ნინი ქარსელაძე

„დამეხმარეთ...“ ნინი ქარსელაძე შველას ითხოვს ნახეთ რას აქვეყნებს მომღერალი

71667
(განახლებულია 10:22 19.05.2020)
ნინი ქარსელაძე ქართველმა მაყურებელმა ბავშვობიდან გაიცნო. „ქუჩის ბიჭებთან'' ერთად შესრულებულმა სიმღერამ მას წარმატება მოუტანა.

მომღერალ ნინი ქარსელაძეს საჩუქრებით ხშირად ანებივრებენ. ცოტა ხნის წინ მან სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა, საიდანაც უნდა ვივარაუდოთ, რომ მომღერალმა საჩუქრად უამრავი ვარდი მიიღო. ფოტოებს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. ცოტა ხნის წინ მომღერალმა საჩუქრად ბეჭედიც მიიღო. ყველას ახსოვს რამდენიმე თვის წინანდელი ფოტო, სადაც ჩანდა, რომ ქარსელაძეს უცნობმა თაყვანისმცემელმა ავტომანქანის საბარგული ვარდებით აუვსო. ახლა კი სქრინი გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მომღერალი შეაწუხეს და ის შველას ითხოვს.

ნინი ქარსელაძე ქართველმა მაყურებელმა ბავშვობიდან გაიცნო. „ქუჩის ბიჭებთან'' ერთად შესრულებულმა სიმღერამ მას წარმატება მოუტანა. თუმცა ნინის პროფესიად მომღერლობა არ აურჩევია. იურისტობა გადაწყვიტა. ამბობს, რომ პროფესიის შერჩევაში ბიძა – მერაბ ჟორდანია დაეხმარა.

თბილისში რამდენჯერმე გავრცელდა ჭორი, რომ ნინი თხოვდებოდა, თუმცა ეს ჭორი არასდროს დადასტურდა. ნინი არ საუბრობდა არასდროს პირად თემებზე, თუმცა ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, რომ ერთადერთხელ უყვარდა სერიოზულად და ბიჭის ოჯახმა ის მამის წარსულის გამო დაიწუნა. საბოლოოდ წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

ნინი ამ თემაზე გულდაწყვეტილი ამბობს, რომ მამამისმა თუ ვინმეს რამე დაუშავა, პირველ რიგში – საკუთარ თავს. შეყვარებულთან დაშორებას ნინი დეპრესიაში არ ჩაუგდია. არაჩვეულებრივად გამოიყურება და ეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მისი ფოტოებითაც ხშირად დასტურდება.

71667
თემები:
სელებრითების ცხოვრება (1758)
რუსკა მაყაშვილი და სანდრო ნიჟარაძე ვაჟთან ერთად

„ამ კანფეტებს არ შეეხო, სანამ მე არ მოვალ“ - ნახეთ როგორ მოიპარა რუსკას ვაჟმა ტკბილეული

9
(განახლებულია 17:06 04.06.2020)
სოციალური ქსელის ახალი გამოწვევას მსახიობი რუსკა მაყაშვილიც შეუერთდა. უსაყვარლესი ვიდეო, რომელზეც ბიჭუნამ „ჩუპა-ჩუპსი“ მოიპარა ძალიან გაგამხიარულებთ

რუსკა მაყაშვილი უახლეს გამოწვევას შეუწერთა, რომლის მიზანი ბავშვების ნებისყოფის შემოწმებაა. სოციალური ქსელის მომხმარებლები შვილებს ტკბილეულობას აძლევენ, ოღონდ ბავშვებმა არ უნდა მიირთვან, მანამ სანამ მშობლები ოთახში არ დაბრუნდებიან. ბავშვების რეაქციები დიდ გამოხმაურებას იწვევს. ზოგი პატარა იტყუება, ზოგი ტკბილეულს მხოლოდ ლოკავს, ზოგიერთი მათგანი კი, ცდუნებას ვერ უძლებს და ჭამას იწყებს. ასე მოხდა პატარა ილიას შემთხვევაშიც. რუსკას ვაჟის რეაქცია პოზიტიურ განწყობას შეგიქმნით.

View this post on Instagram

first time in the theater ❤️

A post shared by Russana18🧜🏼‍♀️ (@russana18) on

საკმარისი იყო, რომ დედა ოთახიდან გასულიყო, პატარა ბიჭმა ტკბილეულობას სტაცა ხელი და მაგიდის ქვეშ დაიმალა, რათა „ჩუპა-ჩუფსი“ გემრიელად ეჭამა. რუსკას გაფრთხილებამ არ გაჭრა. ახალგაზრდა დედა ოთახიდან სიტყვებით - „ეს კანფეტები არ აიღო, არ შეეხო არაფერს, სანამ არ დავბრუნდები“ გავიდა. ილიამ კი ცდუნებას ვერ გაუძლო, დედის გასვლისთანავე ჩამოხტა დივნიდან, მაგიდიდან ერთ-ერთი გემრიელობა აიღო და დაუფიქრებლად დაიმალა.

