დისტანციური სწავლება

Microsoft: შთაგონებული ვართ საქართველოს განათლების სამინისტროს უზარმაზარი ძალისხმევით

133
(განახლებულია 00:15 07.05.2020)
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში სასწავლო პროცესი 2 მარტიდან შეწყვეტილია. სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ

თბილისი, 6 მაისი - Sputnik. კორპორაცია Microsoft-ის განათლების მიმართულების ვიცე- პრეზიდენტმა ენტონი სალსიტომ COVID-19-ის კრიზისის პირობებში საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს მაღალი შეფასება მისცა, ნათქვამია საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის პირველი სამიტი გაიმართა, რომელიც კორპორაცია Microsoft-ის მიერ იყო  ორგანიზებული.  სამიტის მთავარ მიზანს პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელშესაწყობად გატარებულ ეფექტიან ღონისძიებებზე მსჯელობა წარმოადგენდა. მასში საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმაც მიიღო მონაწილეობა და საზოგადოებას  COVID-19-ის პანდემიის ფონზე საქართველოს განათლების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები გააცნო.

„ჩვენ შთაგონებული ვართ იმ უზარმაზარი ძალისხმევითა და სიმტკიცით, რომელიც საქართველოს განათლების სამინისტრომ COVID-19-ის  კრიზისის საპასუხოდ სისტემის ადაპტაციის დროს გამოავლინა. სწორედ ეს ნაბიჯები დაეხმარა მოსწავლეებს, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, სწავლის შეუფერხებლად გაგრძელებაში“, - განაცხადა ენტონი სალსიტომ.

მისი თქმით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD)  საქართველო ამ მიმართულებით აღიარა, როგორც წამყვანი ქვეყანა.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის პირველ სამიტს შემოუერთდა და განათლების სექტორში მოღვაწე 300-ზე მეტ ლიდერს თავისი გამოცდილება გაუზიარა“, - აღნიშნა სალსიტომ.

აღსანიშნავია, რომ OECD -მა 2020 წლის ანგარიშში, რომელიც COVID-19-ის  პანდემიით განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად გამოაქვეყნა, 98 ქვეყნას შორის საქართველოს მთავრობის მიერ განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯები ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად შეაფასა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში   სასწავლო პროცესი 2 მარტიდან შეწყვეტილია. სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.

COVID-19 In Action: ხუთი პროფესია, რომლებიც პანდემიისას დაგეხმარებათ >>

საქართველოს განათლების სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოსწავლეებისთვის სასწავლო პროგრამის ათვისების დისტანციურად დახმარების მიზნით პროექტი „ტელესკოლა“ დაიწყო, რომელიც ითვალისწინებს ტელეგაკვეთილებს ყველა კლასის მოსწავლეებისთვის.  გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს (სომხური, აზერბაიჯანული). ტელეგაკვეთილები უზრუნველყოფილია სურდოთარგმანით.

აღსანიშნავია, რომ პროექტი „ტელესკოლა“ ევროპის მაუწყებელთა კავშირის სარეკლამო რგოლში მოხვდა, სადაც სხვადასხვა ქვეყნების ონლაინ–გაკვეთილებია ნაჩვენები.  ვიდეორგოლში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“ მოხსენიებულია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო საგანმანათლებლო პროექტი.

 

133
თემები:
განათლება საქართველოში (314)
ტესტირება კორონავირუსზე

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

53
(განახლებულია 10:27 19.09.2020)
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1481 ადამიანი. გარდაიცვალა – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5014, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 187-ით გაიზარდა და 3306-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას 46 ადამიანი შეემატა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1481 ადამიანი. გარდაიცვალა – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5014, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

53
თემები:
COVID-19 საქართველოში
სასწრაფო დახმარება

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა უმრავლესობა უსიმპტომოა ან მსუბუქი სიმძიმისაა

44
ეპიდემიოლოგები პაციენტების მკურნალობს სახლის პირობებში გეგმავენ - მიმდინარეობს ექიმების გადამზადება

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ჭარბობენ მსუბუქი, უსიმპტომო ან საშუალო სიმძიმის პაციენტები, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ამ დროისათვის 1657 პაციენტი მკურნალობს. მათგან 13-ის მდგომარეობა კრიტიკულია, ხუთი კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა ჩართული.

„ზოგადად ბოლო ორ კვირაში გვაქვს ახალი შემთხვევების მზარდი დინამიკა და ეს ძირითადად ხდება აჭარის რეგიონის ხარჯზე, სადაც გვაქვს ეპიდაფეთქება, მაგრამ სიტუაცია სრულად მართვადია და მათ შორის აჭარის რეგიონში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძემ არ გამორიცხა, რომ აჭარაში პაციენტების მართვა სახლში დაიწყოს. მისი თქმით, უახლოეს დღეებში პირველადი ჯანდაცვის ექიმები კიდევ ერთხელ გადამზადდებიან, რათა პაციენტებს სახლის პირობებში უმკურნალონ.

გამყრელიძის თქმით, 30 იანვრიდან საქართველოში 534 ათასი PCR-ტესტი და დაახლოებით 301 ათასი სწრაფი ტესტი გაკეთდა.

ეპიდემიოლოგმა მოუწოდა ყველას ცხელების შემთხვევაში შესაბამის სამსახურებს მიმართონ. მისი თქმით, ეს პირველი წელიწადია, როდესაც გრიპთან და სხვა რესპირატორულ დაავადებებთან ერთად, რომლებიც შემოდგომით აქტიურდება, იარსებებს ასევე კორონავირუსი. საჭიროა მაქსიმალური სიფრთხილე და რეკომენდაციების შესრულება.

გურიაში კორონავირუსი პედაგოგებს დაერია >>

ოქტომბრის დასაწყისში საქართველოს ექნება გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინის 135 ათასამდე დოზა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვაქცინის დამატებითი დოზების შემოტანაზე მუშაობს.

„როგორც წესი, ვაქცინა გაუკეთდება რისკჯგუფებს და ეს რისკჯგუფები ყოველწლიურად ისაზღვრება იმუნიზაციის საბჭოს დადგენილებით. ვცდილობთ მაქსიმალურად, გავზარდოთ სახელმწიფოს მიერ შესყიდული ვაქცინის მარაგი. ძალიან ბევრ ბაზარზე და ბევრ მწარმოებელთან გვაქვს კონტაქტი და შესაძლებელია, წელს გრიპის აცრებზე მოთხოვნა იყოს მეტი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. რა თქმა უნდა, ვაქცინა ექნებათ კერძო კომპანიებსაც“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 182-ით გაიზარდა. სამთავრობო ვებგვერდ StopCov-ის მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ქვეყანაში 3119-ე შეადგენს.

 

44
თემები:
COVID-19 საქართველოში
პოლიციის ლენტი

ქარელი-ხაშურის გზაზე ავარიის შედეგად მიკროავტობუსის მგზავრი დაიღუპა

0
(განახლებულია 10:42 19.09.2020)
საჩხერიდან თბილისისკენ მიმავალი სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის რამდენიმე მგზავრი დაშავდა

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ქარელი-ხაშურის მონაკვეთზე ავარიის შედეგად მიკროავტობუსის ერთი მგზავრი დაიღუპა და 10 დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საჩხერიდან თბილისისკენ მიმავალი სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის რამდენიმე მგზავრი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსში ათი მგზავრი იმყოფებოდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებს საავადმყოფოში გადაჰყავთ.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში