საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშიტესტირება კორონავირუსზე
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოჯანმრთელდა 509 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3259, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 323 პაციენტია.

თბილისი, 23 მაისი - Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსი 728 ადამიანს დაუდგინდა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.   

გამოჯანმრთელდა 509 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3259, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 323 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შეზღუდვები 23 მაისს 00:00 საათიდან გაუქმდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0