მცხეთა

აგარაკებისკენ გზა გაიხსნა სოფლის მეურნეობის სამინისტრო სპეცნებართვებს გასცემს

182
(განახლებულია 17:37 29.04.2020)
აღნიშნული ნებართვის მისაღებად საჭიროა ქალაქიდან გასვლამდე 12 საათით ადრე მოქალაქემ უწყების ვებ-გვერდზე სპეციალური ფორმა შეავსოს.

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. მიუხედავად საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე შეზღუდვებისა, თბილისელები ქალაქიდან გასვლას და საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებას შეძლებენ, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

გუშინ, 21:00 საათზე ორდღიანი ვადა ამოიწურა მათთვის, ვისაც ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების სურვილი ჰქონდა. თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი კვლავ დაიკეტა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აღნიშნულ ქალაქებში 15 აპრილს საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოეწყო და მკაცრი კონტროლი დაწესდა.

თუმცა, დღეიდან თბილისის მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების მიზნით ქალაქიდან გასვლას 06:00-დან 08:00 საათამდე, ხოლო ქალაქში დაბრუნებას 18:00-დან 19:00 საათამდე შეძლებს. ამისთვის აუცილებელი პირობაა – სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალური ნებართვის მიღება.

აღნიშნული ნებართვის მისაღებად საჭიროა ქალაქიდან გასვლამდე 12 საათით ადრე მოქალაქემ უწყების ვებ-გვერდზე სპეციალური ფორმა შეავსოს.

განცხადების საფუძველზე სამინისტრო ერთჯერად ან მრავალჯერად საშვს გასცემს.

ბათუმის, რუსთავისა და ქუთაისის მცხოვრებლებმა კი ანალოგიური ნებართვის მისაღებად რეგიონულ შტაბებს უნდა მიმართონ.

როგორც ფერმერები აცხადებენ, დარგის სპეციფიკიდან და აგროვადებიდან გამომდინარე, კარგი მოსავლის მისაღებად ძალზე მნიშვნელოვანია სამუშაოები საჭირო დროს და საჭირო თანმიმდევრობით ჩატარდეს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობამ 517-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 168 ადამიანი, გარდაიცვალა 6 პაციენტი.

182
თემები:
COVID-19 საქართველოში (1360)
ლაბორატორია

კორონავირუსი საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე–ღამეში

19
გამოჯანმრთელდა 996 ადამიანი, გარდაიცვალა – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7166, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 282 პაციენტია.

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში სამით გაიზარდა და 1216-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 996 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7166, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 282 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა.

19
თემები:
COVID-19 საქართველოში (1360)
Georgian Airways-ის თვითმფრინავი

სპეცრეისი გერმანიაში: ვინ წავა და ვინ ჩამოვა სუბსიდირებული ბილეთებით

940
(განახლებულია 20:09 07.08.2020)
ავიარეისს  ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისს“  (Georgian Airways)  შეასრულებს. ავიაკომპანიას სპეციალური რეისის განხორციელების ნებართვა 7 აგვისტოს მისცეს

თბილისი, 7 აგვისტო - Sputnik. საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით მორიგი სპეციალური რეისი შესრულდება. ინფორმაციას ამის თაობაზე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული სპეცრეისი ქართველი სტუდენტების გერმანიაში გამგზავრებისა და საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით განხორციელდება.

სპეციალური  რეისის შესასრულებლად აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისს“  (Georgian Airways) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 7 აგვისტოს მისცა. ავიარეისი ბოინგი B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

„ფრენას ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 11 აგვისტოს, შემდეგი განრიგით განახორციელებს: 11 აგვისტო, თბილისი-ბერლინი-თბილისი, გაფრენა 11:00, მოფრენა 19:30 საათი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისი-ბერლინის მიმართულებით, სპეციალური რეისი ორიენტირებულია ქართველი სტუდენტების ტრანსპორტირებაზე, რომლებიც სწავლობენ საქართველოს უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებელში და აქვთ სამუშაო მოწვევა გერმანიაში.

საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სუბსიდირებული ბილეთების ფასი არ იქნება 199 ევროზე მეტი.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელებისთვის საზღვრები სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა 21 მარტიდან ყველა მიმართულებით შეწყვიტა.

ივლისის ბოლოს საქართველომ საჰაერო სივრცე გაუხსნა ხუთ ქვეყანას, რომელთა მოქალაქეებს ქვეყანაში უპირობო შემოსვლის უფლება აქვთ. ესენია გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

2 აგვისტოდან რეგულარული ფრენები განახლდა მიუნხენის მიმართულებით. გერმანული ავიაკომპანია Lufthansa პირველი ავიაკომპანიაა, რომელმაც ოთხთვიანი შესვენების შემდეგ საქართველოში რეგულარული ავიარეისები აღადგინა. 5 აგვისტოდან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღდგა თბილისსა და რიგას შორის, რომელსაც AirBaltic ასრულებს, ხოლო 8 აგვისტოს თბილისსა და პარიზს შორის ფრენებს დაიწყებს Air France.

940