ტესტი

„არ არის ეს გრიპი, არც მოხუცების დაავადება, იყავით ფრთხილად“ - ქართველი ექიმის გაფრთხილება

2346
(განახლებულია 17:34 22.05.2020)
ქართველი ექიმი, რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს და საზოგადოებას აფრთხილებს.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ექიმი, რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი არჩილ მარშანია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, რომ კორონავირუსი სახუმარო დაავადება არ არის და რეგულაციების მოხსნის შემდეგ უმჯობესია ხალხმა სიფრთხილე გამოიჩინოს.

ექიმის თქმით, კორონავირუსის ინფექცია ჯერ კიდევ ბოლომდე გაურკვეველი და ამოუცნობია, გართულებების შემთხვევაში კი, ასაკის მიუხედავად, ინფექციის მიმდინარეობა და შედეგები ძალიან მძიმე ან/და პერმანენტულიც კი შეიძლება იყოს. ამაზე კი მეტყველებს ის, რომ ავიამზიდებიც კი გამოიყვანა ეპიდემიამ წყობიდან, სადაც არათუ მოხუცები, "ისეთი სამხედროები მსახურობენ, ლამის რკინას რომ ღეჭავენ".

„ამაზევე მეტყველებს ეს გადაწყვეტილება, რომელიც გვეუბნება, რომ აშშ-ში კოვიდ-19 ინფექციის გამო ვისაც დასჭირდება ჰოსპიტალიზაცია, გამოჯანმრთელების შემდეგაც კი აღარ მიიღებენ სამხედრო სამსახურში. არ არის ეს გრიპი, არც მოხუცების დაავადება, იყავით ფრთხილად“, - წერს არჩილ მარშანია.

დღეს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა უქმდება, რომელიც ქვეყანაში 21 მარტიდან მოქმედებს, თუმცა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ რიგი შეზღუდვები კვლავ შენარჩუნდება.

კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით საქართველო ევროპაში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. 26 თებერვლიდან 22 მაისის ჩათვლით ქვეყანაში კორონავირუსი 723 ადამიანს აქვს დადასტურებული. ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 495-ს შეადგენს, გარდაცვლილია 12 პაციენტი.

2346
თემები:
COVID-19 საქართველოში (1837)
თაკო ჩარკვიანი

თაკო ჩარკვიანი კორონავირუსისგან განიკურნა და აქტიური ბრძოლისთვის ემზადება

121
მკურნალობისას პოლიტიკოსი ხშირად აქვეყნებდა პოსტებს სოციალურ ქსელებში და გამოთქვამდა სინანულს იმის გამო, რომ ახალი ვირუსის საფრთხეს სათანადოდ არ აფასაებდა

თბილისი, 28 სექტემბერი - Sputnik. ახალი ოპოზიციური კოალიცია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა კორონავირუსი დაამარცხა და სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება.

პოლიტიკოსი თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ რაიონში - საბურთალოზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

მისი სიტყვებით, ამ დროისთვის მას აღარ აქვს კორონავირუსის სიმპტომები, თუმცა გამოჯანმრთელების პროცესი ჯერ არ არის დასრულებული. ვირუსი სახიფათო არ არის მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი მთელ მის საშიშროებას აცნობიერებს, აღნიშნა ჩარკვიანმა.

„ჩემთვის აუტანელი იყო წარმოუდგენელი სისუსტე. მე მსგავსი სისუსტე არასდროს არ მქონია. ახლა თითქოს ვბრუნდები ფორმაში“, - ასე დაახასიათა კორონავირუსი პოლიტიკოსმა ტელეარხ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

პოლიტიკოსმა მადლობა გადაუხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალს თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით და თვითიზოლაციის დასრულებისთანავე აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიასთან დაბრუნების პირობა დადო.

ჩარკვიანს კორონავირუსის დიაგნოზი 11 სექტემბერს დაუსვეს. თავის Facebook-გვერდზე პოლიტიკოსი ხშირად აქვეყნებდა პოსტებს და გამოთქვამდა სინანულს იმის გამო, რომ არასათანადოდ აფასებდა ახალი ვირუსის საფრთხეს.

121
თემები:
COVID-19 საქართველოში (1837)
ეკატერინე ტიკარაძე

ტიკარაძე: საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების ასაკი გაახალგაზრდავდა

113
(განახლებულია 20:36 28.09.2020)
საქართველოში ცოტა ხნის წინ კორონავირუსით 32-ე პაციენტი გარდაიცვალა. 57 წლის მამაკაცს თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსით სიკვდილიანობა გაახალგაზრდავდა, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამირან გამყრელიძე: თბილისში კორონავირუსის ინფექცია აქტიურად არ ცირკულირებს >>

საქართველოში ცოტა ხნის წინ კორონავირუსით 32-ე პაციენტი  გარდაიცვალა. 57 წლის მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. დღესვე თბილისში გარდაიცვალა 57 წლის ქალი, აჭარაში - 65 და 70 წლის მამაკაცები. ექიმების განცხადებით, ყველა მათგანს თანმხლები დაავადებები ჰქონდათ.

„57 წლის მამაკაცი გარდაიცვალა თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მასაც აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები, მაგრამ ჩვენ ვაკვირდებით, რომ არის გაახალგაზრდავებული სიკვდილიანობა“, – განაცხადა მინისტრმა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, პაციენტი დიალიზზე იმყოფებოდა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი თავდაპირველად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსდა, მისი მდგომარეობა კორონავირუსზე დართული გართულებების გამო დამძიმდა და ექიმებმა რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს.

