თბილისსა და რუსთავს შორის ავტობუსები იმოძრავებენ

© photo: Tbilisi City Hall / FB ISUZU-ს ავტობუსები
 ISUZU-ს ავტობუსები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერმა კახა კალაძემ თავის მოადგილეს მაია ბითაძეს ავტობუსების მარშრუტების იდეალური გეგმის უმოკლეს პერიოდში წარმოდგენა დაავალა.

თბილისი, 20 მაისი - Sputnik. თბილისი-რუსთავის მარშრუტით კომფორტული და მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კალაძის განცხადებით, ქალაქიდან ქალაქში ყოველდღიურად 30 ათასი ადამიანი გადაადგილდება, ამიტომაც ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ამ ადამიანების საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფა. 

ქალაქი რუსთავი - Sputnik საქართველო
კალაძე: თბილისისა და რუსთავის მეტროთი დაკავშირება სავსებით რეალურია

„ყოველდღიურად თბილისიდან რუსთავში და რუსთავიდან თბილისში 30 ათასი ადამიანი გადაადგილდება. ამიტომაც დედაქალაქის ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ამ ადამიანების საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფა. თბილისსა და რუსთავს შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობა სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თბილისში სამსახურში ჩამოდიან და რუსთავში ყოველდღიურად ბრუნდებიან. რუსთავში ასევე ბევრი სტუდენტი ცხოვრობს და, ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება მათთვის სასიამოვნო სიახლე იქნება“, – განაცხადა კალაძემ.

მან თავის მოადგილეს მაია ბითაძეს ავტობუსების მარშრუტების იდეალური გეგმის უმოკლეს პერიოდში წარმოდგენა დაავალა.

რუსთავი თბილისიდან 33 კილომეტრში მდებარეობს. „საქსტატის" მონაცემებით, ქალაქში 128 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ქალაქებს შორის მიკროავტობუსები მოძრაობდა. გასული წლის ბოლოს მგზავრობის ღირებულება 1,5 ლარიდან 2 ლარამდე გაიზარდა. თბილისის მერიის სამომავლო გეგმების თანახმად, საქართველოს დედაქალაქი, შესაძლოა, რუსთავს მიწისზედა მეტროთიც დაუკავშირდეს.

ყველა ახალი ამბავი
0