„ტოტალური კარნახი“ კორონავირუსის გამო გადაიდო

© Sputnik / Alexander Imedashvili"ტოტალური კარნახი"
ტოტალური კარნახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო აპრილში დაგეგმილი საგანმანათლებლო აქცია მისი არსებობის განმავლობაში პირველად გადაიდო.

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. მსოფლიო საგანმანათლებლო აქცია „ტოტალური კარნახი“ 2020 წლის 17 ოქტომბერს ჩატარდება, ნათქვამია პროექტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

„ტოტალური კარნახი 2019“ თბილისში - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეებმა შეამოწმეს თავის ცოდნა პროექტში „ტოტალური კარნახი“

საგანმანათლებო აქცია 4 აპრილს უნდა გამართულიყო, თუმცა იგი კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

„ტოტალური კარნახის გადატანა არანაკლებ უპრეცედენტოა, ვიდრე ოლიმპიური თამაშების გადატანა: ასეთი რამ არასდროს მომხდარა. იმედი გვაქვს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება: 2021 წლის კარნახი აპრილში უნდა ჩატარდეს“, – განაცხადა ფონდ „ტოტალური კარნახის“ დირექტორმა ოლგა რებკოვეცმა.

„ტოტალური კარნახი“ ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც სურს რუსული ენის ცოდნის დონის შემოწმება.

„ტოტალური კარნახისთვის“ მოსამზადებელი განმეორებითი კურსები ონლაინ და ოფლაინ ფორმატში სექტემბრის შუა პერიოდში დაიწყება, რეგისტრაცია 8 ოქტომბერს დაიწყება, თავად ღონისძიება კი 17 ოქტომბერს ჩატარდება.

2020 წელს აქციის დედაქალაქი სანკტ–პეტერბურგი იქნება, ერმიტაჟის გენერალური შტაბის შენობაში საკუთარ ტექსტს მწერალი ანდრეი გელასიმოვი წაიკითხავს.

 

ყველა ახალი ამბავი
0