COVID-19 საქართველოში: პაციენტების 67,2% გამოჯანმრთელდა

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშიტესტირება კორონავირუსზე
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ყოველდღიურად იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებმაც კორონავირუსის ინფექცია დაამარცხეს.

თბილისი, 21 მაისი - Sputnik. ქართველმა ექიმებმა კორონავირუსისგან კიდევ 10 პაციენტი განკურნეს, აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge

ტესტირება - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსი 721 ადამიანს დაუდგინდა

ამჟამად  კორონავირუსი დადასტურებული აქვს 721 ადამიანს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 485-ს (67,2%) მიაღწია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3519, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 351 პაციენტია. გარდაიცვალა 12 ადამიანი.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ამ დროისთვის, კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკებში 234 პაციენტი მკურნალობს – გამოჯანმრთელებულთა რიცხვი თითქმის ორჯერ მეტია ინფიცირებულთა რაოდენობაზე.

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ხელისუფლებამ ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც შემდეგ 22 მაისამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში მოქმედებს რიგი აკრძალვები, მათ შორის კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე.

ყველა ახალი ამბავი
0