ილია მეორე

ილია მეორე: როცა გაგიჭირდებათ, შესთხოვეთ წმინდა ნიკოლოზს

110
(განახლებულია 19:42 22.05.2020)
წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი საქართველოში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთ მფარველად ითვლება.

თბილისი, 22 მაისი - Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ნიკოლოზობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ნიკოლოზობის დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ტაძარებში საზეიმო წირვა აღევლინა.

ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება, 19 დეკემბერი – წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – ნიკოლოზ სასწაულმოქმედის წმინდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა. 

"წმინდა ნიკოლოზი მოწყალე მშობელია, მოწყალე მამა, თავის ცხოვრებაში ყველა ადამიანს წმინდა ნიკოლოზის მოწყალება გამოუცდია. არ ყოფილა შემთხვევა, რომ არ აგისრულოს თხოვნა წმინდა ნიკოლოზმა. მოწყალეა, მარტო ქრისტიანებს კი არა, მუსულმანებსაც ეხმარება“, - განაცხადა პატრიარქმა.

ილია მეორემ მრევლს მოუწოდა, გაჭირვებისას წმინდა ნიკოლოზს სთხოვონ დახმარება.

„წმინდა ნიკოლოზი უარს არ გეტყვით. ახლაც, ამ რთულ დროს, მინდა ვთხოვო წმინდა ნიკოლოზს, რომ გაიღოს მოწყალება და შეიწყალოს საქართველო და მთელი მსოფლიო", - ბრძანა პატრიარქმა.

წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთ მფარველად ითვლება.

110
საქართველოს მეცნიერებათა აკადემია

კორონავირუსს ქართველი მეცნიერებიც შეისწავლიან: ვისით დაკომპლექტდა ჯგუფი

5
(განახლებულია 18:18 03.06.2020)
ამირან გამყრელიძე მიესალმება ქართველი მეცნიერების მზადყოფნას მეცნიერული თვალსაზრისით შეხედონ მსოფლიოსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

თბილისი, 3 ივნისი - Sputnik.  საქართველოში მუდმივმოქმედი სამეცნიერო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც კორონავირუსის პანდემიას შეისწავლის.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულიც ენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ  და მისმა მოადგილე პაატა იმნაძემ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, გიორგი კვესიტაძის თქმით, ქართველი მეცნიერები უნდა ჩაერთონ კორონავირუსის სტრუქტურის შესწავლასა და ვირუსის ნეიტრალიზაციის მეთოდების მოძიებაში. 

 „ჩვენ შეხვედრას ვმართავთ გამოჩენილ ქართველ ექიმებთან, რათა ერთობლივად შევიმუშავოთ უფრო სერიოზული, საფუძვლიანი, ფუნდამენტური მიდგომა (კორონავირუსის კვლევაში). ჩვენ გვინდა შევქმნათ  მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს.  გვინდა ამ მიმართულებას უფრო მეცნიერული დონე მიეცეს. ეს შესაძლებელია და ჩვენ საამისოდ შესაფერისი ექიმები გვყავს“, – განაცხადა კვესიტაძემ.

ამავე დროს, როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს იმ მეთოდებზე, რომლებიც ამ დრომდე გამოიყენება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. იგი მიესალმება ქართველი მეცნიერების მზადყოფნას მეცნიერული თვალსაზრისით შეხედონ მსოფლიოსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

 „ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა გაკეთდა ამ მომენტისთვის.  უკვე დაგროვდა საკმაო მასალა, რომლის სამეცნიერო ანალიზიც ძალიან საინტერესოა. ვფიქრობ, მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად, სადაც საკმოდ დიდია კვლევითი პოტენციალი, შეიძლება მისი გაანალიზება, რომ უფრო სერიოზულად შევხვდეთ  (კორონავირუსის) მეორე და მესამე ტალღას“, – განაცხადა  გამყრელიძემ.

3 ივნისისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 800–ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 640 (80%) ადამიანი, გარდაიცვალა 13. კარანტინში იმყოფება 2424 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 300.   უცხოეთიდან სამშობლოში სამკურნალოს საქართველოს სამი მოქალაქეა გადმოყვანილი.

5
თემები:
COVID-19 საქართველოში
არ გადაკვეთო შემთხვევის ადგილი!

სახიფათო გაზგასამართი სადგური: ამაშუკელის ქუჩაზე ექსპერტ–კრიმინალისტს დენმა დაარტყა

32
(განახლებულია 17:21 03.06.2020)
უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც 39 წლის მამაკაცი  საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში  ტერიტორიის დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა

თბილისი, 3 ივნისი - Sputnik.  თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე, სადაც ორი დღის წინ აფეთქება მოხდა, ექსპერტ–კრიმინალისტს დენმა დაარტყა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ნათქვამია შსს–ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ნუცუბიძის პლატოზე, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება 2 ივნისს მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. 39 წლის ექსპერტ–კრიმინალისტი, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ადგილის დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადადმ მამაკაცი კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა – მამაკაცი ხელოვნური სუნქთვის აპარატზეა შეერთებული.

