საქართველოს თავდაცვის ექს–მინისტრს ხუთი წლით პატიმრობა შეეფარდა

© AP Photo / Shakh Aivazovირაკლი ოქრუაშვილი
ირაკლი ოქრუაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
20–21 ივნისის აქციაში მონაწილეობის გარდა, ირაკლი ოქრუაშვილს  2004 წელს მომხდარი ამირან რობაქიძის მკვლელობის საქმეზეც წარედგინა ბრალი. ამ საქმესთან დაკავშირებით პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

თბილისი, 13 აპრილი  – Sputnik.  თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ოპოზიციური პარტია „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

ირაკლი ოქრუაშვილი - Sputnik საქართველო
ირაკლი ოქრუაშვილი განაჩენს ციხეში დაელოდება

ირაკლი ოქრუაშვილი 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს. მას თბილისში 20-21 ივნისის საპროტესტო აქციებზე არეულობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში ედება ბრალი. თუმცა, სასამართლომ არეულობის ორგანიზების ნაწილში იგი გაამართლა. 
საქართველოს პარლამენტის წინ 20 ივნისს გამართული საპროტესტო აქცია, რომელშიც ოპოზიციის ლიდერები მონაწილეობდნენ,  არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მანიფესტანტები პარლამენტში შესვლას შეეცადნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. იმ ღამით თბილისში 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი დაშავდა.

20 ივნისის მოვლენების შემდეგ გამოძიება ორი მიმართულებით დაიწყო. ერთი – პოლიციის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბება და მეორე – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა და ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგები.

არეულობაში მონაწილეობისა და პოლიციის წინააღმდეგ ძალის გამოყენებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა  დაეკისრა აქციის 17 მონაწილეს. 

აქციის დაშლა 20-21 ივნისის ღამეს - Sputnik საქართველო
არეულობა და აქციის დაშლა - 20-21 ივნისის მოვლენების ქრონოლოგია

20–21 ივნისის აქციაში მონაწილეობის გარდა, ირაკლი ოქრუაშვილს  2004 წელს მომხდარი ამირან რობაქიძის მკვლელობის საქმეზეც წარედგინა ბრალი. ამ საქმესთან დაკავშირებით პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ირაკლი ოქრუაშვილი მიხეილ სააკაშვილის გუნდში გავლენიანი ფიგურა იყო. თავისი პოლიტიკური კარიერა მან შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორობიდან დაიწყო, 2004 წლის იანვრიდან ნახევარი წლით საქართველოს გენპროკურორის თანამდებობა ეკავა,  შემდგომი ნახევარი წელი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, 2004–2006 წლებში კი იყო თავდაცვის მინისტრი.

2006 წლის ნოემბერში მან თვდაცვის უწყება დატოვა და   ეკონომიკის მინისტრის პორტფელი ჩაიბარა. თუმცა, აღნიშნული თანამდებობა მალე დატოვა.

ოქრუაშვილი 2007 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მისამართით გამოთქმული ბრალდებების შემდეგ დააკავეს. იგი პატიმრობიდან საჯარო მონანიების შემდეგ გათავისუფლდა.

ყველა ახალი ამბავი
0