Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„სამჯერ ავარიაში მოყევი, ორჯერ მანქანაში ხელი მოგყვა...“ - რუსკა ქარქაშაძის უცნობი წარსული

© Photo: Ruska Karkashadze / FBრუსკა ქარქაშაძე
რუსკა ქარქაშაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსკა ქარქაშაძისთვის სერიალი “ხელოვნური სუნთქვა” ტრამპლინად იქცა. დედით ობოლი მელანოს როლმა, მისმა განცდებმა, რომლებსაც პატარა მსახიობი შესანიშნავად გადმოსცემდა, რუსკას დიდი პოპულარობა მოუტანა.

რუსკა ქარქაშაძეს მსახიობობა ბავშვობიდან სურდა. პატარაობისას თეატრალურ სტუდიაში შეიყვანეს, შემდეგ ერთ-ერთ რეჟისორს მოეწონა და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში მიიწვია. თეატრში რამდენიმე სპექტაკლში თამაშობდა (ერთ-ერთი იყო დებიუტი ნიკა საბაშვილის „1945“-ში, რომელშიც ადოლფ ჰიტლერის შეყვარებულის როლი შეასრულა), ასევე მოკლემეტრაჟიან ფილმებში და „კომედი არხის“ ტელესერიალ „კომედი კიდსში“.

10 წლის ასაკში ითამაშა ფილმ „არარეალურ სახლში“. 2016 წელს „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა „ფორმულა კრეატივის“ დრამატული ტელესერიალი „ხელოვნური სუნთქვა“, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის მელანოს როლი შეასრულა. რუსკა მივიდა მსახიობების შერჩევაზე, სადაც მის გარდა 500 გოგონა იყო.

რუსკა ქარქაშაძე მაყურებელმა გაიცნო სწორედ სერიალიდან „ხელოვნური სუნთქვა“. რუსკა ტრავმირებული თინეიჯერის მელანოს როლს ასრულებდა, თუმცა უსახსრობის გამო სერიალის გადაღებები შეწყდა. 14 წლის მსახიობი მაყურებელმა ტელეკომპანია „იმედზე“ შოუს „ჩვენ ვარსკვლავები ვართ“ წამყვანადაც იხილა, შემდეგ იყო „ცეკვავენ ვარსვკლვლავები“.

რუსკა საკმაოდ ცნობილი თინეიჯერია და სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარული. მიუხედავად იმისა, რომ მრავალჯერ დააწყვილეს, სხავდასხვა ინტერვიუებში მსახიობი ამბობს, რომ შეყვარებული არ არის და ჯერ სწავლას აპირებს. ცოტა ხნის წინ რუსკამ Instagram-ის „სთორიში“ უცნაური ტექსტი გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ რუსკა სამ ავარიაშია მოყოლილი, ასევე ჰოვერბორდით ორჯერ ძალიან დაიმტვრა.

ყველა ახალი ამბავი
0