როგორც ცენტრის დირექტორმა ნათია ნუცუბიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, როდესაც პაციენტი კლინიკაში შეიყვანეს, მას გული ჰქონდა გაჩერებული.

 „დღეს 14:00 საათზე  39 წლის მამაკაცი ელექტროტრავმით შემოიყვანეს. მამაკაცს გული ჰქონდა გაჩერებული. შემოყვანიდან ათი წუთის განმავლობაში ფიბრილაციის გზით გულის მუშაობის აღდგენა შევძელით. ამჟამად მამაკაცი იმყოფება ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე სამკურნალო დაცვითი სედაციის ქვეშ.  ამ მდგომარეობაში რამდენიმე დღე იქნება, შემდეგ კი მისი გაღვიძების პროცესს დავიწყებთ. იგი მართვით სუნთქვაზე სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია“, – განაცხადა  ნუცუბიძემ.

შსს–ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს  სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით: ელექტრო – ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დარღვევა.

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით ან ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

32
თემები:
შემთხვევები საქართველოში
თეა თავაძე

ქართველი ექიმი, რომელიც სტამბულში ქალებს ჰიპნოზით ამშობიარებს

0
(განახლებულია 17:30 03.06.2020)
 ჩვენი რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ თურქეთში მცხოვრებ წარმატებულ ქართველ ექიმს თეა თავაძეს გაგაცნობთ.

ქართველი ექიმი სტამბულის ერთ-ერთ კერძო სამედიცინო უნივერსიტეტის მეან-გინეკოლოგიური კლინიკის წამყვანი სპეციალისტია. ის ურთულეს გინეკოლოგიურ ოპერაციებს ატარებს და იმავე კლინიკაში კლინიკაში წყალში მშობიარობის განყოფილების დამაარსებელიც გახლავთ. ამავე სფეროში კოლეგებთან ერთად, მუშაობს ისეთ ინოვაციურ მეთოდზე, როგორიცაა, ჰიპნოზით მშობიარობა. ფლობს რადიოლოგიისა და ფსიქოთერაპიის სერთიფიკატებს.

თავის დროზე, დიპლომი დაიცვა ისეთ თემაზე, როგორიცაა, ვაგინალური ექოსკოპიის როლი ადრეული ორსულობის პერიოდში, რაც შემდგომ წიგნის სახით გამოიცა. დღეს კლინიკაში (Atlas Üniversitesi Edicine hospital) მუშაობის პარალელურად ლექციებსაც კითხულობს.

თეა თავაძე
თეა თავაძე

- ქალბატონო თეა, როგორ და როდის აღმოჩნდა ქართველი მედიკოსი თურქეთის სამედიცინო სფეროში?

- თურქეთში ჩამოსვლამდე, 1998 წელს, საქართველოში პეტრე შოთაძის სამედიცინო აკადემია დავამთავრე. თურქეთში ჩემი ჩამოსვლა დეიდაჩემის, ნესტან სოფაძის რჩევით განხორციელდა. იმ პერიოდში, დეიდა თურქეთში ერთერთ კონსერვატორიაში მუსიკის პედაგოგად მოღვაწეობდა. სწორედ  მისგან გავიგე, რომ იმ პერიოდში თურქეთსა და საქართველოს შორის სტუდენტური გაცვლითი პროგრამები მოქმედებდა. ექვსი თვის მანძილზე თურქ სტუდენტებთან ერთად კლინიკაში ვიყავი და მონაწილეობას ვიღებდი პრაქტიკულ სამუშაოებში.

თეა თავაძე სამუშაო გარემოში
თეა თავაძე სამუშაო გარემოში

- რამ მოახდინა თქვენზე მაშინ შთაბეჭდილება?

- იმ ექვსი თვის განმავლობაში ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თურქეთის სამედიცინო განათლების დონემ. გადავწყიტე, რომ ისევ დავბრუნებულიყავი სტამბულში და მაგისტრატურაში აქ ჩამებარებინა. ძალიან დიდი შრომისა და გარკვეული გამოცდების ჩაბარების შემდეგ, (რისთვისაც სამი წელი დამჭირდა) მარმარის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში მოვხვდი მეან-გინეკოლოგის სპეციალობაზე, სადაც ექვსი წელი ვისწავლე და ერთ-ერთი  წარმატებული სპეციალისტი ვიყავი.

ექიმი თეა თავაძე პაციენტთან ერთად
ექიმი თეა თავაძე პაციენტთან ერთად

- ამ ეტაპზე რა სახის კვლევებზე გიწევთ მუშაობა?

- ვაწარმოებ გარკვეულ კვლევებს და ვახორციელებ ფიზიოლოგიურ მშობიარობას პირველი, მეორე და მესამე საკეისროს შემდეგ, რომელიც ძალიან რთული პროცესია. მოგეხსენებათ თურქული ტრადიციები მრავალშვილიანობის მომხრეა და საკეისრო კვეთა მრავალშვილიანობას ასე თუ ისე აფერხებს. მე როგორც ერთ-ერთი მეან-გინეკოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი, რთულ მშობიარობებს ვუწევ მეთვალყურეობას. გარდა ამისა, რომ მეან-გინეკოლოგი ვარ, დამატებით ვფლობ რადიოლოგიისა და ფსიქოთერაპიის სერთიფიკატებს, რომელსაც მხოლოდ ჩემს სპეციალობაში ვიყენებ.

