ქართველი სტუდენტები ევროპის უმაღლესებში სწავლის გაგრძელებას შეძლებენ

© photo: Sputnik / Aleksey Malgavko / გადასვლა მედიაბანკშისტუდენტები ლექციაზე
სტუდენტები ლექციაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი სტუდენტები მომდევნო სასწავლო წლიდან სწავლის გაგრძელებას უნგრეთის, საფრანგეთის და იტალიის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში შეძლებენ

თბილისი, 25 აპრილი - Sputnik. განათლების საერთაშორისო ცენტრის რვა სასტიპენდიო პროგრამაზე სასწავლო გრანტების კონკურსი დასრულდა - უკვე ცნობილია, რომ 70 საქართველოს მოქალაქე მიიღებს განათლებას საზღვარგარეთ, განუცხადეს Новости-Грузия-ს განათლების სამინისტროს პრესსამსახურში.

ქართველი სტუდენტები შეძლებენ სწავლის გაგრძელებას უნგრეთის, საფრანგეთისა და იტალიის უმაღლეს სასწავლებლებში მომდევნო სასწავლო წლიდან. ამჟამად მიმდინარეობს სხვა პროგრამებზე განაცხადების განხილვა.

2020-2021 სასწავლო წლისთვის გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად 1400-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა. საუკეთესო კანდიდატები მიიღებენ მაგისტრის და დოქტორის ხარისხს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, გააუმჯობესებენ კვალიფიკაციას შესაბამისი პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციებში.

სტუდენტები კორონავირუსს უმღერიან - Sputnik საქართველო
გურული „კრიმანჭული“ – ქართველი სტუდენტები იტალიაში კორონავირუსს უმღერიან – ვიდეო

უახლოეს მომავალში გამოცხადდება ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამა, რომელსაც საქართველოში აშშ-ს საელჩო განათლების საერთაშორისო ცენტრთან ერთად ახორციელებს.

განათლების საერთაშორისო ცენტრი 2014 წელს შეიქმნა. ცენტრის სტიპენდიების პროგრამების ნაწილს სრულად აფინანსებს სახელმწიფო. ცენტრის საპატრნიორო პროგრამები 2015 წლიდან ხორციელდება.

ამჟამად, ცენტრს ჰყავს ხუთი საერთაშორისო პარტნიორი, ხოლო ერთობლივი პროგრამები საქართველოში აშშ-ს, უნგრეთის, იტალიის, საფრანგეთის საელჩოებისა და ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამები ფარავს როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯებს.

ყველა ახალი ამბავი
0