„უკვე საკვებში ან სასმელშია ეგ მიკროჩიპები და ყოველდღე „გჩიპავენ“ - დეკანოზი

© courtesy of Tamaz Lomidzeთამაზ ლომიძე
თამაზ ლომიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეკანოზი თამაზ ლომიძე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და კორინავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაზე, ჩიპებსა და 5G ინტერნეტზე წერს.

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. დეკანოზი თამაზ ლომიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ზოგიერთი სასულიერო პირის განცხადება, რომ იმ შემთხვევაში, თუ სავალდებულო გახდება COVID-19-ის ვაქცინა, მრევლს მოუწოდოს, არავინ გაიკეთოს, სხვა არაფერია, თუ არა წმინდა წერილს დაშორებული თვითშემოქმედება და პანიკური ფანტაზიები.

საქართველოში კორონავირუსზე საყოველთაო ვაქცინაციის ჩატარებას მღვდელმთავრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. მეუფეების ნაწილი მრევლს მოუწოდებს, ვაქცინის გაკეთებისგან თავი შეიკავონ. კორონავირუსზე ვაქცინაციის თემას სინოდი კომისიის მიმართვის შემდეგ განიხილავს.

ყველა ახალი ამბავი
0