მთავრობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი

ჩიქოვანი: საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლა არ დასრულებულა

119
22 მაისი - საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის მოქმედების ბოლო დღეა საქართველოში, თუმცა ქვეყანაში ზოგიერთი შეზღუდვა და საკარანტინო ზონა შენარჩუნდება

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის მოხსნის შემდეგ ქვეყანაში მაინც იმოქმედებს ზოგიერთი შეზღუდვა, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლისთვის აუცილებელია, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა ირაკლი ჩიქოვანმა.

პრემიერმა უმუშევრობის კომპენსაციის დროულად გაცემის ბრძანება გასცა >>

მათი მოქმედების ვადა დამოკიდებული იქნება ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე.

„მოგვიწევს ახალ რეალობაში ცხოვრება, რამაც უნდა მოგვცეს საშუალება, შევეგუოთ ამ რეალობას. არის ისეთი შეზღუდვები, როგორიცაა მაგალითად სოციალური დისტანცია; არის ახალი რეგულაციები, რომლებიც დაკავშირებულია კონკრეტული ბიზნესების წარმოებისათვის, სპეციალური რეგულაციების დაცვა, თუნდაც მაგალითისთვის პირბადეები, სპეციალური სამუშაო წესები და ა.შ. ასევე, ვფიქრობთ, მაქსიმალურად შევზღუდოთ ის პერიოდი, რა პერიოდიც დაგვჭირდება იმისთვის, რომ შეზღუდვები დარჩეს ძალაში, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

მან საზოგადოებას რეკომენდაციების და შეზღუდვების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ცალკეული გამონაკლისის გარდა, მთლიანობაში სახელმწიფომ, მთავრობამ და საზოგადოებამ შეძლეს COVID-19-ის შეჩერება, თუმცა ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.

როგორც დღეს პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 22 მაისის შემდეგ აღარ გაგრძელდება, თუმცა გარკვეული შეზღუდვები შენარჩუნდება.

საქართველოში 21 მარტს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, 31 მარტიდან ამოქმედდა კომენდანტის საათი.

26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში ინფიცირების 721 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 485 ადამიანი, 12 პაციენტი გარდაიცვალა.

119
თემები:
COVID-19 საქართველოში (916)
მატარებელი

„საქართველოს რკინიგზა“ მზადაა: ვინ და რატომ აფერხებს სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას

3
(განახლებულია 18:35 03.06.2020)
მგზავრთა სარკინიგზო ტრანსპორტით გადაყვანა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 მარტს შეჩერდა.

 

თბილისი, 3 ივნისი - Sputnik.  საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანა 8 ივნისიდან აღდგება, თუმცა, ძალაში რჩება სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანაზე დაწესებული შეზღუდვა – საქართველოს მთავრობის 23 მაისის დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებები სამშაბათს შევიდა. 

როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, შეზღუდულია სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა ოფიციალური სარკინიგზო გადაზიდვებისა, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელთა გადაყვანა ექსპლუატაციის ადგილამდე ან პირიქით, ოპერატიულ შტაბთან შეთანხმებით.

ამასთან, „საქართველოს რკინიგზა“ მზადყოფნას გამოთქვამს მგზავრთა მომსახურებისთვის. ამ მიზნით უკვე შეძენილია სადეზინფექციო საშუალებები და უკონტაქტო თერმომეტრები. თუმცა, როდის განახლდება სარკინიგზო მიმოსვლა, ჯერჯერობით, უცნობია.

 „მოსალოდნელია, რომ ეს საკითხი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გადაწყდება“, – განაცხადეს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლებმა ტელეკომპანია „იმედთან“. 

მგზავრთა სარკინიგზო ტრანსპორტით გადაყვანა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 მარტს შეჩერდა. 

3 ივნისისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 800–ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 640 ადამიანი, გარდაიცვალა 13. კარანტინში იმყოფება 2424 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 304.   უცხოეთიდან სამშობლოში სამკურნალოს საქართველოს სამი მოქალაქეა გადმოყვანილი.

ქვეყანაში 23 მაისიდან საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი, რომელიც 21 მარტს ამოქმედდა, გაუქმდა. ამ დრომდე მკაცრი კარანტინი მოქმედებს თეთრიწყაროში და ბოლნისის რაიონის ორ სოფელში: მუშევანსა და გეტაში.