თეა თავაძე
თეა თავაძე

- თურქეთში ისეთ უჩვეულო და უნიკალურ მეთოდზე მუშაობთ, როგორიცაა, ჰიპნოზით მშობიარობა, როგორ ხდება მსგავსი რამ?

- ჰიპნოზი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ძილს, ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობას, რომელიც ხასიათდება ღრმა მოდუნებით, შთაგონებისადმი მიმღებლობით, აღქმნის, მეხსიერების, მოტივაციის და თვითკონტროლის ცვლილებებით. ჰიპნოზში მყოფი პაციენტი გარეგნულად ძილის მაგვარ მდგომარეობაში იმყოფება, თუმცა პაციენტი თავისუფლად გამოხატავს ემოციას: ტირის, ყვირის, შეკითხვებზე თავისუფლად გცემს პასუხს. ისინი გრძნობენ, რომ მათი ქცევა ყოველგვარი ცნობიერი განზრახვისა და ძალისხმევის გარეშე ხორციელდება. მოკლედ რომ ვთქვათ, ორსულობის პერიოდში შთაგონების მეშვეობით ვახერხებთ პაციენტის ქვეცნობიერის კონტროლს, რომელიც მშობიარობის პერიოდში ექიმის მითითებებს ექვემდებარება.

თეა თავაძე ოჯახურ გარემოში
თეა თავაძე ოჯახურ გარემოში

- რამდენად უსაფრთხოა ეს მეთოდი?

-ჰიპნოზით მშობიარობა სრულიად უსაფრთხო მეთოდია, რომელიც საერთოდ არ მოქმედებს პაციენტის ჯანმრთელობაზე. მშობიარობის შემდეგ პაციენტი რამდენიმე წამში გარკვეული მითითების შემდეგ ისევ უბრუნდება ჩვეულებრივ მდგომარეობას. ეს ახალი ტენდენციაა თურქეთში და ჩვენი უნივერსიტეტი ჯერჯერობით მხოლოდ მეორე იქნება, სადაც  ჰოპნოზით მშობიარობა განხორციელდება.

თეა თავაძე
თეა თავაძე

- ვიცი, რომ დისერტაციაზეც მუშაობთ, რა თემას ეხება თქვენი ნაშრომი?

- ამჟამად საერთაშორისო კლინიკის თანამშრომლებთან ერთად ვმუშაობ თემაზე, რომელიც ეხება ორსულობამდე და ორსულობის დროს მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმების შედეგებს მშობიარობის პერიოდში.

თეა თავაძე
თეა თავაძე

- თქვენი მეუღლე თურქეთელი ქართველების შთამომავალია, ალბათ ამანაც განაპირობა შემდეგში ამ ქვეყანაში თქვენი ოჯახის საბოლოოდ დამკვიდრება...

- ჩემი მეუღლე, ქემალ იემი (iyem) ირემაძე, წარმოშობით მაჭახელადანაა. დედამთილი, მარიამ ქავთარაძეა, მამამთილი, ნევზათ ირემაძე აწ გარდაიცვლილია. იმ პერიოდში თურქეთის არასტაბილური ეკონომიური მდგომარეობის გამო, მეუღლის მშობლები საცხოვრებლად გადავიდნენ ბელგიაში, სადაც ჩემი მეუღლე დაიბადა და გაიზარდა. იქ ცხოვრობდნენ ოცი წლის განმავლობაში, მიიღეს ბელგიის მოქალაქეობა, მაგრამ შემდეგ საცხოვრებლად ისევ სტამბულში გადავიდნენ. შემდეგ ჩემმა მეუღლემ დაიწყო თურქეთსა და საქართველოს შორის წარმატებული ბიზნეს-საქმიანობა, რის გამოც ორმაგი მოქალაქეობა მიენიჭა, ჩემს ორივე შვილსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

თეა თავაძე ოჯახთან ერთად
თეა თავაძე ოჯახთან ერთად

- საქართველოში რამდენად ხშირად ჩამოდიხართ და სამომავლოდ საქმიანობის აქ გაგრძელებას თუ აპირებთ?

- რაც შეეხება საქართველოში ჩემს მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი კლინიკებიდან სერიოზული შემოთავაზებები მქონდა, ჯერჯერობით არ ვაპირებ, ვინაიდან ამ ეტაპზე ჩემთვის პრიორიტეტი პროფესიონალური გეგმების განხორციელებაა. ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, თბილისი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, სადაც ჩემი მშობლები და ოჯახის წევრები ცხოვრობენ. იქ ძალიან ხშირად ჩავდივარ ოჯახთან ერთად. ჩემი შვილები მთელი ზაფხულის განმავლობაში ბებიასთან და ბაბუასთან ისვენებენ. ისინი ქართულს ძალიან კარგად ფლობენ, ისიც კარგად იციან, რომ მათ  გენებში ქართული სისხლია, საქართველო კი მათი მშობლიური ქვეყანა...

 

0
თემები:
ქართველები უცხოეთში