კალაძე: მიუხედავად პანდემიისა, თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტები გაგრძელდება

© courtesy of Kakha Kaladzeკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოს დედაქალაქში სარეაბილიტაციო სამუშოები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. მიუხედავად ქვეყანაში და მსოფლიოში არსებული მძიმე სიტუაციისა, თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტები 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. 

ტაქსი - Sputnik საქართველო
"თბილისის მიკროავტობუსის" და ლიცენზირებული ტაქსის მძღოლები 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ

კალაძემ მადლობა გადაუხადა იმ კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებენ.

„მიუხედავად იმ რთული მდგომარეობისა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა და მთელი მსოფლიო იმყოფება, დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. არა იმ ტემპით და მასშტაბით, როგორც ეს წლის დასაწყისში ხორციელდებოდა, თუმცა სამუშაოები არ შეჩერებულა და ყველა მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა კალაძემ. 

კერძოდ, დედაქალაქში აქტიურად მიმდინარეობს ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის და ასევე  „მზიურის“ პარკის რეაბილიტაცია. რეკრეაციული სივრცეების მოწყობა მომავალშიც გაგრძელდება, აღნიშნა მერმა.

„მიუხედავად იმისა, რომ რთული იყო გადაადგილება და ადამიანების სამუშაოზე მიყვანა, პროექტები ერთი დღითაც არ გაჩერებულა. მინდა მადლობა გადავუხადო „თბილისის განვითარების ფონდს“, თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიას და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის თანამშრომლებს. სწორედ მათი შრომის შედეგია, რომ ქვეყანაში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, არ გაჩერებულა თბილისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ხელისუფლებამ ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც შემდეგ 22 მაისამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში მოქმედებს რიგი აკრძალვები, მათ შორის კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე.

ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის გამო 31 მარტიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარ მუშაობს. 17-დან 27 აპრილამდე პერიოდში ასევე შეზღუდული იყო მსუბუქი ავტომობილების, მათ შორის ტაქსების გადაადგილება. ამ დროისთვის ეს აკრძალვა მოხსნილია.

ყველა ახალი ამბავი
0