Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ინფიცირებული პაციენტების მისაღებად მზადაა

გამოწერა
ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, კლინიკამ პაციენტების სრულფასოვანი მომსახურებისთვის შეიძინა 27 ხელოვნური სუნთქვის აპარატი, 170 მრავალფუნქციური საწოლი.

თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო დღეიდან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღებას შეძლებს, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.

კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, აუცილებელი ინვენტარითა და ბოქსირებული პალატებით.

სამედიცინო პერსონალმა გაიარა შესაბამისი გადამზადება, რაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან კვალიფიციური მუშაობისთვის არის საჭირო. 

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
აჭარა ინფექციის შესაძლო გავრცელების გამო განსაკუთრებული მზადყოფნის რეჟიმზე გადადის

ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, კლინიკამ პაციენტების სრულფასოვანი მომსახურებისთვის შეიძინა 27 ხელოვნური სუნთქვის აპარატი, 170 მრავალფუნქციური საწოლი.

კლინიკაში შექმნილ პირობებს ადგილზე გაეცნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და რეგიონის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე.

ამ დროისთვის აჭარაში კორონავირუსისა და ცხელების სიმპტომების მქონე პაციენტების სამკურნალოდ ოთხი კლინიკაა მობილიზებული.

რამდენიმე დღის წინ კლინიკის აღჭურვის პროცესს გაეცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. მთავრობის მეთაურმა ქალაქში ახალი კლინიკის გახსნა, რომელიც COVID-19-ით ინფიცირებულებს მოემსახურება, 4 აპრილს დააანონსა.

დღეისათვის ქვეყანაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში დაახლოებით ოთხი ათასი საწოლია მობილიზებული. გარდა ამისა, თითოეულ რეგიონში იქმნება ცხელების ცენტრები.

მთავრობის საგანგებოდ შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 214-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 50, გარდაიცვალა 3. კარანტინში იმყოფება 4 722 ადამიანი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 408 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0