სასწრაფო დახმარების ბრიგადა აზერბაიჯანში

აზერბაიჯანში კორონავრუსის 106 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი გარდაიცვალა

71
(განახლებულია 19:47 22.05.2020)
თებერვლის ბოლოდან აზერბაიჯანში კორონავირუსის ინფექციით დაავადების 3,8 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

თბილისი, 22 მაისი – Sputnik. გასულ დღე-ღამეში აზერბაიჯანში კორონავრუსის ინფექციის 106 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი ადამიანი გარდაიცვალა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“ ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებული კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ამავე პერიოდში ინფექცია დაამარცხა 59-მა პაციენტმა. ისინი უკვე გაწერეს საავადმყოფოებიდან.

სულ თებერვლის ბოლოდან აზერბაიჯანში კორონავირუსის ინფექციით დაავადების 3855 ფაქტი გამოვლინდა, აქედან მკურნალობა წარმატებით გაიარა 2399-მა ადამიანმა, გარდაიცვალა 46.

განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს 1410 ადამიანი. აქედან 48 პაციენტის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ, 61-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გასულ პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის გამოსავლენად 259 155 ტესტი ჩატარდა.

71
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (870)
პოლიცია

სპეციალისტები სოფელ მუშევანის ყველა მცხოვრებს კორონავირუსზე გამოიკვლევენ

84
(განახლებულია 21:55 29.05.2020)
საქართველოს სამ რაიონში – ბოლნისში, მარნეულსა და თეთრიწყაროში კორონავირუსის ინფიცირების დაახლოებით 60 შემთხვევაა გამოვლენილი.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik.  ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, სადაც ჯერ კიდევ მოქმედებს კარანტინი, სპეციალისტები კორონავირუსზე ყველა ადგილობრივ მოსახლეს გამოიკვლევენ.

სოფელში დაგეგმილია დაახლოებით 600 ნიმუშის აღება. სულ მუშევანში 250 კომლი ცხოვრობს.

გაფართოებულ ტესტირებას ეპიდემიოლოგების ცხრა ჯგუფი ატარებს, მათგან შვიდი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის თანამშრომელია, ორი კი ადგილობრივი სპეციალისტი. სოფელში იმყოფებოდა ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც, რომელიც მოსახლეობის ტესტირების პროცესს ადგილზე გაეცნო. 

ბოლნისის რაიონი კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალდა. გამყრელიძის თქმით, საქართველოს სამ რაიონში – ბოლნისში, მარნეულსა და თეთრიწყაროში კორონავირუსის ინფიცირების დაახლოებით 60 შემთხვევაა გამოვლენილი. ყველაზე მეტად დაზარალდა ბოლნისი და მუშევანი. 55 პაციენტი კლინიკაში გადაიყვანეს, 60–მდე პირი კი კარანტინში იმყოფება.

ადრე სოფლის მოსახლეობამ სპეციალისტებს წინააღმდეგობა გაუწია და მათ ტესტირების ჩატარების საშუალება არ მისცა, თუმცა, ახლა ვითარება შეიცვალა და ადგილობრივები ეპიდემიოლოგების მუშაობით კმაყოფილი არიან.

 „ჩვენ მთელი სოფელი მოვიარეთ. პასუხების გათვალისწინებით გადაწყდება, როგორ ზომებს მივიღებთ“, – განაცხადა გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

სოფელი მუშევანი წითელ ზონად 25 აპრილიდან გამოცხადდა, შესაბამისად ამოქმედდა მკაცრი კარანტინი.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 746-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 576 ადამიანი, გარდაიცვალა – 12.

კარანტინში იმყოფება 2966 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 250 პაციენტია.



