მომავალი კვირიდან მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარებას შეძლებთ

CC0 / Pixabay / მძღოლი საჭესთან
მძღოლი საჭესთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს-ს მომსახურების სააგენტომ მუშაობა 18 მაისიდან განაახლა და მოქალაქეებს ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურება.

თბილისი, 22 მაისი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 25 მაისიდან მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ჩაბარების სერვისს აღადგენს იმ პირებისთვის, ვინც თავის დროზე გამოცდისთვის ელექტრონულად გაიარა რეგისტრაცია, მაგრამ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ვერ ისარგებლა აღნიშნული სერვისით, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი აღარ გახანგრძლივდება

ასე რომ, სააგენტო საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს სერვისების მიწოდების შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპზე გადადის.

შსს-ს მომსახურების სააგენტომ მუშაობა 18 მაისიდან განაახლა და მოქალაქეებს ყოველდღიურად ემსახურება.

პირველ ეტაპზე ყველა მსურველს მიეცა მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა. პირებს, რომლებმაც თეორიული გამოცდა გაიარეს, მაგრამ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება ვერ მოასწრეს, 18 მაისიდან გამოცდაზე გასვლის უფლება აქვთ.

გარდა ამისა, მძღოლებს შეუძლიათ შეცვალონ ავტოსატრანსპორტო საშუალების ნომერი, დაარეგისტრირონ ავტომობილები და შეასრულონ სხვა ოპერაციები.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომსახურების სააგენტო მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს.

გარდა ამისა, 25 მაისიდან სრულად აღდგება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა.

რაც შეეხება ცნობებს პირის ნასამართლობის, პირის მსჯავრდების, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის და იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ სერვისებს, ამ ეტაპზე განაცხადების მიღება სააგენტოს ვებ-გვერდზე მხოლოდ ელექტრონული ფორმით ხდება.

სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0