ლევან გოფოძის თქმით, პაციენტის კლინიკური ნიშნები, განსაკუთრებით ბოლო ორი დღის განმავლობაში, გაუარესდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

14 მოსწავლის ინფიცირების წყარო რეპეტიტორია: რა ვითარებაა სამეგრელოში >>

საქართველოში ახალი კორონავირუსით უკვე 32 ადამიანია გარდაცვლილი, აქედან 4 დღეს დაიღუპა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 298-ით გაიზარდა და 5552-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 2054 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

113
თემები:
COVID-19 საქართველოში (1837)
გოგონა ჩამავალი მზის ფონზე პეპლებით ხელში

ვის ელოდება ყველაზე დიდი წარმატებები ოქტომბერში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

0
(განახლებულია 15:51 28.09.2020)
ოქტომბერში ზოდიაქოს რამდენიმე ნიშნის წარმომადგენლებს ცხოვრებაში დიდი წარმატებები და გამარჯვებები ელოდება

ზოდიაქოს ამ ნიშნებს იღბალი გაუღიმებს და დიდ შანსს მისცემს, რათა გაიუმჯობესონ როგორც ფინანსური, სამუშაო სფერო, ისე პირადი ცხოვრება.

როგორ შთაბეჭდილებას ტოვებს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი გაცნობისას>>

კურო

კუროები ცნობილი არიან იმით, რომ თითქმის ყოველთვის აღწევენ იმას, რაც ჩაიფიქრეს. ამისთვის ისინი ძალისხმევას არ იშურებენ და წარმატებისთვის მთლიანად იხარჯებიან. სწორედ ამის წყალობით კუროები თქვენი შრომის ნაყოფს მოიმკით. განსაკუთრებით იღბლიანი თქვენთვის 5–11 ოქტომბრის პერიოდი იქნება. მაგრამ სიფრთხილე გმართებთ – იღბალს მამაცი ადამიანები უყვარს, მაგრამ არა სულელი. სანამ რამე სახის წინ ადადებას მიიღებთ, კარგად და დიდი გულისყურით შეისწავლეთ ის. თვქე მთლიანობაში ძალზე ხელსაყრელი იქნება თქვენთვის.

თხის რქა

ოქტომბერი ძალიან ხელსაყრელი თვეა თხის რქებისთვის. შესაძლებლობა გექნებათ, რომ სექტემბრის ხარვეზები გამოასწოროთ. ზოგადად, თხის რქები შემოდგომასა და გაზაფხულს მჭიდროდ უკავშირდებით – გაზაფხულზე მოსავალი ითესება, ხოლო შემოდგომაზე ნაყოფს იღებენ, თქვენ კი, როგორც ცნობილია, მიწათმოქმედების ერთ–ერთი მფარველი ნიშნის წარმომადგენლები ხართ. შეიძლება ითქვას, რომ თხის რქები დამსახურებულ შვებულებას მიიღებთ და ფუფუნებაში დაისვენებთ. თქვენთვის ყველაზე საუკეთესო პერიოდი თვის ბოლო კვირა – 26–31 ოქტომბერი იქნება.

ლომი

ლომები ზოდიაქოს ერთ–ერთ ყველაზე იღბლიან ნიშნად ხართ მიჩნეული და ამაში გასაოცარი არაფერია. ლომების თავდაჯერებულობა და ძალა არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ უზენაეს ძალებსაც იზიდავს. ბუნებით საკმაოდ ქმედითი ხალხი ხართ და სწორედ ამიტომ ოქტომბერში საქმიანობაში წარმატებები გელოდებათ. საკვირველ გამარჯვებებს შეიძლება მიაღწიოთ 5–დან 11 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში. ამასთან, იღბალი გაგიღიმებთ არა მხოლოდ საქმიანობაში, არამედ პირად ცხოვრებაშიც – სიყვარულის სფეროში სწორედ ამ დროს შეიძლება შეხვდეთ თქვენს რჩეულს.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს წარმატებები უფრო ოქტომბრის მეორე ნახევარში გელოდებათ. ყველანაირი საქმიანობისთვის და განსაკუთრებით შემოქმედებითი და სასიყვარულო, ძალზე იღბლიანია 21 და 23 ოქტომბერი. თვის დასაწყისი, შესაძლოა, რთული აღმოჩნდეს, მაგრამ თანდათანობით ყველაფერი შეიცვლება. საუკეთესო პროექტების რეალიზება 20 ოქტომბრისთვის და უახლოეს დღეებში უნდა მოახდინოთ. ამასთან, არ უნდა დაივიწყოთ სიფრთხილე და საშიშ და საეჭვო საქმეებს მოერიდოთ – ამ შემთხვევაში ოქტომბერი თქვენთვის საკმაოდ უსიამოვნო თვედ გადაიქცევა. მაგრამ ერთიცაა – მიუხედავად ამისა, გამართლება და იღბალი მაინც გელოდებათ, ოღონდ – სიყვარულში.

მორიელი

მორიელებს იღბალი ხელში იშვიათად გივარდებათ. თითქოს მთელ სამყაროს უნდა, რომ თქვენი გზა ცხოვრებაში ოფლითა და სისხლით გაიკვალოთ. თუმცა ხანდახან ბედი თქვენც გიღიმით – ასე იქნება ოქტომბერში. იღბალი „თავს დაგატყდებათ“ თვის პირველ პარასკევს. მთლიანობაში, სექტემბრის ბოლო დღეები და 4 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი – თქვენია.

0