მარნეულის მკვიდრი 62 წლის ქალი სასუნთქი აპარატიდან მოხსნეს

© photo: Sputnik / Evgeniy Samarin / გადასვლა მედიაბანკშირეანიმაციის განყოფილება
რეანიმაციის განყოფილება - Sputnik საქართველო
გამოწერა
62 წლის ქალს კორონავირუსი 22 მარტს დილით დაუდასტურდა. ის უკიდურესად მძიმე პაციენტად მიიჩნეოდა და მას აღენიშნებოდა თანმდევი დაავადებები - გულის მწვავე უკმარისობა და შაქრიანი დიაბეტი. მკურნალობის მეათე დღეს მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა

თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. მარნეულის მკვიდრი, 62 წლის ქალი, რომელიც მძიმე პაციენტად იყო შეფასებული, სასუნთქი აპარატიდან მოხსნეს, იუწყება პირველი არხი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორზე, ლალი ტურძელაძეზე დაყრდნობით.

მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი შემთხვევიდან ერთი 10 წლის ბავშვია

სწორედ ამ ქალბატონის შემთხვევა გახდა 23 მარტის ღამეს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინის რეჟიმის დაწესების მიზეზი. თავდაპირველად ეპიდემიოლოგებმა ეს შემთხვევა შიდა გადაცემად შეაფასეს. სპეციალისტების ვარაუდით, შიდა გადაცემა მოხდა რიტუალის დროს, რომელსაც რამდენიმე ასეული ადამიანი ესწრებოდა. თუმცა შემდგომში ცნობილი გახდა, რომ ეპიდემიოლოგებმა მარნეულელი ქალის კორონავირუსით ინფიცირების წყაროს მიაგნეს. ინფიცირების წყარო არის მისივე ოჯახის ერთ-ერთი წევრი, რომელიც მანამდე არის შემოსული საქართველოში სხვა ქვეყნიდან.

62 წლის ქალს კორონავირუსი 22 მარტს დილით დაუდასტურდა. ის მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკიდან თბილისის საუნივერსიტეტი კლინიკაში გადაიყვანეს. პაციენტს აღენიშნებოდა თანმდევი დაავადებები - გულის მწვავე უკმარისობა და შაქრიანი დიაბეტი. ექიმები ლეტალური გამოსავლის პროგნოზს აკეთებდნენ. დღეს კი ის სასუნთქი აპარატიდან მოხსნეს.

„პაციენტი უკეთესადაა, იმდენად უკეთესად იყო, რომ სასუნთქი აპარატიდან მოვხსენით", - აცხადებს ლალი ტურძელაძე.
ექიმი და პაციენტი - Sputnik საქართველო
ქუთაისში ე.წ. ცხელების ცენტრი ამოქმედდა

მისი თქმით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული ყველა ინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია და არცერთი მათგანი არ დამძიმებულა.

ამასთან, ტურძელაძის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსისით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა და კლინიკა უკვე დატოვა.

„18 პაციენტი გვყავს. ერთი გავწერეთ. კორონავირუსით ინფიცირებული სულ პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა, რაც ძალიან გვახარებს. წავიდა გამოჯანმრთელებული ბინაზე. დღეს კიდევ ორი ტესტი ავიღეთ შემდეგ ორ პაციენტზე. ვნახოთ, პასუხი ჯერ არ არის და ხვალ გადავიმეორებთ. უარყოფითი შედეგი თუ იქნება, კიდევ ორი გამოჯანმრთელებული დაგვემატება. პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. არცერთი პაციენტი არ დამძიმებულა“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

იმნაძე: ინფექციონისტები კორონავირუსის პლაზმოთერაპიით მკურნალობის თაობაზე ფიქრობენ >>

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა. ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5437 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 260 პაციენტია. გამოჯანმრთელდა 23 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0