View this post on Instagram

Back to back

A post shared by Russana18🧜🏼‍♀️ (@russana18) on

მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს კამერაა ჩართული და გაჯეტები ბავშვების მხარეს არის მიმართული, ტკბილეულობით გატაცებული პატარები ამ ყველაფერს ვერ ამჩნევენ. მხიარულ რუსკა მაყაშვილს ოჯახის წევრებიც განსაკუთრებულად მხიარული ჰყავს. მათი პოზიტიური განწყობა ყველას მოსწონს, შესაბამისად, რუსკა და მისი ოჯახის წევრები სხვადასხვა გადაცემების სასურველი სტუმრები არიან. რუსკას ერთი ვაჟი – პატარა ილია ჰყავს. მას დაოჯახებისკენ ბევრი ადამიანი უბიძგებდა, მაგრამ რუსკა არ ჩქარობდა. სიყვარულს კი დიდი ხნის მანძილზე საზოგადოებას უმალავდა. სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებლები და რუსას ფანები აღნიშნავენ, რომ ილია ხასიათით დედას ჰგავს. ამაში ეს ვიდეოც დაგარწმუნებთ.

რუსკა მაყაშვილი პირად ურთიერთობებზე, განსაკუთრებით, სანდრო ნიჟარაძეზე არასდროს საუბრობს. წლების მანძილზე სანდრო და რუსკა ერთად იყვნენ, პირად ცხოვრებას აშენებდნენ, მაგრამ ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ყველასთვის საყვარელი მსახიობი რუსკა მაყაშვილი 2015 წელს დაოჯახდა. ტელეწამყვანი მოკრძალებული პოსტით შემოიფარგლა და თაყვანისმცემლებს მეუღლე სოციალური ქსელით გააცნო. რუსკა მაყაშვილი და მორაგბე სანდრო ნიჟარაძე ერთმანეთს ორი წელი ხვდებოდნენ. ჯერ კიდევ 2013 წლის ზაფხულში დადიოდა ხმები მათი შესაძლო სასიყვარულო რომანის შესახებ. ჭორები კი ბათუმიდან გავრცელდა, სადაც რუსკა და სანდრო ერთად ისვენებდნენ. მაგრამ პოზიტიური რუსკა მასმედიის წარმომადგენლებმა „ვერ გამოტეხეს“.

9
თემები:
სელებრითების ცხოვრება (1758)
პოლიცია

39 დღე კარანტინში: თეთრიწყაროში შეზღუდვები მოიხსნა

12
(განახლებულია 17:03 04.06.2020)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სულ კორონავირუსის 55 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, 50 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

 

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. 39–დღიანი შეზღუდვების შემდეგ, თეთრიწყაროში საკარანტინე რეჟიმი მოიხსნა, ყველა საკონტროლო–გამშვები პუნქტი გაუქმდა და მოქალაქეებს თავისუფალად გადაადგილების შესაძლებლობა აქვთ, ნათქვამია მუნიციპალიტეტის Facebook–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თეთრიწყაროში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 25 აპრილს დაფიქსირდა, 26 აპრილიდან კი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა. 

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ მუნიციპალიტეტში საკარანტინე რეჟიმის გაუქმება დააანონსა. მისი სიტყვებით, თეთრიწყაროში ეპიდსიტუაცია შეზღუდვების მოხსნის საშუალებას იძლევა, რამდენადაც 22 მაისიდან რაიონში კორონავირუსით ინფიცირების არცერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

 „ბოლო პერიოდის განმავლობაში დიდი სირთულეების დაძლევა მოგვიწია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესებში იყო ჩართული, განსაკუთრებით თავდაცვის ძალებს, პოლიციას, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს გაწეული დაუღალავი შრომისთვის”, – განაცხადა განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სულ კორონავირუსის 55 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 50 უკვე გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის თვითიზოლაციაში შვიდი ადამიანი, კარანტინში კი 36 პირი იმყოფება, სტაციონარში  მკურნალობს 5 პაციენტი, 17 886 პირს თერმოსკრინინგი, PCR- ტესტირება კი ჯამში 872 პირს ჩაუტარდა.

12
თემები:
COVID-19 საქართველოში