ნინი ნებიერიძე და თემურ უგულავა

ასე მიულოცა ნინი ნებიერიძემ დაბადების დღე თემურ უგულავას ფოტო

361
(განახლებულია 17:06 03.04.2020)
ნინი ნებიერიძე ცოტა ხნის წინ 24 წლის გახდა. ის ბიზნესმენ თემურ უგულავაზეა დაქორწინებული, რომელიც მასზე 29 წლით უფროსია.

მოდელ ნინი ნებიერიძეს და ბიზნესმენ თემურ უგულავას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ. როგორც ჩანს, ნინი იზოლაციის პერიოდს ლოს-ანჯელესში ბავშვებთან ერთად ატარებს. „ინსტაგრამზე“ შიგადაშიგ აქვეყნებს ფოტოებს, სადაც ჩანს, როგორ ცხოვრობს ოჯახი კორონავირუსის პანდემიის დროს. ცოტა ხნის წინ ტოკიო უგულავა 2 წლის გახდა. მშობლებმა მისი იუბილე სახლში აღნიშნეს. ახლა კი იუბილარი მილიონერი თემურ უგულავაა.

მოდელი ნინი ნებიერიძე ცოტა ხნის წინ 24 წლის გახდა. ის ბიზნესმენ თემურ უგულავაზეა დაქორწინებული, რომელიც მასზე 29 წლით უფროსია. მათ რომანზე მათი ურთიერთობის დაწყების დღიდან ქალაქში ბევრს ჭორაობდნენ. საუბარი იყო მათ შორის დიდ ასაკობრივ სხვაობაზე, რომ მოდელი ბიზნესმენს ცოლობაზე ანგარების გამო დათანხმდა და ა.შ. როგორც ჩანს, სიყვარული ნამდვილი აღმოჩნდა და ძლიერი.

View this post on Instagram

Quarantine birthday 😷🥳

A post shared by ninineb 🇬🇪 (@nini_internet) on

ცნობილი ქართველი მოდელი ნინი ნებიერიძე და მილიონერი თემურ უგულავა უკვე 5 წელია ქორწინებაში არიან. მოდელი მილიონერის მესამე ცოლია. მანამდე უგულავა ქორწინებაში იყო ჯერ თეო ფერაძესთან და მასთან ორი შვილი ჰყავს, შემდეგ კი ბაია დავითაიასთან. ნინი ნებიერიძე სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პატარების ფოტოებს. მეგობრები კომენტარებში აღნიშნავენ, რომ ტოკიო ულამაზესი ბავშვია.

View this post on Instagram

❤️

A post shared by ninineb 🇬🇪 (@nini_internet) on

19 წლის ნინი ნებიერიძისა და 48 წლის თემურ უგულავას ქორწინების შესახებ საზოგადოებამ ნინის „ფეისბუქის“ გვერდიდან შეიტყო. ფოტო წარწერით „გავთხოვდი“ მოდელმა თავად გაავრცელა. ცოტა ხნის წინ ნინი სოციალურ ქსელში ახალი იმიჯის გამო გააკრიტიკეს. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ჩანს, მოდელს სულაც არ აღელვებს, რას იფიქრებენ მასზე, კრიტიკის ავტორს პასუხი მაინც გასცა.

361
თემები:
სელებრითების ცხოვრება (1766)
გიორგი გახარია

გიორგი გახარია: 20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება

343
(განახლებულია 22:18 05.06.2020)
საქართველოს პრემიერის განცხადებით, იგი არ აპირებს თანამდებობის დატოვებას და პასუხისმგებლობას გრძნობს იმაზე, რასაც აკეთებს.

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ არ გეგმავს თანამდებობის დატოვებას.

„დიახ, მე ვიქნები პრემიერი“, – განაცხადა გახარიამ ჟურნალისტის კითხვაზე, 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე იგი ისევ იქნება თუ არა მთავრობის მეთაური. 2019 წლის 20 ივნისს გამართული საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა, რომელიც მომიტინგეთა დაშლით დასრულდა. მაშინ გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა და მიტინგის დაშლის ოპერაციას ხელმძღვანელობდა. 

ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ გახარიას გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – პრემიერი პოსტს 20 ივნისამდე დატოვებს. ტელეკომპანია ასევე იუწყება, რომ პრემიერის გადადგომა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა 1 ივნისს გამართულ შეხვედრაზე მოითხოვა, თუმცა გახარიამ თანამდებობის დატოვებაზე უარი განაცხადა.

„ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვის მიერ და რა მიზნით ვრცელდება ეს ხმები. მინდა, მადლობა გითხრათ, რომ უკვე იმუნიტეტი შემძინეთ. იმდენად ხშირად სვამთ ამ კითხვას, რომ ამაზე არანაირი რეაქცია აღარ მაქვს. საბოლოო ჯამში, კონცეპტუალურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პერსონალურად ჩემთვის, ვიქნები მთავრობაში, ვიქნები ხელმძღვანელი, თუ ფერმერი, მე ჩემს საქმეს ყველგან გავაკეთებ. უკიდურესად მნიშვნელოვანია და პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმაზე, რასაც ვაკეთებ. ამიტომ გპასუხობთ: 20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2019 წლის სექტემბერში გახდა მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან მის გადადგომას თბილისის ცენტრში გამართულ მიტინგებზე სამი თვის მანძილზე ითხოვდნენ.

გახარიას თანამდებობიდან გადადგომა იყო სამოქალაქო აქტივისტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომლებიც მას ადანაშაულებდნენ იმაში, რომ მინისტრობის დროს 20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლისას მან უფლებამოსილებას გადაამეტა. იმ ღამით აქციის დაშლისას 240 ადამიანი დაშავდა.

343

შვებულება დასვენების გარეშე სად და როგორ აპირებენ ქართველები ზაფხულში დასვენებას

45
(განახლებულია 20:52 05.06.2020)
ზაფხული სიცხის, დასვენებისა და შვებულებების სეზონია, თუმცა კორონავირუსმა აქაც მოახერხა ცვლილებების შეიტანა.

იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში, როგორ და სად აპირებენ ზაფხულის დასვენების გატარებას ქართველები.

სასტუმროები საქართველოში მუშაობას 8 ივნისიდან განაახლებენ. 15 ივნისიდან გაიხსნება შიდა ტურიზმის სეზონი, ხოლო 1 ივლისიდან პირველი საერთაშორისო ვიზიტორების მიღება დაიწყება.

რეკომენდაციების თანახმად, ყველა სასტუმროს ჰოლში ყოველდღიურად გაუზომავენ სიცხეს პერსონალს და ვიზიტორებს. ყველა ვიზიტორი ვალდებული იქნება ეკეთოს ნიღაბი და დაიცვას ჰიგიენის წესები, ხოლო ადამიანებს შორის დისტანცია ორ მეტრს უნდა შეადგენდეს.

უსაფრთხოების ასეთმა მკაცრმა წესებმა შესაძლოა სრულფასოვან დასვენებას ხელი შეუშალოს, თუმცა ქვეყნის მოსახლეობის ნაწილისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს.

თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც ეშინია ვირუსის, ამიტომ ისინი არსად წასვლას არ აპირებენ.

45
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 6 ივნისი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 20:37 05.06.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

6 ივნისი, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. კლებადი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია.

სავსემთვარეობის შემდეგ, როდესაც ხდება სასიცოცხლო და ფსიქოლოგიური ენერგიის დაგროვება, იწყება ამ ენერგიის თანდათანობითი შემცირება.

მოსალოდნელია მდგომარეობის, იდეებისა და განწყობის ხშირ–ხშირი ცვლა. ეს ეხება როგორც საქმიან სფეროს, ისე პირად ურთიერთობებს. კარგი დღეა კვირის განმავლობაშ დაგროვებული ამოცანების გადასაჭრელად, გეგმების შესადგენად.

თმის შეჭრა, შეღებვა: მშვილდოსანი, მორიელის მსგავსად, არაერთმნიშვნელოვან გავლენას ახდენს თმის ვარცხნილობის შეცვლაზე. მაგალითად, თუ თმის შეჭრა გინდათ და ვარცხნილობის დიდხანს შენარჩუნება, მაშინ, სჯობს, ეს სხვა დროისთვის გადადოთ – თმა მალე გაიზრდება და ვერ დაიმორჩილებთ. თმის შეჭრისთვის კარგი დღეა, თუ თმის ზრდის პროცესის შენელება გსურთ. გაითვალისწინეთ – თუ მაინც გადაწყვეტთ თმის შეჭრას, უპირატესობა სწორ, დავარცხნილ სტილს მიანიჭეთ და არა ხვეულ თმას. ასევე, შეიძლება არ გაამართლოს მოლოდინებმა თმის შეღებვასთან დაკავშირებით – თმა მალე გაფერმკრთალდება.

მთვარის დაბნელება 5 ივნისს: მასშტაბური მოვლენა, რომლითაც დაბნელებების დერეფანი იხსნება>>

მებაღეობა: მშვილდოსანი მთვარის კალენდარში ნაკლებად ნაყოფიერი ნიშანია, მაგრამ ამ დღეს ბაღში სხვადასხვა სამუშაოების შესრულება შეიძლება, მათ შორის, სასუქის მიცემა, გასხვლა, მცოცავი მცენარეების დარგვა და სხვ. მებაღეობის შესახებ ივნისში დეტალურად იხილეთ აქ.

0