თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 13 მაისს

114
(განახლებულია 15:10 13.05.2020)
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 13 მაისს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის და გმირ კურსანტთა ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), მამისაშვილის, ნაკადულის, ანდრია დადიანის, ქინძმარაულის და ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანჯაფარიძის და ძოწენიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

114
თემები:
თბილისი დღეს (1624)
ავტომობილი პარკინგზე

მოქალაქეები „სითი პარკის“ გადაუხდელი ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან

5
(განახლებულია 14:01 04.06.2020)
მოქალაქეებს ჩამოეწერებათ ის ჯარიმები,  რომლებიც დაკისრებულია 2018 წლის 10 აპრილამდე  და რომელთა აღსრულება ჯერ არ მომხდარა.

თბილისი, 4 ივნისი - Sputnik. კომპანია „სითი პარკის“ მიერ დაჯარიმებული მოქალაქეები ჯარიმებისა და მათზე დარიცხული საურავებისაგან წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებებისაგან გათავისუფლდებიან, განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ზაზა გაბუნიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა, რომელიც კომპანია „სითი პარკის“ მიერ დაჯარიმებული მოქალაქეების ჯარიმებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

გაბუნიას განცხადებით, ასეთი ჯარიმების ოდენობა დაახლოებით 850 ათას ლარს შეადგენს და ამ კანონის საფუძველზე ათასობით მოქალაქე სრულად იქნება გათავისუფლებული ამ ფინანსური ვალდებულებისაგან.

„საქმე ეხება ჯარიმებს, რომლებიც დაკისრებულია 2018 წლის 10 აპრილამდე, ანუ კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტამდე და რომელთა აღსრულება ჯერ არ მომხდარა. ეს გადაუხდელი ჯარიმები რჩებოდა მნიშვნელოვან ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემად მოქალაქეებისათვის და ჩვენი გადაწყვეტილებით, ამ დავალიანების მქონე მოქალაქეები გათავისუფლდებიან ჯარიმის, საურავისა და აღსრულების ხარჯების გადახდისაგან და მოეხსნებათ ფინანსური დავალიანება“, -აღნიშნა გაბუნიამ.

მისი განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე იდეა და ინიციატივა ეკუთვნის დედაქალაქის მერს კახა კალაძეს და მას საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს.

დღეიდან პარკირების სისტემას „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ გააკონტროლებს>>

კომპანია „სითი პარკმა" 2007 წელს თბილისის მთავრობის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა და ქალაქის პარკირების მართვის ექსკლუზიური უფლება 15 წლის ვადით მოიპოვა. თუმცა, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, კომპანიასთან კონტრაქტი 2018 წლის 10 აპრილიდან  გაუქმდა, რის შემდეგაც მისი ფუნქციები „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ" შეითავსა.

5
თემები:
საქართველოს პარლამენტი
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ურთიერთობას აღარ მალავს - წყვილის რომანტიული ფოტო პიკნიკიდან

5
(განახლებულია 13:55 04.06.2020)
ნიკოლოზ ბასილაშვილი შეყვარებულია და მისი რჩეული ულამაზესი გერმანელი სპორტსმენია. ნახეთ წყვილის უახლოესი ფოტოები სოციალური ქსელიდან

მსოფლიოს 27-ე ჩოგანი შეყვარებულია და მალე დაქორწინებასაც აპირებს. ნიკოლოზ ბასილაშვილის რჩეული უმშვენიერესი გერმანელი სპორტსმენი შარლოტა ჰელენია, რომელიც ბასილაშვილმა ნათესავებს უკვე გააცნო და გოგონა რამდენიმე თვეა საქართველოში იმყოფება.

მას შემდეგ, რაც ნიკოლოზი ყოფილ ცოლზე, ნეკა დოროყაშვილზე შესაძლო ძალადობისთვის სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა, შარლოტამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ჩოგბურთელთან ერთად გადაღებული ფოტო დადო, სადაც ჩანს, რომ წყვილი პიკნიკზე იმყოფებოდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბასილაშვილი და მისი მამა ჩოგბურთელის ყოფილ ცოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილიც. ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ერთმანეთს დაახლოებით ერთი წლის წინ დაშორდნენ, თუმცა ამაზე ოფიციალურად არც ერთს არ უსაუბრია. წყვილი ქორწინებაში 2013 წლიდან იმყოფებოდა, მათ 2015 წელს ვაჟი შეეძინათ.

ოჯახური ძალადობა – საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. კერძოდ, 2019 წელს ოჯახური ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა 4,6 ათას ადამიანს, რომელთა უმეტესობა დაკავებულია. სულ 2019 წელს გამოძიება დაიწყო ოჯახური ძალადობის 6 ათას ფაქტზე, მაშინ, როცა 2018 წელს ეს მაჩვენებელი 5,6 ათასი იყო.

5
თემები:
სელებრითების ცხოვრება