Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

შორენა ბეგაშვილი სახლში ვარჯიშობს – ნახეთ რას ურჩევს მათ, ვისაც ფორმაში ყოფნა სურს

© Facebook / Shorena Begashviliშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შორენა ბეგაშვილმა წონაში კლება დიეტის მეშვეობით დაიწყო. სექსუალურმა მსახიობმა საგანგებოდ Instagram-ის გვერდიც შექმნა, რომელზეც უამრავი ქალბატონია ჩასაფრებული. შეუდარებელმა ტელესახემ წონაში საგრძნობლად დაიკლო.

შორენა ბეგაშვილმა ინტენსიური ვარჯიში წლების წინ დაიწყო. ხშირი გადაღებების მიზეზით მოდელმა წონაში საგრძნობლად მოიმატა და ახლა გახდომას საკუთარი ძალებითა და დიეტით ცდილობს. შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში დროდადრო აქვეყნებს ფოტოებს, სადაც მისი შედეგი ჩანს.

View this post on Instagram

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

სექსუალური ფორმების მქონე მსახიობი რადიკალური ცვლილებებისკენ მიისწრაფვის. მისი სხეულით აღტაცებული მამაკაცები და ქალბატონები ემოციებს ვერ მალავენ. მიუხედავად იმისა, რომ ქართველ სექს-სიმბოლოდ აღიარებულ მსახიობს ულამაზესი ფორმები აქვს, საკუთარი სხეულით უკმაყოფილომ, ვარჯიში და განსაკუთრებული კვება „შორენას ჭკვიან საკვებთან“ ერთად დაიწყო. ცოტა ხნის წინ კი მოდელმა ვიდეო სახლში გადაიღო, სადაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ის საზოგადოებას სახლის პირობებში ვარჯიშს ასწავლის.

View this post on Instagram

@laromeboutique 🌬

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

მიუხედავად იმისა, რომ შორენა ბეგაშვილს დიეტის დაწყებამდეც იდეალური სხეული ჰქონდა, გასაოცარია მისი ახლანდელი შედეგი. სხეულმა ფორმები ნამდვილად შეიცვალა და აშკარაა, რომ იდეალურთან ახლა კიდევ მეტად ახლოსაა.

ყველა ახალი ამბავი
0