Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ცერცვაძე: სიმართლე COVID-19-ის მკურნალობის ქართული პროტოკოლის შესახებ

© Government of Georgiaთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მედიკოსები კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ იყენებენ არა მარტო პრეპარატ „პლაქვენილს“, არამედ ამ მიმართულებით დანერგილ ბოლო სიახლეებს მუდმივ რეჟიმში ეცნობიან.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობის შესახებ ისაუბრა.

ცერცვაძემ ვირუსის მკურნალობის ქართული პროტოკოლის შესახებ ოფიციალური განცხადების გაკეთება გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ექიმმა ზურაბ გურულმა 17 აპრილს Facebook-გვერდზე გააკრიტიკა კორონავირუსთან ბრძოლის ქართული პროტოკოლი, განსაკუთრებით, პრეპარატ „პლაქვენილის“ გამოყენება. 

ინფექციური საავადმყოფოს მიმღები - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 408-მდე გაიზარდა

ცერცვაძის თქმით, გურული საკუთარ პუბლიკაციაში ამბობს, თითქოს ქართული პროტოკოლი გულისხმობს „პლაქვენილის“ უსიმპტომო პაციენტებისთვის დანიშვნას, რომელთა კომპიუტერული ტომოგრაფია ნორმალურია და რომ ეს „აბსოლუტურად მიუღებელია“. ის ასევე ამბობს, რომ „პლაქვენილის“ პროფილაქტიკური მიზნებისთვის გამოყენება ყოვლად დაუშვებელია.

„ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ყოველივე ეს 100%-იანი ტყუილი და მიზანმიმართული დეზინფორმაციაა. ბატონი გურული ტყუის და თან უსინდისოდ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძის თქმით, ქართულ პროტოკოლში ნათლად წერია, რომ უსიმპტომო პაციენტები აღნიშნული პრეპარატით მკურნალობას არ საჭიროებენ, მას უნიშნავენ საშუალო, მძიმე ან ძალიან მძიმე პაციენტებს. პროტოკოლში ასევე წერია, რომ მოცემული პრეპარატის პროფილაქტიკური მიზნებისთვის გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია. მოცემული პროტოკოლი ყველასთვის ხელმისაწვდომია და ნებისმიერ მსურველს ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე შეუძლია გაეცნოს მას, აღნიშნა ცერცვაძემ.

ცერცვაძეს ასევე მოჰყავს რიგი უცხოური გამოცემების პუბლიკაციები, სადაც საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლას წარმატებულს უწოდებენ. ასევე მოჰყავს აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის ენტონი ფაუჩის სიტყვები, რომელმაც 15 აპრილს ქართველ კოლეგებს შეტყობინება გამოუგზავნა: „ძალზე მიხარია ის, რომ საქართველო ძალიან კარგად აკონტროლებს აფეთქებას“. 

სასწრაფო დახმარები ბრიგადა - Sputnik საქართველო
ვის უტარდება "აგრესიული ტესტირება" კორონავირუსზე

„საქართველოში ყველა ავადმყოფის მკურნალობა ხდება ინდივიდუალური მიდგომით და ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მხოლოდ პლაქვენილის იმედად“, – აღნიშნა ცერცვაძემ და დასძინა, რომ ქართველი სპეციალისტები მუდმივად ეცნობიან ამ მიმართულებით კვლევებს და ბოლო სიახლეების საქმის კურსში არიან.

მისი განცხადებით, საქართველოში ასევე წარმატებით გამოიყენება პრეპარატი „ტოცილიზუმაბი“, გამოიყენება პროტეაზას ინჰიბიტორები (პრეპარატები „ლოპინავირი“, „რიტონავირი“, „დარუნავირი“ და „კობიცისტატი“).

გარდა ამისა, ცენტრი მზადაა გამოიყენოს ასევე პლაზმაფერეზი (COVID-19-სგან გამოჯანმრთელებულთა პლაზმა), ოზონოთერაპია და სხვა მეთოდები.

ქართველი სპეციალისტები დიდ ყურადღებას უთმობენ ასევე დაავადების სიმპტომური და დამხმარე თერაპიის მეთოდებს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 408-ს მიაღწია, საქართველოს სამი მოქალაქე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან გადმოიყვანეს. გამოჯანმრთელდა 95 ადამიანი, გარდაიცვალა 4. კარანტინში იმყოფება 4 779, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 561 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0