ტურისტები

საქართველოში ცნობით: ტურისტებს ე.წ. COVID-პასპორტის მსგავს დოკუმენტს მოსთხოვენ

141
(განახლებულია 19:35 22.05.2020)
რაც შეეხება შიდა ტურიზმს, ამირან გამყრელიძის სიტყვებით, სასურველია, რომ მიმდინარე წელს ეს მიმართულება უფრო განვითარდეს.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს შეიძლება იმის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა დაევალოთ, რომ ბოლო 72 საათის განმავლობაში მათ კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარეს და პასუხი უარყოფითი იყო, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.

გამყრელიძის სიტყვებით, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა და ტურისტების საერთაშორისო და საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით მიღება. 

ტურისტები საქართველოში ჩამოსვლას პირველ რიგში შეძლებენ ე.წ. „მწვანე ზონებიდან“, სადაც ინფიცირების დაბალი მაჩვენებელია, აღნიშნა გამყრელიძემ, თან დასძინა, რომ მოხდება ქვეყანაში სტუმრების ჩამოსვლისა და გადაადგილების პირობების ზუსტი დადგენა.

„ალბათ შემოვა ე.წ. COVID-პასპორტის მსგავსი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ბოლო 72 საათში ადამიანი გამოკვლეულია და მას PCR-ტესტზე უარყოფითი რეაქცია ჰქონდა. შემდეგ კიდევ არსებობს მიდევნების აპლიკაციები და ბევრი სხვა მექანიზმი. მაგალითად, საბერძნეთი ამის გამოყენებას უკვე წარმატებით იწყებს. საქართველოში ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი დაბალია, ამიტომ ტურისტული პოტენციალი ძლიერია“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

რაც შეეხება შიდა ტურიზმს, გამყრელიძის სიტყვებით, სასურველია, რომ მიმდინარე წელს ეს მიმართულება უფრო განვითარდეს.

„წელს შიდა ტურიზმი უფრო მეტად უნდა განვითარდეს და მინდა, რომ ჩვენი საქართველო უკეთ გაიცნონ... ჩვენ ტესტირებას სერიოზულად ვაფართოვებთ. ოთხჯერ გავაფართოვეთ PCR–ტესტირება და ივნისში დღეში 3 ათასზე ავალთ. ტურიზმის განვითარებასთან ერთად ეს აუცილებელია“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

საქართველო 1 ივლისიდან საერთაშორისო ტურისტების მიღებას გეგმავს. საქართველოში ჩამოსული ტურისტები ე.წ. „მწვანე ზონებში“ დაისვენებენ. ტურისტული სექტორი და სასტუმროები უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ სპეციალურ რეკომენდაციებს მიიღებენ.

მთავრობის გეგმის მიხედვით, საქართველოში ჩამოსული ტურისტები დაისვენებენ ისეთ კურორტებზე, როგორიცაა წყალტუბო, ბორჯომი, აბასთუმანი, ბაკურიანი, გუდაური, ბათუმი და ა.შ. 

პანდემიის გამო ახალი გამოწვევების ფონზე ხელისუფლების მიერ შემუშავებული კონცეფციის თანახმად, საქართველო იმიჯს შეიცვლის და პოზიციონირდება როგორც უსაფრთხო ქვეყანა.

ტურისტების მიღებამდე საქართველოს ხელისუფლება ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანმოს მიერ რეკომენდებული უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვას უზრუნველყოფს. ეს შეეხება როგორც აეროპორტებსა და საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს, ისე სასტუმროებს, გიდების მომსახურებას, კვების ობიექტების, ასევე ნებისმიერი სახეობის ტრანსპორტის მუშაობას.

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და, stopcov.ge-ს განახლებული მონაცემებით, 723-ს მიაღწია. გამოჯამრთელებულია 495, გარდაცვლილია 12. კარანტინში იმყოფება 3 259 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 323. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში სამი თანამემამულეა გადმოყვანილი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა.

