ლომჯარია ხელისუფლებას უსახლკაროების თავშესაფრით უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს

© press-service of the Ombudsmanნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს ადამიანები, როგორც წესი, არ ჩანან, მაგრამ არსებობენ. ესენი არიან უსახლკაროები, რომლებიც საკვებისა და თავშესაფრის ძიებაში ადგილიდან ადგილზე მომთაბარეობენ. როგორ დაიცვან მათ თვითიზოლაცია?

თბილისი, 6 აპრილი - Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდა, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოს უსახლკაროების მიმართ და ისინი თავშესაფრითა და სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოს.

ომბუდსმენი: ქვემო ქართლის მოსახლეობას დეზინფორმაციის შემცველი შეტყობინებები ეგზავნება >>

როგორც ნინო ლომჯარია აცხადებს, უსახლკაროების სტატისტიკა არცერთ მუნიციპალიტეტში არ წარმოებს. 19 მუნიციპალიტეტში არ მოქმედებს ამ კატეგორიის მოქალაქეთა დახმარების მიზნობრივი პროგრამები. ოფიციალური მონაცემების გარეშე კი, ომბუდსმენის აზრით, რთულია მათი პრობლემების მოგვარება.

„საცხოვრებელი ფართის არქონის გამო, უსახლკარო პირები მოკლებული არიან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არსებული მოთხოვნების შესრულების შესაძლებლობას (დაიცვან კომენდანტის საათი, ჰიგიენის და იზოლაციის ნორმები, დარჩნენ სახლში და სხვა), რითაც მომეტებული საფრთხე ექმნება მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ასევე იზრდება დაავადების გავრცელების რისკი“, - აღნიშნავს ლომჯარია.

ქართული ვალუტა - Sputnik საქართველო
კორონავირუსთან ბრძოლის სპეციალურ ფონდში სამ დღეში 12,5 მლნ ლარი შეგროვდა

სახალხო დამცველი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს მოუწოდებს, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან და კერძო სექტორთან ერთად მოიძიონ შენობები, სადაც შესაძლებელი იქნება უსახლკაროთათვის თავშესაფრის მოწყობა.

სახალხო დამცველის სიტყვებით, ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილების აკრძალვის გამო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩდნენ ის პირები, რომლებიც ჩართული არიან ტუბერკულოზის მართვის, C ჰეპატიტის ელიმინაციისა და დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამებში. ომბუდსმენის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ტუბერკულოზის მართვის პროგრამაში ჩართულია 2400-მდე, დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამაში დაახლოებით 2500, ხოლო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში თებერვლის მონაცემებით 71169 პირი. მათ პერიოდულად, აუცილებელი პრეპარატების მიღების მიზნით უწევთ შესაბამის სამედიცინო ცენტრებში მისვლა, თუმცა ბევრი მათგანისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის პირობებში, აღნიშნული პრობლემას წარმოადგენს.

ომბუდსმენი ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმართველობას მოუწოდებს, ასეთი პაციენტები მედიკამენტებით სახლებში მოამარაგონ, რათა მათი სიცოცხლე რისკის ქვეშ არ აღმოჩნდეს.

ყველა ახალი ამბავი
0