Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოში სპეცრეისით ტესტები და სამედიცინო აღჭურვილობა ჩამოვიდა

© REUTERS / CHRISTIAN HARTMANNТест на коронавирус, фото из архива
Тест на коронавирус, фото из архива - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში დადებითი ეპიდემიოლოგიური ვითარების შესანარჩუნებლად რეკომენდაციების მკაცრად დაცვა აუცილებელია.

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში პეკინიდან სპეცრეისი განხორციელდა, რომელმაც საქართველოში 52 ტონა ტვირთი, მათ შორის 40 ათასი PCR-ტესტი და 20 ათასი სწრაფი ტესტი ჩამოიტანა.

ამავე სპეცრეისით ჩამოვიდა დიდი რაოდენობით ინდივიდუალური დაცვის საშუალებები – კომბინეზონები, ხელთათმანები და სხვა სამედიცინო ნივთები. 20 ათასი სწრაფი ტესტი საქართველომ ჩინეთისგან უსასყიდლოდ მიიღო. მოლაპარაკებებში აქტიურად იყო ჩართული ჩინეთში საქართველოს საელჩო.

თბილისის აეროპორტში ტვირთების მიღების პროცესს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ესწრებოდა.

„ამ ეტაპზე ეს ტესტები მიმართული იქნება იმ მიზნობრივ ჯგუფებზე, რაც დღემდე იყო გაწერილი – ეს გახლავთ სიმპტომიანი პაციენტები, ასევე კარანტინში მოთავსებული პაციენტები და ყველა ის პირი, რომელსაც ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტი. ამ კვირაში ვაფართოვებთ ტესტირებას იმ მოწყვლად ჯგუფებზე, რომლებშიც ძალიან მაღალია რისკი და კიდევ დამატებით ვმუშაობთ იმ საკითხზე, თუ ვინ იქნება შემდეგი პრიორიტეტი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან. 

ექიმები - Sputnik საქართველო
საქართველოში მოხუცთა თავშესაფრებსა და შშმ პირების პანსიონატებში ტესტირება დაიწყება

ტიკარაძემ ქვეყანაში დადებითი ეპიდემიოლოგიური ვითარების შესანარჩუნებლად რეკომენდაციების მკაცრად დაცვის აუცილებლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.

„ქვეყანაში ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მოვლენები ძალზე დადებითად ვითარდება. დღეს კარგად ვმართავთ ვირუსის გავრცელებას და, შესაბამისად, ის პიკი, რომელიც დაანონსებულია აპრილის ბოლოსთვის, არ დამდგარა. თუმცა, არ ღირს მოდუნება“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისი სიტყვებით, თუ მოქალაქეები მკაცრად დაიცავენ რეკომენდაციებს, შესაძლებელი იქნება ინფექციის მართვა და პანდემიის არანაირი პიკი არ დაფიქსირდება. უფრო მეტიც, ტიკარაძე დარწმუნებულია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოში მსოფლიოში ერთ-ერთი სამაგალითო ჯანდაცვის სისტემა ჩამოყალიბდება.

„რა თქმა უნდა, რისკები ჯერ კიდევ არის, სექტორს ბევრი სამუშაო აქვს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოში მივიღებთ ისეთ ჯანდაცვის სისტემას, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი სამაგალითო იქნება“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ "პირველი არხის" ეთერში.

რაც შეეხება ტესტებს, PCR–ტესტი ბიოლოგიური მასალით ავლენს, აქვს თუ არა ვირუსი ადამიანს და იძლევა ზუსტ შედეგს. აღნიშნული ტესტის მეშვეობით შედეგის მიღება შესაძლებელია დაავადების პირველივე დღეს, მანამდე, სანამ სიმპტომები გამოვლინდება.

მეორე სახეობა არის ე.წ. სწრაფი, ანუ ექსპრეს-ტესტები, რომლებიც ავლენს ანტისხეულებს, რომლებიც ინფიცირებიდან მესამე–მეშვიდე დღეს შეიძლება გამოვლინდეს. იგი შედეგს ინფიცირების პირველივე დღეს არ იძლევა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 517-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა - 168. კორონავირუსის დიაგნოზით საქართველოს სამი მოქალაქე თურქეთიდან და სომხეთიდან გადმოიყვანეს. გარდაიცვალა 6. კარანტინში იმყოფება 5 153, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 549 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0