გარდა ამისა, მოქმედ შეზღუდვებში შედის საერთაშორისო სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო მიმოსვლაზე აკრძალვა, ასევე 10 კაცზე მეტის შეკრება ტრადიციულ სოციალურ ღონისძიებებზე (ქორწილი, დაკრძალვა, იუბილე და ა.შ.).

ქვეყანაში 29 მაისიდან მუშაობა განაახლა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა. 1 ივლისიდან კი საერთაშორისო ავიამიმოსვლის აღდგენა იგეგმება.

3
თემები:
COVID-19 საქართველოში (916)
სოფო ნიჟარაძე

ასეთი სოფო ნიჟარაძე არავის უნახავს - წითელთმიანი მომღერლის შოკის მომგვრელი გარდასახვა

29
(განახლებულია 17:59 03.06.2020)
ექსტრავაგანტული არტისტის მოულოდნელი გარდასახვა. წითელთმიანი მომღერლის ძველი იმიჯი. როგორ გამოიყურებოდა წლების წინ სოფო ნიჟარაძე წითელი თმით?

გამოჩენილ ქართველ მომღერალს ცვლილებები არ ხიბლავს. მრავალდეროვანი კოსტიუმების მორგების გარდა, სოფო ნიჟარაზე იმიჯს სხვაგვარად, ფაქტობრივად, არასდროს ეხება. სელებრითებს შორის ყველა დახვეწილი და ელეგანტურია. ძველ სურათზე სოფოს წითლად შეღებილმა თმამ ფურორი მოახდინა. არავის ახსოვს პოპულარული შემსრულებელი ასეთი გარეგნობით.

„ბევრი მომღერალი იმაზე მუშაობს, რომ რაც შეიძლება სკანდალური იყოს და ბევრი ილაპარაკოს პირად ცხოვრებაზე. ჩემთვის კი უკეთესია, ნაკლებად გავხდე საჭორაო თემა. ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე, რომ ჩემზე ნაკლებად ილაპარაკონ. მე და ჩემი შევარებული არ დავდივართ ისეთ ადგილებში, სადაც პრესა და ტელევიზიაა. შეიძლება ასეთ ღონისძიებაზე ვიყოთ, მაგრამ ვერავინ შენიშნავს, რომ ჩვენს შორის რაიმე სიმპათია არსებობს“, – აცხადებდა სოფო. მის ცხოვრებაში, ამბობდნენ, რომ სკანდალები იყო თუმცა, სოფომ არც ერთ მათგანს საჯაროდ არ უპასუხა. მომღერლის პირად ცხოვრებას აქტიურად განიხილავენ, ის კი, კვლავინდებურად დუმს.

მრავალ ნომინაციაში გამარჯვებული მომღერალი საზღვარგარეთის დიდ სცენებს სირთულეების გარეშე იპყრობს. სოფო ნიჟარაძე შეუდარებელ ფორმაშია. ის რამდენიმე პროექტის ჟიურის წევრობა მოხდენილად შეითვისა და ერთ-ერთი გამორჩეული და სამართლიანი წევრი გახდა. 2017 წელს ულამაზესი მომღერალი საუკეთესო მომღერალ ქალად აღიარეს სიმღერით „მაპატიე“.

View this post on Instagram

#beforequarantine

A post shared by Sofia Nizharadze (@sofianizharadze) on

სოფო იშვიათად ანებივრებს სოცქსელის მომხმარებლებს ბუნებრივი ფოტოებით, ვინაიდან მისი ცხოვრების დიდი ნაწილი კონცერტებთანაა დაკავშირებული და გრიმით ყოფნა უწევს. გარდა ამისა, მას ექსპერიმენტებიც არ ხიბლავს. სელებრითებს შორის, ყველაზე თავდაჭერილი და კონსერვატიული სტილი, სწორედ, სოფოს აქვს. ასე აფასებენ მას მისი თაყვანისმცემლები. როგორ შეაფასებდით სოფო ნიჟარაძის ძველ გადაწყვეტილებას? ბუნებრივი, თუ წითელი თმა?

29
თემები:
სელებრითების ცხოვრება