 

141
თემები:
COVID-19 საქართველოში (1390)

„ძუძუ უდრის რეიტინგს“ ია ფარულავას მორიგი პროვოკაცია მსახიობმა მკერდი გამოაჩინა

506
(განახლებულია 14:49 31.07.2020)
ეპატაჟური, სკანდალური და ხმაურიანი – ამ სიტყვათა შესატყვისს ია ფარულავას ადვილად დაუკავშირებთ. მორიგი პროვოკაციული სურათი სოციალური ქსელიდან. ნახეთ, რა ფოტო გამოაქვეყნა ია ფარულავამ.

საქართველოში ია ფარულავა სილამაზის ეტალონადაა აღიარებული. თუმცა მის ქმედებებს უამრავი ადამიანი აკრიტიკებს. ხოლო წლების წინ მისი თამამი ნაბიჯები საზოგადოების შოკს იწვევდა. გახმაურებული კინოფილმის შემდეგ ია ფარულავას ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ყველას ახსოვს ის ცნობილი კინოკადრი ფილმიდან „სიყვარული ვენახში“. უახლესი „სთორით“ თითქოს იამ ფილმის ეპიზოდი გააცოცხლა. „ძუძუ=რეიტინგი“ – ამ წარწერით ექსტრავაგანტული სურათი მსახიობმა საკუთარ Instagram-ზე გამოაქვეყნა. მორიგი სკანდალური მოქმედებით ფარულავამ კრიტიკის ქარცეცხლი დაიმსახურა. როგორც ჩანს, მკერდის პირველად გამოჩენიდან დღემდე არაფერი შეცვლილა - ქალის მკერდი ისევ რეიტინგულია. ნახეთ რა შემაშფოთებელ სურათს აქვეყნებს მსახიობი...

მისი გარეგნობა, ხასიათი და განწყობა ყველას ღიმილს იწვევს. რთული დასაჯერებელია, მაგრამ მსახიობი და ტელეწამყვანი 52 წლის არის. ყველას აინტერესებს, თუ რა არის მისი სილამაზის საიდუმლო და რა მეთოდებით ინარჩუნებს ვარსკვლავი სასიამოვნო გარეგნობას. თავად აღნიშნავს, რომ კვირაში ორი დღე თავის მოვლისთვის აქვს გამოყოფილი. ერთ-ერთი ესთეტიკური კლინიკის „ანტიეიჯის“ ასაკის საწინააღმდეგო პროცედურების სახე და ხშირი მომხმარებელია. ია ფარულავას ბუნებრივი და შენარჩუნებული სილამაზე ყურადღებას დღემდე იპყრობს.

View this post on Instagram

#tv #womanpower #celine

A post shared by Ia Parulava (@ia_parulava) on

ია ფარულავა სამჯერ იყო გათხოვილი. პირველად პატარა ასაკში დაოჯახდა, მისი მეუღლე რამაზ ჩანტლაძე იყო. ცოლ-ქმარს ურთიერთობა არ აეწყო, რამაზი ძალიან ეჭვიანობდა და ზოგჯერ მსახიობს ფიზიკურადაც უსწორდებოდა, რის გამოც მათი ოჯახი დაინგრა. შემდეგ ია საცხოვრებლად და სამუშაოდ ამერიკაში წავიდა, სადაც ჟურნალისტ კის რაიზერზე იქორწინა, მაგრამ მოულოდნელად საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა. ამერიკაში ია ფარულავამ დიდი გამოცდილება მიიღო. არქივში ძველი კადრები ინახება, სადაც ია ჯონი დეპსა და რობერტ დე ნიროსთან ერთად პოზირებს. სითამამით გამორჩეული მსახიობი სკანდალურ განცხადებებს დღემდე არ იკლებს. მისი თითოეული ვიდეო, მით უმეტეს გადაცემა „ფარული კონვერტი“ მაღალი რეიტინგით სარგებლობს. ეს კი უდავოდ ფარულავას დამსახურებაა. იას ხშირად უწმაწური, უხერხული თუ ბილწი გამონათქვამები გადაცემას საავტორო შტრიხებს ჰმატებს.

506
თემები:
სელებრითების ცხოვრება
ლევან დავითაშვილი

მინისტრი: სვანეთში კვების პროდუქტების დეფიციტი არ იქნება

43
(განახლებულია 15:19 12.08.2020)
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უკვე მოახდინა ყველა სამსახურის მობილიზება მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობის სურსათითა და პირველადი მოხმარების საგნების უზრუნველსაყოფად.

თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მაღალმთიანი სვანეთის მოსახლეობას, სადაც კარანტინია გამოცხადებული, კვების პროდუქტებით მომარაგების პრობლემები არ შეექმნას, განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 10 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო მესტიის მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდა და შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა.

„გარკვეული სპეციფიკა აქვს სვანეთს. ეს არის საკმაოდ დიდი ტერიტორია, მოსახლეობა არ არის მჭიდროდ დასახლებული, მაგრამ გვაქვს დიდი სოფელი, რომელიც რაიონული ცენტრიდან მოშორებულია. ამიტომ საჭიროა მაღალი დონის კოორდინაცია, რისთვისაც სამინისტროს სხვადასხვა სამსახურია მობილიზებული“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. .

მინისტრის თქმით, ამ დროისთვის  მოსახლეობის სურსათითა და სხვა პირველადი პროდუქტებით მომარაგებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

„რეგიონში არანაირი პროდუქტის დეფიციტი არ შეინიშნება. დილის მონაცემებით, ქუთაისიდან დაძრულია რამდენიმე დისტრიბუტორის მსხვილი სატვირთო მანქანა რეგიონში შესასვლელად. ასევე, სტანდარტული დისტრიბუცია, რომელიც რეგიონში სურსათით მომარაგების კუთხით მუშაობდა, სტანდარტულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას“, – განაცხადა დავითაშვილმა.

პაატა იმნაძე: 30 შემთხვევა დაკავშირებულია ერთ კერასთან – ეს ძალიან ბევრია>>

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საკარანტინო შეზღუდვებმა, სვანეთში წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის მიმართულებით, გარკვეულ პრობლემები გამოიწვია.

„ამ მომენტისთვის სვანეთის რეგიონში მერქნული რესურსის დამზადების ინტენსიური სეზონია. ძირითადი სამუშაოები ზემო სვანეთში მიმდინარეობს. გამოყოფილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც აღრიცხავს თითოეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც შედის, იტვირთება მერქნული რესურსით და გამოდის რეგიონიდან. ასევე, სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ყველა კონტრაქტორი მუშაობს იმისთვის, რომ სეზონი, რომელიც ძალიან მოკლეა და დამოკიდებულია ამინდებზე, შეფერხების გარეშე წარიმართოს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მესტიაში არსებული ვითარების გამო სპეციალურად შექმნილი რეგიონული შტაბი მუშაობს.

რთული ეპიდემიური ვითარების გამო მუშაობს მხოლოდ აფთიაქები, პროდუქტების მაღაზიები, ბანკები და ღია ცის ქვეშ განთავსებული კვების ობიექტები.

ზემო სვანეთში კორონავირუსზე 4 ათასამდე ადამიანის გამოკვლევა იგეგმება>>

მიმდინარეობს მოსახლეობის აქტიური ტესტირება კორონავირუსზე.

გასულ დღე–ღამეში საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და აქედან 12 – მესტიის რაიონში.

43
თემები:
COVID-19 საქართველოში (1390)
გიორგი გახარია

გახარია: დიდგორობა იყო საქართველოს ისტორიაში უდიდესი გამარჯვება

0
(განახლებულია 12:55 12.08.2020)
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დიდგორობის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ის  ქვეყნისთვის თავდადების ყველაზე დიდი მაგალითია.
გახარია: დიდგორობა იყო საქართველოს ისტორიაში უდიდესი გამარჯვება
„გილოცავთ დიდგორობას -  საქართველოს ისტორიაში უდიდესი გამარჯვება, ქვეყნის ერთიანობის, ქვეყნისთვის თავდადების ყველაზე დიდი მაგალითი. თითოეული ქართველისთვის ეს არის არა მხოლოდ ისტორია, ესაა ყოველდღიურობა. ამ ქვეყნის ცხოვრება ყოველთვის თავდადება და ბრძოლაა“, -ამბობს გახარია.

1121 წლის 12 აგვისტოს მანგლისის მახლობლად, დიდგორის ველზე, მეფე დავით აღმაშენებელმა გადამწყვეტ ბრძოლაში თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი არმია დაამარცხა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, რომელსაც ისტორიკოსებმა „ძლევაი საკვირველი“ უწოდეს.

0