ბერა ივანიშვილი მეუღლესთან და ვაჟთან ერთად

„ჩემი შვილისთვის შევქმენი...“ ბერა ივანიშვილმა ვაჟს „იავნანა“ დაუწერა ვიდეო

8331
(განახლებულია 15:59 03.04.2020)
მუსიკოსი ბერა ივანიშვილის ვაჟი სულ ცოტა ხნის წინ მოევლინა ქვეყანას, თუმცა უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორც ჩანს, პატარა მამის მუზაც გახდა.

პატარა ბერუკას მუსიკა მამამ უკვე შეაყვარა. ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა კომპოზიტორმა და შემსრულებელმა ვაჟთან ერთად ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ისინი როიალზე უკრავენ. „ჩემი მომავალი პიანისტი, მის თითებს დააკვირდით“, – წერდა ახალბედა მამა. ახლა კი ბერამ შვილს უკვე „იავანანაც“ დაუწერა და ვიდეო, სადაც ამ მუსიკაზე ბერუკა იძინებს, სოციალურ ქსელში განათავსა.

View this post on Instagram

This music is a lullaby I composed for my son 💙

A post shared by BERA (@beraofficial) on

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ოჯახში პატარა ბერუკა 2019 წლის 29 ნოემბერს გაჩნდა. როგორც ცნობილია, ბერამ და ნანუკამ შვილს სახელი მათი სახელების შერწყმის შედეგად დაარქვეს. ბერ (ბერ-ა) + უკა (ნან-უკა). ცოტა ხნის წინ ბერამ და ნანუკამ Instagram-ზე ახალშობილის უსაყვარლესი ფოტოები გამოაქვეყნეს. გავრცელებული ინფორმაციით, ნანუკა გუდავაძემ სახლში იმშობიარა და მშობიარობას ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი მე­ა­ნი ესწრებოდა სა­ჩხე­რის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი­დან.

View this post on Instagram

Our first picture together ❤️

A post shared by BERA (@beraofficial) on

კომპოზიტორი და შემსრულებელი ბერა ივანიშვილი ცნობილი ოჯახის შვილია. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკისგან შორს არის, კარიერის დასაწყისში მამის პარტიას სიმღერებს უძღვნიდა, ახლა კი მისი კომპოზიციები ნანუკა გუდავაძეს ეძღვნება. საზოგადოებისთვის უცნობია, თუ სად გაიცნეს ერთმანეთი ბერამ და ნანუკამ. სოციალურ ქსელში ცოლ-ქმარი დიდი აქტიურობითა და პოპულარობით გამოირჩევა. „ფორბსის“ მიერ გამოქვეყნებულ მილიარდერთა სიაში საქართველოდან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი ირიცხება. „ქართული ოცნების“ ლიდერს ოთხი შვილი ჰყავს. მათ შორის საზოგადოებისთვის უფრო მეტად ცნობილი ბერა ივანიშვილია.

8331
თემები:
სელებრითების ცხოვრება (1734)
ლაბორატორია

COVID-19 საქართველოში: პაციენტების 80% გამოჯანმრთელდა

12
(განახლებულია 15:14 30.05.2020)
საქართველოში დღითი დღე იზრდება იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებმაც საშიში ინფექცია COVID-19 დაამარცხეს.

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველოში COVID-2019 ერთ დღე-ღამეში 24 პაციენტმა დაამარცხა, ნათქვამია სამთავრობო ვებგვერდზე stopcov.ge.

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/29 მაისი >>

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 757 ადამიანს დაუდგინდა, აქედან 600 (80%) გამოჯანმრთელდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 12 ადამიანი.

ამ დროისათვის COVID-19-გან 134 პაციენტი მკურნალობს. ამგვარად, ქვეყანაში გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა ამჟამინდელ ინფიცირებულებს ოთხჯერ და უფრო მეტჯერ აჭარბებს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3031, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 262 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

12
თემები:
COVID-19 საქართველოში
ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე

„წონის მატება ძალიან მოგიხდა“ - როგორ გამოიყურება ნანუკა გუდავაძე მშობიარობის შემდეგ?

