონაწილეებმა კინოთეატრების შესასვლელები და მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს და სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა. სკანდალური ფილმის პრემიერა შედგა –  მაყურებელი კინოთეატრებში პოლიციის თანხლებით შედიოდა და გამოდიოდა. 

2018 წლის მარტში „ქართული მარშის“ წარმომადგენლებმა, რომლებიც იესო ქრისტეზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტ–სკრიპტუმის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას ხუმრობამ გააღიზიანა, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფისთვის გაბუნიასთვის „ჭკუის სწავლა“ გადაწყტიტეს. . მათ დააზიანეს ავტომობილი, რომელშიც გაბუნია და ტელეკომპანიის იურისტი ისხდნენ, სპორტულ ჟურნალისტ დავით ერაძეს კი ცხვირი გაუტეხეს. მაშინ მოძრაობის შვიდი აქტივისტი პოლიციამ ხულიგნობისთვის დააკავა.

2017 წელს „ქართულმა მარშმა“ აქცია გამართა და გააპროტესტა ფეხბურთელ გურამ კაშიას მოქმედება, რომელმაც ერთ-ერთი მატჩის დროს ხელზე ლგბტ-საზოგადოების დროშის სამკლაური გაიკეთა. მოძრაობის მონაწილეებმა მაშინ ლგბტ-საზოგადოების დროშა დაწვეს და საქართველოს ნაკრების ვიცე–კაპიტანის გუნდიდან გარიცხვა მოითხოვეს.

0