რატომ წაართვეს ჩვილი მშობლებს - ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი

© Pixabay / Pexelsახალშობილი
ახალშობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოჯახთან გოგონას დაშორების გადაწყვეტილება მიღებულია სოცმუშაკების დასკვნის საფუძველზე, რომლებმაც დეტალურად შეისწავლეს, როგორ პირობებში იცხოვრებდა ის მშობლებთან

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. ჩვილი, რომელიც ოჯახს ჩამოართვეს და რომლის დაბრუნებასაც მოითხოვენ მისი მშობლები, სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ დარჩება, ხოლო მისი გაშვილების შესახებ ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება, აცხადებენ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.

UNICEF: ბავშვთა უფლებები ყველა დონეზე უნდა იყოს დაცული >>

ქალმა ბავშვი გააჩინა იანვარში თბილისი რეფერალურ კლინიკაში, თუმცა იმის გამო, რომ ჩვილი დღენაკლული დაიბადა, ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ ის გარკვეული დროით საავადმყოფოში დარჩებოდა. როდესაც გაწერის დრო მოვიდა, ბავშვი საავადმყოფოდან სოციალურმა აგენტებმა წაიყვანეს.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ  ბავშვის სახელმწიფო ზრუნვაში გადაყვანა მოხდა ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან შეფასდა ყველა რისკი და შესაძლო შედეგები.

„ოჯახი ცხოვრობს მძიმე სოციალურ პირობებში. შეფასება განხორციელდა საქმეში ჩართული სოციალური მუშაკების მხრიდან, გამოიკვეთა მშობლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის, ბავშვის უგულებელყოფის შემცველი ფაქტები და სხვა ის გარემოებები, რომლებზე დაყრდნობითაც სპეციალისტების მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ბავშვის ოჯახიდან განცალკევების თაობაზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ ახალშობილის მშობლებს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ოჯახი ჩართულია რამდენიმე სახელმწიფო პროგრამაში. სააგენტო აქტიურ მონიტორინგს ახორციელებს ოჯახში დარჩენილი ორი არასრულწლოვანის მდგომარეობაზე.

ერთ-ერთ საბავშვო ბაღში - Sputnik საქართველო
საქართველოში მიუსაფარი ბავშვების უფლებების დაცვის გეგმა შემუშავდა

„ბავშვის ოჯახიდან გამოყვანა არის უკიდურესი ზომა და აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად მნიშვნელოვანი რისკის შემცველი გარემოებები უდევს, თუმცა ვინაიდან საქმე შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას განმარტოს საქმეში არსებული დეტალები”, - ნათქვამია განცხადებაში.

ახალშობილის მშობლები ამტკიცებენ, რომ სოცმუშაკებმა მათი თანხმობისა და ნებართვის გარეშე გაიყვანეს ჩვილი კლინიკიდან და სხვა ოჯახს მინდობით გადასცეს. ისინი ამტკიცებენ, რომ დაინახეს, როგორ მიჰყავდა ბავშვი სოცმუშაკს, შეეცადნენ მასთან მიახლოებას, მაგრამ მათ ხელი შეუშალეს. ჩვილის მშობლები კატეგორიულად მოითხოვენ ბავშვის დაბრუნებას, მათი თქმით, ისინი სოციალურად დაუცველები არიან, მაგრამ ბავშვის გაზრდა შეუძლიათ. საქმეში უკვე ჩაერთო ადვოკატი, რომელიც მშობლების ინტერესებს დაიცავს.

ბავშვები - Sputnik საქართველო
ბავშვის უფლებათა კოდექსი საქართველოში 1 სექტემბრიდან ამოქმედდება

ერთ-ერთი ვერსიით, მშობლებს ბავშვი იმიტომ ჩამოართვეს, რომ დედა უფროს შვილებთან ერთად ქუჩაში მოწყალებას ითხოვდა, და ეს არაერთხელ დააფიქსირეს სოცმუშაკებმა. ქალი ამტკიცებს, რომ ეს დიდი ხნის წინ იყო და მოწყალების თხოვნა ქმრის ავადმყოფობის გამო მოუწია.

საქართველოში ბავშვის შვილად აყვანა ძალიან რთული პროცედურაა. საქართველოში იყო 47 დიდი ბავშვთა სახლი, სადაც 5,2 ათასი ბავშვი ცხოვრობდა. ამჟამად საქართველოში მხოლოდ ორი ბავშვთა სახლი ფუნქციონირებს, ორივე თბილისში მდებარეობს. ბავშვები ოჯახური ტიპის მცირე სახლებში და მეურვეების ოჯახებში გაანაწილეს.

ბოლო მონაცემებით, მინდობით ოჯახებში იზრდება 1544 ბავშვი, აქედან 279 - შშმ ბავშვია.

ყველა ახალი ამბავი
0