საქართველოში კორონავირუსი 721 ადამიანს დაუდგინდა

© photo: Sputnik / Grigory Sysoev / გადასვლა მედიაბანკშიტესტირება
ტესტირება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოჯანმრთელდა 485 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3519, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 351 პაციენტია.

თბილისი, 21 მაისი - Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსი 713 ადამიანს დაუდგინდა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.   

გამოჯანმრთელდა 485 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3519, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 351 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ერთი თვით. შემდეგ მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გააგრძელა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

ყველა ახალი ამბავი
0