საყვარელი ყავა ადამიანის ხასიათზე მეტყველებს: როგორ გახასიათებენ ფსიქოლოგები

© Pixabay / Engin_Akyurtყავა
ყავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფინჯანი ყავა — ჩვეულებრივი რიტუალია მილიონობით ადამიანისთვის. განსხვავებით ჩაისა თუ წვენებისგან, რომლებსაც ხშირად ვცვლით გემოს მიხედვით, თითქმის ყველა ჩვენგანს აქვს შერჩეული „ამოჩემებული“ ყავა.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ საყვარელი ყავის სახეობა ადამიანის ხასიათზე გარკვეულ მინიშნებებს იძლევა.

მაგალითად, ვისაც უყვარს: 

ფინჯანი ყავა კაფეში - Sputnik საქართველო
სიცოცხლის ხანგრძლივობა ყავის მომზადების მეთოდზეა დამოკიდებული: ოცწლიანი კვლევის შედეგი

უკოფეინო ყავა — ასეთი ყავის მოყვარულებს არ ხიბლავთ დიდი ცვლილებები. არიან მორცხვები და თავმდაბლები. არ მოსწონთ, როცა რამე აღელვებთ. უპირატესობას ჩვეულ გარემოს ანიჭებენ და არასდროს არღვევენ „თამაშის წესებს“. 

ორმაგი ესპრესო — ამ ყავას ირჩევენ ისინი, ვისი აზრითაც ცხოვრება — სასიამოვნო მოვლენათა თანმიმდევრობა უნდა იყოს. ამიტომ ისინი, ვინც ორმაგი ესპრესოს მოყვარულებთან აპირებენ ურთიერთობის დაწყებას, მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ დიდი ენერგიის დახარჯვა მოუწევთ. 

კაპუჩინო — ეს რომანტიკული და ერთგვარად გულდახურული ადამიანები არიან. როგორც წესი, „განზე დგანან“ და თუ მიახლოების საშუალება მოგცეს, მხოლოდ მაშინ დაინახავთ, რამდენად შემოქმედებითი და გამომგონებლური ბუნებისანი არიან ისინი.  

ფინჯანი ყავა - Sputnik საქართველო
რატომ უნდა მიირთვათ ყავა გადაწყვეტილების მიღების წინ: მეცნიერები კვლევის შედეგს აქვეყნებენ

მაკიატო — საიმედო და პასუხისმგებლიანი ხალხი. არიან დახვეწილები და კარგად ორგანიზებულები. არასდროს აგვიანებენ იქ, სადაც ელიან. თავისუფლად შეიძლება მათზე დაყრდნობა.

ნაღებიანი ყავა — ეს ჯანმრთელობაზე გადაგებული ხალხია. ისინი თითქოს შეპყრობილები არიან საკუთარ სხეულსა და ორგანიზმზე ზრუნვით. არჩევენ ცხოვრების ჯანმრთელ წესსა და ბალანსირებულ კვებას. ამ კუთხით ისინი თითქმის არასდროს დუნდებიან. 

ყავა კარამელით, შოკოლადით ან ვანილით — ეს სიცოცხლის მოყვარული, მხიარული ადამიანები არიან, რომლებსაც ერთ ადგილზე გაჩერება დიდხანს არ შეუძლიათ. რეალურად მათ სულაც არ უყვართ ყავა, ამიტომ მის მწარე გემოს ტკბილი არომატებით ნიღბავენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0