84
თემები:
COVID-19 საქართველოში
თუშეთი

თუშეთისკენ მიმავალი გზა 5 ივნისს გაიხსნება

30
(განახლებულია 21:31 29.05.2020)
თუშეთის საავტომობილო გზა დიდთოვლობის გამო ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის ბოლომდე ექვსი თვის განმავლობაში იკეტება

 

თბილისი, 29 მაისი - Sputnik. ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და გზა 5 ივნისს გაიხსნება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულ გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარე წლის მარტის ბოლოს დაიწყო, მაგრამ 5 მაისს ზვავის ჩამოწოლის გამო სამუშაოები დროებით შეჩერებული იყო. გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში ადგილობრივმა მოსახლეობამ რამდენიმე დღის წინ აქციაც გამართა. 

თუშეთის საავტომობილო გზა დიდთოვლობის გამო ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის ბოლომდე ექვსი თვის განმავლობაში იკეტება. ზამთრის პერიოდში თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენის საშუალებითაა შესაძლებელი. ვერტმფრენი ყოველკვირეულ რეისებს უკვე რამდენიმე წელია ასრულებს.

ახმეტის მერიის ცნობით, თუშეთის მიმართულებით საავტომობილო გზის გახსნის შემდეგ, ზაფხულის პერიოდში სასაზღვრო დეპარტამენტის კუთვნილი ვერტმფრენი  თვეში მხოლოდ ერთ რეისს შეასრულებს. ის საქართველო-რუსეთის ომალოს სასაზღვრო სექტორზე მომსახურე მესაზღვრეებს გადაიყვანს.

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის სიგრძე 72 კილომეტრია.

30
პარლამენტი

პრემიერი: საქართველოს მოქალაქეები უფრო კომპეტემტურ პარლამენტს აირჩევენ

0
გიორგი გახარიას განმარტებით, საქართველომ უნდა ჩაატაროს შესანიშნავი, იდეალური და საუკეთესო საპარლამენტო არჩევნები.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik.  საქართველოს მოქალაქეების გადაწყვეტილებით, მომავალი პარლამენტი იქნება უფრო ხარისხიანი, უფრო შინაარსიანი და კომპეტენტური, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მისი სიტყვებით, ოპოზიციის წარმომადგენლები შინაარსობრივი ოპონირების ნაცვლად, იქცეოდნენ ემოციურად, ყვიროდნენ, ხელებს იქნევდნენ და ყოველივე ამას ევროპულ ოპონირებას ეძახდნენ. 

 „სამწუხაროდ, ეს ის პირობებია, რომელში მუშაობაც უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში მოგვიწევს.  იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ ჩვენი მოქალაქეების სიბრძნეში, მათ თანადგომაში და დარწმუნებული ვარ, რომ მათი მხარდაჭერით და  გადაწყვეტილებით შემდგომი პარლამენტი იქნება ბევრად უფრო ხარისხიანი, შინაარსობრივი და კომპეტენტური“, - განაცხადა გახარიამ.

გახარიას სიტყვებით, ადამიანები დღეს ელოდებოდნენ, რომ პარლამენტში იქნებოდა საუბარი ეპიდემიის, ეკონომიკის შესახებ, თუმცა, ყველაფერი  პოლიტიკური განცხადებების რეჟიმში გადავიდა.

 „არამარტო ჩემთვის, არამედ იმ ადამიანებისთვის, მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამ ყველაფერს უყურებენ,  დარწმუნებული ვარ, რომ მძიმე საყურებელია კომპეტენციისა და შინაარსისგან დაცლილი, მორალზე საერთოდ არ ვსაუბრობ, სასოწარკვეთილი და დეგრადირებული ოპოზიცია, რომელიც ცდილობს გაჭირვება, ბავშვების გაჭირვება, თითოეული ჩვენი მოქალაქის სიღარიბე გამოიყენოს,“- განაცხადა გახარიამ.

გახარიას განმარტებით, საქართველომ უნდა ჩაატაროს შესანიშნავი, იდეალური და საუკეთესო არჩევნები.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია ქვეყანაში აგვისტოს ბოლოს - არჩევნებამდე 60 დღით ადრე დაიწყება. პარლამენტში შერეული სისტემით ირჩევა 150 დეპუტატი - ნაწილი პარტიული სიებით, ნაწილი - ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვების შედეგად.

0