კარანტინი დასრულებულია: თბილისის ზოოპარკი დამთვალიერებლებისთვის ღიაა

© Sputnik / STRINGERთბილისის ზოოპარკი
თბილისის ზოოპარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაიმუნებმა, ზებრებმა, ლომებმა და დათვებმა, ფარშავანგებმა და შვლებმა, ფაუნის ასობით წარმომადგენელმა ვაჟკაცურად გადაიტანა კარანტინი, ზოგიერთი მათგანი კი მშობელიც გახდა.

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. ზოოპარკში კარანტინის დასრულების, უსაფრთხოების წესებისა და მატების შესახებ ისაუბრა თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ ტელეარხ Imedi-ს ტელეგადაცემა „დილის იმედში“.

გურიელიძე: ცხოველიდან ადამიანზე კორონავირუსი არ გადადის >>

დირექტორის თქმით, ზოოპარკში შესვლისას უსაფრთხოების წესები იგივეა, რაც ნებისმიერ ღია სივრცეში.

„უსაფრთხოების წესები ზოოპარკში შემოსვლისას იგივეა, რაც ადამიანმა ზოგადად ღია სივრცეში ყოფნის დროს უნდა დაიცვას, არავითარი დამატებითი უსაფრთხოების წესები აქ საჭირო არ არის. რაც შეეხება ვირუსის გადადებას ცხოველიდან ადამიანზე, ან პირიქით, მოგახსენებთ, რომ ერთი ცნობილი შემთხვევა არის დაფიქსირებული ნიუ-იორკის ბრონქსის ზოოპარკში, როდესაც ადამიანიდან ვეფხვს გადაედო ვირუსი, სხვა შემთხვევა არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

„ცხოველებს ადამიანები ენატრებათ“ - როგორ გადააქვს პანდემია თბილისის ზოოპარკს - Sputnik საქართველო
„ცხოველებს ადამიანები ენატრებათ“ - როგორ ცხოვრობს პანდემიის დროს თბილისის ზოოპარკი

მან ასევე ზოოპარკში მატების შესახებ ისაუბრა. ამ პერიოდში დაიბადა სამი ფაფრიანი ცხვარი. ასევე ელოდებიან მატებას ირმების, ნიამორების და სხვა ცხოველების ოჯახებში. მთლიანობაში, გურიელიძის განმარტებით, ზოოპარკში საკმაოდ მაღალი შობადობაა.

„დაიბადა დასავლეთ კავკასიური ჯიხვი, რომელიც ენდემური სახეობაა. ჯერჯერობით სქესი არ ვიცით, რადგან სამი დღის წინ დაიბადა და დედას ეფარება და მისი შეწუხება სქესის დასადგენად ნაადრევია. თანაც რა სქესისაც უნდა იყოს, ნებისმერ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მისი დაბადება, რადგან დასავლეთ კავკასიური ჯიხვი, გარდა იმისა, რომ ენდემური სახეობაა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი სახეობაა და წითელი ნუსხის ძალიან მაღალ კატეგორიას განეკუთვნება, ამიტომ მისი დაბადება ძალიან სასიხარულოა, მით უმეტეს, რომ ჩვენ დავიწყეთ დასავლეთ კავკასიური ჯიხვის აღდგენის პროექტი. გვინდა ეს პროექტი სვანეთიდან დავიწყოთ, მაგრამ ვიდრე ველზე სამუშაოდ გადავალთ, საჭიროა აქ გვყავდეს საკმარისი რაოდენობის ცხოველები“, - განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

იცოდით, რომ ლემურები მხოლოდ კომოროს კუნძულებზე და მადაგასკარზე ბინადრობენ? მათ სხვაგან ვერსად ნახავთ - Sputnik საქართველო
როგორ ემზადება თბილისის ახალი ზოოპარკი პანდემიის დასასრულისთვის - ფოტო

თბილისის ზოოპარკი 1927 წლის 10 თებერვალს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის დადგენილების საფუძველზე დაარსდა. მისი მშენებლობისთვის მდინარე ვერეს ხეობაში დაახლოებით 100 ჰექტარი ტერიტორია გამოიყო. ცხოველთა არსებობის ბუნებრივი გარემოს გათვალისწინებით ზოოპარკში ხელოვნურად იქმნებოდა ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოებული პირობები (კლდეები, ჩანჩქერები, აუზები). ზოოპარკში იყო ტერარიუმი და აკვარიუმი.

2015 წლის წყალდიდობის შედეგად ზოოპარკის ინფრასტრუქტურა სერიოზულად დაზიანდა. 600 ბინადრიდან ნახევარზე მეტი დაიღუპა.

ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა გმირთა მოედანი, საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, "მზიურის" პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, სვანიძის ქუჩა და ასევე მოშალა ქალაქის ინფრასტრუქტურა. სტიქიამ 22 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

წყალდიდობის შემდეგ თბილისის ხელისუფლებამ ზოოპარკის სხვა ტერიტორიაზე გადატანა გადაწყვიტა. ახალი ზოოპარკისთვის თბილისის ზღვის ტერიტორიაზე 48 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გამოიყო. 

ყველა ახალი ამბავი
0