თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 14 მაისს

117
(განახლებულია 14:45 14.05.2020)
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 14 მაისს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მინდელის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

117
თემები:
თბილისი დღეს (1624)
გამოცდების პერიოდი

ცნობილია, როდის ჩატარდება ერთიანი  ეროვნული გამოცდები

15
(განახლებულია 12:55 04.06.2020)
გავრცელებული ინფორმაციით, გამოცდების ეროვნული ცენტრი სადენზინფექციო საშუალებებისა და სამედიცინო მოწყობილობების შეძენას გეგმავს

თბილისი, 4 ივნისი - Sputnik. შეფასებისა და  გამოცდების ეროვნული ცენტრი ეროვნული გამოცდების ჩატარებას ივლისის პირველ რიცხვებში გეგმავს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ცენტრი გამოცდების ჩასატარებლად აუცილებელ მოწყობილობებს და აქსესუარებს ყიდულობს.

„ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდების, საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირების ჩატარების დაწყება იგეგმება 2020 წლის ივლისის პირველ რიცხვებში და საორიენტაციოდ გაგრძელდება ერთი თვე. გამოცდების დაწყებამდე საგამოცდო ცენტრები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა საჭირო საქონლითა და მომსახურებით“,- აღნიშნულია  უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კერძოდ, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სადეზინფექციო საშუალებებში 27 500 ლარის გადახდას გეგმავს, სამედიცინო მოწყობილობისთვის კი – 266 250 ლარის. შესყიდვის ჯამური თანხა კი 1 676 270 ლარია.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგამოცდო პროცესის ორგანიზებისას გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის, დისტანცირების, ჰიგიენური ნორმების დაცვისა და დეზინფექციის საკითხები. გამოცდის მსვლელობისას ერთ სივრცეში (სექტორში) განთავსდება არაუმეტეს 10 აბიტურიენტისა რეკომენდებული დისტანციის დაცვით.

„მშვიდობით, სკოლა!" – დღეს XII კლასელებმა სკოლა დაამთავრეს>>

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა,  საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რაოდენობა 12 ათასზე მეტს შეადგენს, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე გასვლის სურვილი 3600-ზე მეტმა სტუდენტმა გამოხატა.

15
თემები:
COVID-19 საქართველოში
ლიკუნა ხაჭაპურიძე

ნახეთ რომელი ცნობილი ადვოკატის შვილია მოდელი ლიკუნა ხაჭაპურიზე - ფოტოები

43
(განახლებულია 12:31 04.06.2020)
ლიკუნა ხაჭაპურიძე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელია. გოგონა განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც მასა და სერიალ „გაქცევის“ ვარსკვლავ დომენიკ პარსელის რომანტიულ ურთიერთობაზე გახდა ცნობილი

ქართველი მოდელი ლიკუნა ხაჭაპურიძე სამოდელო კარიერაში მისმა მეგობარმა და სტილისტმა არტურ ავაკოვმა აღმოაჩინა. დღეისთვის ის ერთ-ერთი წარმატებული და მოთხოვნადი მოდელია.

შარშან სერიალ „გაქცევის“ ვარსკვლავი დომენიკ პარსელი საქართველოში იმყოფებოდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის აქ გადაღებებისთვის ჩამოვიდა. სინამდვილეში კი თავის მეგობარს, ქართველ მოდელს ლიკუნა ხაჭაპურიძეს სტუმრობდა და მას გადაღებებზე გაჰყვა, რის შედეგადაც ფოტოობიექტივშიც აღმოჩნდა.

როგორც ლიკუნა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, დომენიკ პარსელს ხუთი წლის წინ „ინსტაგრამზე“ მისწერა და მას შემდეგ მეგობრობენ. თავად მსახიობმა გადაწყვიტა ჩამოსულიყო და ლიკუნა პირადად გაეცნო. როგორც ლიკუნა ამბობს, დომენიკი ყველას ეუბნებოდა, რომ მას ქართველი მოდელის ცოლად შერთვა სურს, თუმცა ლიკუნამ მეგობრობა არჩია, მიზეზი კი 26-წლიანი ასაკობრივი სხვაობა აღმოჩნდა. „აქ რომ იყო, 49 წლის გახდა, მე – 23-ის. ჰოროსკოპით ორივე მერწყულები ვართ და ერთმანეთს ვგავართ, მაგრამ ალბათ, ეგეც ასაკის ბრალია, ცოტა სიგიჟეები აკლდა“, – ამბობდა მოდელი.

