ვითარება გზებზე: ცენტრალურ მაგისტრალზე შეზღუდვები დაწესდა

© Roads department of Georgiaთბილისი–სენაკი–ლესელიძე
თბილისი–სენაკი–ლესელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეზღუდვები ,,ქართლი-2“-ის ელექტროგადამცემ ხაზზე დაგეგმილ სარემონტო სამუშაოებთან არის დაკავშირებული. კერძოდ, სოფელ რენესთან ტრანსპორტის მოძრაობა 7 და 8 მაისს პერიოდულად შეიზღუდება.

თბილისი, 4 მაისი – Sputnik. თბილისი–სენაკი–ლესელიძის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე შეზღუდვები ამოქმედდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

საავტომობილო გზაზე შეზღუდვები "ქართლი-2“-ის  ელექტროგადამცემ ხაზზე დაგეგმილ სარემონტო სამუშაოებთან არის დაკავშირებული. კერძოდ, აღნიშნული სამუშაოების გამო საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 62-ე კილომეტრზე, სოფელ რენესთან ტრანსპორტის მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება.

მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ყველა ახალი ამბავი
0