32
(განახლებულია 14:48 30.05.2020)
ნანუკა გუდავაძემ წონაში საგრძნობლად მოიმატა. როგორ გამოიყურებოდა ბერა ივანიშვილის მეუღლე ფეხმძიმობამდე და მშობიარობის შემდეგ?

მშობიარობამდე და მშობიარობის შემდეგ - ქალების ცხოვრება, რომლებმაც საპასუხისმგებლო ნაბიჯი გადაგეს, სწორედ ასე იყოფა. ამბობენ, რომ ქალი განსაკუთრებულად ლამაზი მშობიარობის პერიოდშია. არასასურველი კილოგრამების მომატებაზე ბევრი მათგანი წუწუნებს, თუმცა ახალშობილის გაჩენის შემდეგ ყურადღება მხოლოდ მზრუნველობაზე გადააქვთ. ასე აღმოჩნდა ნანუკა გუდავაძის შემთხვევაშიც. დაოჯახებამდე ლამაზმანი სამოდელო სფეროთი იყო გატაცებული, ფოტოსესიებსაც ხშირად აწყობდა. ახლა მისი ყოველდღიურობა ყველაფრისგან გამორჩეულია. ბერას და ნანუკას სოციალური ქსელები ბერუკასთან გადაღებული შეუდარებელი კადრებით გამრავალფეროვნდა.

View this post on Instagram

💙🙈😇

A post shared by Nanuka Gudavadze (@nanukagudavadze) on

გასული წლის დეკემბერში საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წყვილს – ნანუკა გუდავაძესა და ბერა ივანიშვილს ბიჭუნა, პატარა ბერუკა შეეძინათ. ახალბედა დედა იშვიათად ჩნდებოდა საზოგადოებაში, თუმცა ახლა აქტიურობას მოუმატა და ქმართან ერთად მისაბაძ კონტენტს ქმნის. ნათლობის შემდეგ წყვილი ბერუკას ფოტოებს ხშირად აქვეყნებს. ასეთ დროს სოციალური ქსელის მომხმარებლების ძირითადი განსახილველი თემაა – ვის ჰგავს პატარა. ბერა ივანიშვილის მეუღლე ყოფილი მოდელი და ამჟამად მოდის ბლოგერია. ნანუკას ოჯახზე ბევრი არაფერია ცნობილი. სოციალურ ქსელში იძებნება მისი დები – ანი და მარიამ გუდავაძეები. მარიამი ნანუკაზე და ანიზე ბევრად უმცროსია. რაც შეეხება ანის, ფოტოებიდან ირკვევა, რომ დაქორწინებულია. ბერას და ნანუკას ქორწილში ანი ორსულად იყო და ახლა პატარა ბიჭუნას დედაა. დების მსგავსება გაოცებას იწვევს.

View this post on Instagram

🌊🍫

A post shared by Nanuka Gudavadze (@nanukagudavadze) on

ბერასა და ნანუკას ჯვრისწერა 2018 წლის 11 ნოემბერს სვეტიცხოველში გაიმართა. მცხეთელების თქმით, ასეთი საზეიმო ჯვრისწერა ბოლოს ბაგრატიონების შთამომავლების შეუღლებისას ნახეს. „ამიერიდან და სამუდამოდ", „ქმარი და ცოლი" – ასე დაასათაურეს თავიანთი პოსტები საოცარი ფოტოებით ახლად შეუღლებულებმა. ბერას ქორწილი უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების დაცვით გაიმართა. ჯვრისწერას ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და მაღალჩინოსნები, მათ შორის, თბილისის მერი კახა კალაძე და ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი.

32
თემები:
სელებრითების ცხოვრება (1734)