Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოს პრეზიდენტმა კორონავირუსით გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა

© President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში გაწეული მუშაობისთვის ექიმებს მადლობა გადაუხადა და მათ კრიტიკოსებს უპასუხა.

თბილისი, 22 აპრილი – Sputnk. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციისგან გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა.

საქართველოში დღეს COVID-19-სგან გარდაცვალების მეხუთე შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა გარდაცვლილი 65 წელს ზევით ასაკისაა, რომლებსაც თანმდევი ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ.

პოლიცია - Sputnik საქართველო
პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 102 ფაქტი გამოავლინა

„მინდა ჩემი სამძიმარი გამოვთქვა იმ ოჯახების მიმართ, რომლის წევრებიც ამ ეპიდემიის დროს გარდაიცვალნენ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ექიმებს გაწეული მუშაობისთვის და მათ კრიტიკოსებს უპასუხა.

„რაც ახლა ხდება, ჩვენი ექიმების დაუღალავი ძალისხმევის პირდაპირი შედეგია. არ შეიძლება, რომ ამ დროს ექიმების და მთელი ჯანდაცვის პერსონალის თავდადებული ბრძოლის მიუხედავად, მათ მიმართ ისმოდეს შეურაცხმყოფელი განცხადებები“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამჟამად ინფიცირებულთა რაოდენობამ 411-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 98, გარდაიცვალა – ხუთი ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0