გიორგი გახარია

გახარია: ავტომობილში სამზე მეტი პირის გადაადგილებაზე შეზღუდვა იხსნება - ტაქსების გარდა

269
(განახლებულია 15:48 22.05.2020)
მივიღეთ გადაწყვეტილება - ერთ ავტომობილში სამი ადამიანის შეზღუდვა გაგრძელდეს მხოლოდ ტაქსებზე, ხოლო სხვა ყველა საავტომობილო საშუალებაში გაუქმდეს, განაცხადა გიორგი გახარიამ.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საქართველოში ავტომობილით სამზე მეტი პირის გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვა იხსნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, აღნიშნული შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებისთვის იმოქმედებს.

"მივიღეთ გადაწყვეტილება - ერთ ავტომობილში სამი ადამიანის შეზღუდვა გაგრძელდეს მხოლოდ ტაქსებზე, ხოლო სხვა ყველა საავტომობილო საშუალებაში გაუქმდეს“, - განაცხადა გახარიამ.

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ხელისუფლებამ ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც შემდეგ 22 მაისამდე გახანგრძლივდა.

 

269
საკლასო ოთახი

პირველკლასელთა რეგისტრაციის მეოთხე ეტაპის ვადები შეიცვალა

43
(განახლებულია 12:10 11.07.2020)
კორონავირუსის პანდემიის გამო, სკოლებში მოქმედებს საქმისწარმოების ახალი წესი, რომლის თანახმად, მშობლებს შეუძლიათ ელექტრონულად გადააგზავნონ განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად

თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. პირველკლასელთა რეგისტრაციის მეოთხე  ეტაპი,  ნაცვლად 20 აგვისტოსი, 13 ივლისიდან დაიწყება,  ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მეოთხე ეტაპის ვადები დაჩქარდა. კერძოდ, რეგისტრაცია 13 ივლისიდან დაიწყება და 31 აგვისტოს დასრულდება. ამის მიზეზად უწყებამ  სამინისტროში დიდი რაოდენობით შემოსული მოქალაქეთა განცხადებები დაასახელა.

„სამინისტროში დიდი რაოდენობით შემოსული მოქალაქეთა განცხადებების გათვალისწინებით, რომელთა შვილები ელექტრონული რეგისტრაციით ვერ მოხვდნენ სასურველ ან ვერცერთ ახლომდებარე სკოლაში და გაურკვეველ მდგომარეობაში იმყოფებიან, სამინისტრომ მიზანშეწონილად ჩათვალა დაჩქარდეს რეგისტრაციის IV ეტაპის დაწყება, რათა დარჩენილ ადგილებზე, სკოლებს დროულად მიეცეთ შესაძლებლობა რეგისტრაციის გარეშე დარჩენილი ბავშვები ჩარიცხონ“, - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, მეოთხე ეტაპის რეგისტრაციისა და დოკუმენტების წარდგენის ვადად 20 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე პერიოდი იყო დადგენილი.

მეოთხე ეტაპზე გამოთავისუფლებულ/ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე მოხდება იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II და III ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მოსწავლის რეგისტრაციას ამ ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

სამინისტროს ინფორმაციით,  ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში მოქმედებს საქმისწარმოების ახალი წესი, რომლის თანახმად, მშობლებს შეუძლიათ ელექტრონულად გადააგზავნონ განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ან სკოლის მიერ დადგენილი წესით უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მატერიალურად ჩააბარონ სკოლის ადმინისტრაციას; სკოლა ორი დღის ვადაში დაუდასტურებს მშობელს ელექტრონულ ფოსტაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის მიღებას.

ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში, სკოლა არ მოითხოვს დოკუმენტებს მატერიალური სახით და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში დაადასტურებს მოსწავლის ჩარიცხვას.

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა ასეთია:

-        მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.

-        მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.

 

43
თემები:
განათლება საქართველოში
მარინა ეზუგბაია

კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა: ცნობილია თუ არა ინფიცირების წყაროები

32
ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 851 ადამიანი, გარდაცვლილია – 15, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4851, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 231 პაციენტია

თბილისი, 11  ივლისი - Sputnik. კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან სამი საკარანტინო სივრციდანაა, ხუთი კი უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა,  მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხუთი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის კორონავირუსზე საქართველოში 143 პაციენტი მკურნალობს.

„რვიდან სამი გახლავთ საკარანტინო სივრცეებში დადასტურებული, სამივე არის იმპორტირებული შემთხვევა, ხოლო დანარჩენი ხუთი გახლავთ დადასტურებულ პაციენტთან კონტაქტები“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა ბათუმში დაფიქსირდა. ყველა ერთი ოჯახის წევრია. ორი მათგანი მცირეწლოვანია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, COVID-19-ით იმ მძღოლის ოჯახის წევრები დაინფიცირდნენ, რომელსაც ვირუსი გუშინ დაუდასტურდა.

ბავშვები, დედასთან და ბებიასთან ერთად, თბილისში არიან გადაყვანილი, ბავშვების დეიდა კი – ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

რა ბედი ეწევათ აბიტურიენტებს, რომლებიც ინფიცირებულთან ერთად იყვნენ გამოცდაზე >>

დღევანდელი შემთხვევის შემდეგ, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში  კორონავირუსი 981 ადამიანს დაუდასტურდა,  გამოჯანმრთელებულია 851 ადამიანი, გარდაცვლილია – 15, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4851, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 231 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

32
თემები:
COVID-19 საქართველოში