რატიანი: პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა

© photo: Levan Ratiani / FBლევან რატიანი
ლევან რატიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კლინიკაში ამ ეტაპზე სულ 64 პაციენტი იმყოფება, მათ შორის  51 COVID-19-ით ინფიცირებულია. რამდენიმე დღეში შესაძლოა ამ კლინიკიდან კიდევ ორი პაციენტი გაეწეროს.

თბილისი,  6 აპრილი  — Sputnik. თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ორმა პაციენტმა დატოვა, განაცხადა თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა.

კლინიკაში ამ ეტაპზე სულ 64 პაციენტი იმყოფება, მათ შორის  51 - კორონავირუსით ინფიცირებულია. რამდენიმე დღეში შესაძლოა ამ კლინიკიდან კიდევ ორი პაციენტი გაეწეროს.

„რაც შეეხება კრიტიკულ პაციენტებს, კლინიკაში კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში მკურნალობს ექვსი პაციენტი, აქედან ჩვენი პირველი პაციენტების მდგომარეობა მკვეთრად დადებითია“, - განაცხადა რატიანმა.

პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
იმნაძე: შეიქმნა აბრეშუმის გზის ეპიდზედამხედველობის ქსელი

მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილია მარნეულის მკვიდრი 62 წლის ქალის განმეორებითი სინჯი და ისევ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ის გაეწერება კლინიკიდან. ასევე მკვეთრად გაუმჯობესდა 80 წლის ქალის მდგომარეობა, რომელიც მოხსნილია მართვითი სუნთქვიდან, და, სავარაუდოდ, ისიც რამდენიმე დღეში გაეწერება კლინიკიდან.

რატიანის თქმით, ამ დროისთვის სტაბილურია კორონავირუსით ინფიცირებული 42 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც კლინიკაში რამდენიმე დღის წინ შემოვიდა.

„კლინიკურად სახეზე იყო მწვავე რესპირატორული დისტრესი, სუნთქვის მწვავე უკმარისობითაც, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, დინამიკა შენარჩუნებული გვაქვს, უარყოფითი დინამიკის გარეშე“, –  აღნიშნა რატიანმა.

რაც შეეხება დანარჩენ სამ პაციენტს, რომლებიც იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე,  ლევან რატიანის თქმით, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება კრიტიკული, განსაკუთრებით 67 წლის პაციენტის, რომელიც გადმოყვანილია სხვა კლინიკიდან.

თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიულ განყოფილებაში კორონავირუსით ინფიცირებული 29 პაციენტი წევს.

„29-ვეს დადასტურებული აქვს კომპიუტერული ტომოგრაფიით მწვავე პნევმონია, რესპირატორული დისტრესსინდრომის გამოვლინებებით. ჩატარებული მკურნალობის შედეგად, მათი დინამიკა უარყოფითის გარეშეა“, – აღნიშნა რატიანმა.

ბლოკპოსტი - Sputnik საქართველო
პაატა იმნაძემ სამედიცინო ფარების სწორად გამოყენების წესები განმარტა

თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ასევე მოთავსებული ორი ორსული ქალბატონიც, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სტაბილურია 13 წლის მოზარდის მდგომარეობაც და ასევე კორონავირუსით ინფიცირებული სამედიცინო უნივერსიტეტის ორი სტუდენტისაც, რომლებიც ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობდნენ.

„მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე არის სტაბილური. კლინიკური გამოვლინება ამ ეტაპამდე არის ზედა სასუნთქი გზების კატარალური მოვლენები, იმედია, ასე გაგრძელდება. მიმდინარეობს სტანდარტული მკურნალობა ჩვენი საუნივერსიტეტო კლინიკის პროტოკოლით, რომელიც დამყარებულია სახელმწიფო პროტოკოლზე“ , –  განაცხადა ლევან რატიანმა.

6 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 188-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 39, გარდაიცვალა 2. კარანტინში იმყოფება 5056 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 386 პაციენტია.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა  გამოცხადდა და 21 აპრილამდე გაგრძელდება. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

ყველა ახალი ამბავი
0