საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები სისხლის დონორები გახდნენ

© photo: Sputnik / Barbara Gertier / გადასვლა მედიაბანკშიწვეთოვანი
წვეთოვანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში სისხლის დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი 18-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანი, რომელიც არ არის ინფექციის მატარებელი.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სისხლის უანგარო დონაციის აქციაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც სისხლის ეროვნული ბანკის ორგანიზებით გაიმართა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

სისხლის ჩაბარება - Sputnik საქართველო
ჯანდაცვის მინისტრი მოქალაქეებს სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ადმინისტრაციის თანამშრომლები მსგავს აქციებში სისტემატურად მონაწილეობენ.

დონორობა ნებისმიერ ჯანმრთელ, 18-დან 60 წლამდე ადამიანს შეუძლია. დონორი არ შეიძლება იყოს ინფექციური დაავადების მქონე ადამიანი, ასევე შიდსით, სიფილისით, ვირუსული ჰეპატიტით, ბრუცელოზით დაავადებული, პარაზიტული და სისხლის დაავადებების მქონე.

მომავალმა დონორებმა უნდა იცოდნენ, რომ ქირურგიული თუ სტომატოლოგიური ჩარევიდან, ტატუს გაკეთებიდან თუ ნებისმიერი ტიპის ვაქცინაციიდან მხოლოდ ექვსი თვის გასვლის შემდეგ შეუძლიათ სისხლის ჩაბარება.

დონორი ასევე არ შეიძლება გახდეს პირი, რომელიც ანტიბიოტიკებით მკურნალობს, ან ბოლო 48 საათის განმავლობაში ალკოჰოლი აქვს მიღებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0