მოდელი შეყვარებულია. ბოლო დროს ხშირად აქვეყნებს ერთობლივ ფოტოებს და განსაკუთრებით Instagram-ის „სთორებში“ აქტიურობს, სადაც საყვარელ ადამიანს სიყვარულს უხსნის. მოდელის რჩეული ქართველი სანდრო ჭანტურიაა. წყვილმა ცოტა ხნის წინ ერთად ყოფნის ერთი წლის იუბილე აღნიშნეს.

მშობლებზე მედიასთან არასდროს უსაუბრია. ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ძალიან ტრადიციული და მკაცრი ოჯახი აქვს და ცდილობს ყველაფერი გაითვალისწინოს, მაგრამ მთლად არ გამოსდის. ლიკუნას მამა ცნობილი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძეა. ის არაერთი გახმაურებული საქმის ადვოკატი იყო და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილთან დაახლოებული პირიც. თუ ფოტოებიდან ვიმსჯელებთ, ლიკუნა დედას - დიანა ხოფერიას უფრო ჰგავს.

43
თემები:
სელებრითების ცხოვრება
ადამიანები ასაკშიც ბავშვებად რჩებიან

ამით გაიგებთ, რამდენი წლის ხართ სინამდვილეში: პრაქტიკული ტესტი

0
(განახლებულია 13:20 04.06.2020)
სპეციალისტებმა შეიმუშავეს რამდენიმე ნაწილისგან შემდგარი პრაქტიკული ტესტი, რომელიც დაგეხმარებათ დაადგინოთ, რამდენი წლის ხართ სინამდვილეში

დაბერება სასიცოცხლო ციკლის გარდაუვალი პროცესია, თუმცა თითოეული ადამიანი სხვადასხვაგვარად შედის ასაკში.

სპეციალისტების თქმით, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას 20%-ით განსაზღვრავს გენეტიკა (მემკვიდრეობითობა), 15% მოდის ეკოლოგიაზე, 12% - მედიცინაზე, ხოლო დანარჩენ 53%-ში უშუალოდ ადამიანია პასუხისმგებელი საკუთარ დღეგრძელობაზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, სიცოცხლის ხანგრძლივობა და ახალგაზრდობის შენარჩუნება შეძლებისდაგვარად დიდი ხნის განმავლობაში, პირდაპირაა დამოკიდებული ადამიანის ცხოვრების წესზე.

რას ნიშნავს ბიოლოგიური ასაკი? 

კალენდარული, ანუ საპასპორტო ასაკი ყოველთვის არ გამოდგება ადამიანის ჯანმრთელობისა და შრომისუნარიანობის შესაფასებელ კრიტერიუმად. ქრონოლოგიური თანატოლები ხშირად მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან ასაკობრივი ცვლილებების ტემპებით.

მეცნიერების აზრით, ადამიანის ნამდვილი წლოვანება — ეს  ბიოლოგიური ასაკია, ანუ ტვინისა და კუნთების მდგომარეობა. ამის დასტურად შეიძლება 50–60 წლის „გოგო–ბიჭებისა“ თუ 30 წლის „მოხუცების“ გახსენება, რომლებიც, სავარაუდოდ, ყველა თქვენგანს შეხვედრია. 

გაიგეთ თქვენი ბიოლოგიური, ანუ ნამდვილი ასაკი

ამისათვის საჭიროა გაიაროთ რამდენიმე ნაწილისგან შემდგარი პრაქტიკული ტესტი, რისთვისაც დაგჭირდებათ წამმზომიანი საათი, სახაზავი – 50 სმ სიგრძის, ერთი ადამიანი მცირედი დახმარების გასაწევად და ასევე კალამი და ფურცელი მონაცემების ჩასაწერად, რათა ბოლოს შედეგი გამოთვალოთ. 

ტესტი პულსზე ( მხოლოდ ფიზიკურად მომზადებულებისა და ჯანმრთელებისთვის)

გაიზომეთ პულსი, შემდეგ კი გააკეთეთ 20 ბუქნი თქვენთვის მისაღები ტემპით. არ იჩქაროთ!

თუ ვარჯიშის შემდეგ თქვენმა პულსმა მოიმატა:

ტესტი რეაქციაზე 

დამხმარემ უნდა დაიჭიროს სახაზავი სიგრძეზე ისე, რომ ნული ქვემოთ მოექცეს. ამ დროს თქვენ ხელი სახაზავზე დაახლოებით 10 სმ–ით ქვემოთ უნდა გქონდეთ გაწვდილი. როგორც კი დამხმარე სახაზავს ხელს გაუშვებს, სცადეთ დაიჭიროთ ის საჩვენებელი და ცერა (დიდი) თითით.  

თუ სახაზავი დაიჭირეთ:

  • 20 სმ ნიშნულზე — თქვენი ბიოლოგიური ასაკი 20 წლის ახალგაზრდას შეესაბამება;
  • ნიშნული 25 სმ შეესაბამება 30 წელს;
  • 35 სმ ნიშნული — 40 წელს;
  • 45 სმ ნიშნული — 60 წელს.

როგორ გავაძლიეროთ ტვინის მუშაობა – 14 ჯანსაღი საკვები ტვინის უკეთესი ფუნქციონირებისთვის>>

ტესტი მოძრაობაზე

  • გადაიხარეთ წინ ისე, რომ მუხლები რ მოხაროთ და სცადეთ, ხელისგულებით შეეხოთ იატაკს;
  • თუ ხელისგულებს მთლიანად ადებთ იატაკს — თქვენი ბიოლოგიური ასაკი 20-30 წლებს შორის მერყეობს;
  • თუ მხოლოდ თითებით შეეხეთ — თქვენ დაახლოებით 40 წლის ხართ;
  • თუ ხელებს მხოლოდ წვივებამდე აწვდენთ — თქვენი ბიოლოგიური ასაკი 50 წლის ფარგლებშია;
  • თუ მხოლოდ მუხლებზე შეხება მოახერხეთ — ესე იგი, უკვე 60 წლის ბრძანდებით.  

მეცნიერებმა დაადგინეს, მაღვიძარის როგორი სიგნალი არღვევს ტვინის მუშაობას>>

ტესტი ბალანსირებაზე

მაგრად დახუჭული თვალებით (ეს მნიშვნელოვანია!) დადექით მარჯვენა ან მარცხენა ფეხზე. მეორე ფეხი იატაკიდან დაახლოებით 10 სანტიმეტრით ასწიეთ. დამხმარემ უნდა დაინიშნოს დრო, რამდენ ხანს შეძლებთ ცალ ფეხზე გაჩერებას.

  • 30 წამი — ნიშნავს 20 წლის ასაკთან შესაბამისობას;
  • 20 წამი — 40 წლის ხართ;
  • 15 წამი —  50 წლის ბრძანდებით;
  • 10 წამზე ნაკლები — რეალურად თქვენ 60 ან მეტი წლის ხართ.

რატომ არიან მტირალა ბავშვები უფრო ჯანმრთელები: ექიმი კომაროვსკი განმარტავს>>

ტესტი კანზე

5 წამის განმავლობაში მოუჭირეთ საჩვენებელი და დიდი თითები კანს ხელის მტევნის ზურგზე. კა ნი ცოტა გაგითეთრდებათ. დაინიშნეთ საათი, რა დრო დასჭირდება გათეთრებული ლაქის ნორმალურ ფერზე დაბრუნებას.

  • 5 წამი — თქვენი ასაკი დაახლოებით 30 წელია;
  • 8 წამი — დაახლოებით 40 წელი;
  • 10 წამი — დაახლოებით 50 წელი;
  • 15 წამი — დაახლოებით 60 წელი.

ტესტი მოქნილობაზე

გადაიტანეთ ორივე ხელი ზურგს უკან — ერთი ქვემოდან, მეორე — ზემოდან, და სცადეთ თითები ერთმანეთს გადააჭდოთ.

  • თუ თითები  ბოლომდე კარგად ჩაჭიდეთ ერთმანეთს — 20 წლის ხართ;
  • თუ თითები მხოლოდ შეახეთ ერთმანეთს — 30 წლის;
  • თუ თითები საერთოდ ვერ შეახეთ ერთმანეთს — 40 წლის;
  • ხოლო თუ საერთოდაც ვერ გადაიტანეთ ხელები ზურგს უკან — თქვენი ასაკი 60 წელს შეესაბამება.

გამოთვალეთ შედეგი 

ყველა ამ ტესტის დასრულების შემდეგ, შეკრიბეთ ქულები და მათი ჯამი გაყავით 6–ზე.

მიღებული საშუალო არითმეტიკული იქნება კიდეც თქვენი ნამდვილი, ანუ ბიოლოგიური ასაკის ამსახველი ციფრი.

 

0