არის თუ არა საქართველოში კავასაკის სინდრომის შემთხვევები – სპეციალისტების პასუხი

© photo: Sputnikგაზაფხული თბილისში
გაზაფხული თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ უკვე სწავლობენ ბავშვებში კორონავირუსის და კავასაკის სინდრომის შესაძლო კავშირს.

 

თბილისი, 21 მაისი — Sputnik.  საქართველოში კორონავირუსის არცერთ დადასტურებულ შემთხვევაში კავასაკის სინდრომი არ გამოვლენილა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

კავასაკის სინდრომის აფეთქება, რომელსაც ექიმები კორონავირუსის პანდემიას უკავშირებენ, საფრანგეთში, აშშ–სა და სხვა ქვეყნებში ბავშვებს შორის დაფიქსირდა.

ეზუგბაიას სიტყვებით, აღნიშნული დაავადება არ გამოვლენილა იმ ბავშვებს შორის, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, თუმცა, ყორადღება საჭიროა.

 „საბედნიეროდ, ჯერჯერობით საქართველოში ბავშვებს შორის მძიმე შემთხვევები არ გვქონია, თუმცა ეს არ გამორიცხავს კავასაკის სინდრომის არსებობას. ეს ცოტა შორეული პერსპექტივებია. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ ჩვენი კლინიკიდან გაწერილი ყველა მოზარდი–პაციენტი, რომ ისინი ოჯახის ექიმის ან პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ“, – განაცხადა ეზუგბაიამ. 

ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: პაციენტების 67,2% გამოჯანმრთელდა

კავასაკის სინდრომი სისხლძარღვების ანთებაა, რომელიც საშუალო და მცირე ზომის არტერიებს აზიანებს.  დაავადება ვლინდება ცხელებით, თვალის ლორწოვანი გარსის, კანის ცვლილებით, კორონარული არტერიის დაზიანებით ანევრიზმების, თრომბოზების შესაძლო წარმოქმნით და სისხლძარღვთა კედლების რღვევით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ უკვე სწავლობენ ბავშვებში კორონავირუსის და კავასაკის სინდრომის შესაძლო კავშირს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსი დადასტურებული აქვს 721 ადამიანს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 485-ს მიაღწია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3519, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 351 პაციენტია. გარდაიცვალა 12 ადამიანი.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.


ყველა ახალი ამბავი
0