სალომე ზურაბიშვილი „სახლში დარჩენილ“ მოსახლეობას წასაკითხ წიგნებს ურჩევს

© Photo: Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილი კორონავირუსთან დაკავშირებით დაწყებულ კამპანიის „დარჩი სახლში“ ფარგლებში სოციალურ ქსელში აქტიურობს

თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყენებს. ის საზოგადოებას სახლში დარჩენისა და სულხან საბა ორბელიანის კითხვისკენ მოუწოდებს.

 

პრეზიდენტის სოციალური აქტიურობა ამ თემაზე ახალი არ არის. ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში ცნობილი ქორეოგრაფის და მოცეკვავის თეა დარჩიას ცეკვის ვიდეო გააზიარა და მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. „ასე თუ ვერ ცეკვავთ, დარჩით სახლში და უყურეთ“, - წერდა ზურაბიშვილი.

კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში საქართველოს პრეზიდენტმა საქველმოქმედო ფონდიდან 30 ათასი ლარიც გადარიცხა.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
StopCov–ფონდში სალომე ზურაბიშვილის ფონდიდან 30 ათასი ლარი გადაირიცხა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 174 დადასტურებული შემთხვევაა.

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და 21 აპრილამდე გაგრძელდება.

31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

ყველა ახალი ამბავი
0