ჯანდაცვის სამინისტრო სისხლის დონორთა მობილიზაციას აცხადებს

გამოწერა
კორონავირუსის პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანია სისხლის მარაგის არსებობა ქრონიკული დაავადებების მქონე ავადმყოფებისთვის, რომლებსაც სისხლის გადასხმა რეგულარულად სჭირდებათ.

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. საქართველო შეიძლება სისხლის მწვავე დეფიციტის წინაშე აღმოჩნდეს, ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს ყველა რეკომენდაციის დაცვით სისხლის ნებაყოფლობითი ჩაბარებისკენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში სისხლის დონაციების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. კლების ტენდენციის შენარჩუნებამ კი შესაძლებელია სისხლის პროდუქტების დეფიციტი გამოიწვიოს.

COVID-19-ის შემთხვევები, კარანტინი, თვითიზოლაცია, სისხლის ბანკებში შემცირებული პერსონალი და სხვა ბარიერები ნეგატიურად აისახება გადაუდებელი მდგომარეობების და იმ ქრონიკული დაავადებების მართვაზე, რომლებიც სისხლის გადასხმას რეგულარულად მოითხოვენ. 

პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
პაატა იმნაძე: მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში მსუბუქი პაციენტები სახლში მკურნალობენ

„ქვეყანაში არსებობს გარკვეული მარაგი, თუმცა ამ პროცესებთან ერთად დონორთა რაოდენობა შემცირდა და რეალურად ის ყოველთვიური მარაგი, რომელიც შედიოდა სისხლის ბანკებში, ნელ-ნელა იკლებს. შეიძლება დავდგეთ სისხლის მწვავე დეფიციტის წინაშე“, – განაცხადა ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა ეკატერინე ადამიამ.

მისი სიტყვებით, მნიშვნელოვანია, რომ დონორებმა გააგრძელონ სისხლის ჩაბარება და გადაარჩინონ თანამოქალაქეთა სიცოცხლე.

დონორობა ნებისმიერ ჯანმრთელ, 18-დან 60 წლამდე ადამიანს შეუძლია. დონორი არ შეიძლება იყოს ინფექციური დაავადების მქონე ადამიანი, ასევე შიდსით, სიფილისით, ვირუსული ჰეპატიტით, ბრუცელოზით დაავადებულები, პარაზიტული და სისხლის დაავადებების მქონენი.

მომავალმა დონორებმა უნდა იცოდნენ, რომ ქირურგიული თუ სტომატოლოგიური ჩარევიდან, ტატუს გაკეთებიდან თუ ნებისმიერი ტიპის ვაქცინაციიდან მხოლოდ ექვსი თვის გასვლის შემდეგ შეუძლიათ სისხლის ჩაბარება.

დონორი ასევე არ შეიძლება გახდეს პირი, რომელიც ანტიბიოტიკებით მკურნალობს, ან ბოლო 48 საათის განმავლობაში ალკოჰოლი აქვს მიღებული.

ყველა ახალი ამბავი
0