Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მე წინ მივრბივარ, უკან პოლიცია...“ – ნახეთ რა ფოტოს აქვეყნებს რუსკა მაყაშვილი

© photo: courtesy of Ruska Makhashviliრუსკა მაყაშვილი
რუსკა მაყაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში საკარანტინო მდგომარეობის გამოცხადება სოციალურ ქსელში ძალიან აქტუალური თემაა. სწორედ ამას ეხება რუსკა მაყაშვილის ფოტო, რომელსაც ის „ფეისბუქზე“ აქვეყნებს.

ქვეყანაში კორონავირუსის გამო ე.წ. კომენდანტის საათის გამოცხადებამ ტელეწამყვანი და მსახიობი რუსკა მაყაშვილი ხუმრობის ხასიათზე დააყენა. „მე წინ მივრბივარ და უკან პოლიცია“ – ასეთი ფოტო გამოაქვეყნა მსახიობმა სოციალურ ქსელში, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მხიარულ რუსკა მაყაშვილს ოჯახის წევრებიც განსაკუთრებულად მხიარული ჰყავს. მათი პოზიტიური განწყობა ყველას მოსწონს, შესაბამისად, რუსკა და მისი ოჯახის წევრები სხვადასხვა გადაცემების სასურველი სტუმრები არიან. რუსკას ერთი ვაჟი – პატარა ილია ჰყავს. მას დაოჯახებისკენ ბევრი ადამიანი უბიძგებდა, მაგრამ რუსკა არ ჩქარობდა. სიყვარულს კი დიდი ხნის მანძილზე საზოგადოებას უმალავდა.

A post shared by Ruska Makashvili (@russana18) on

რუსკა მაყაშვილი პირად ურთიერთობებზე, განსაკუთრებით, სანდრო ნიჟარაძეზე არასდროს საუბრობს. წლების მანძილზე სანდრო და რუსკა ერთად იყვნენ, პირად ცხოვრებას აშენებდნენ, მაგრამ ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ყველასთვის საყვარელი მსახიობი რუსკა მაყაშვილი 2015 წელს დაოჯახდა. ტელეწამყვანი მოკრძალებული პოსტით შემოიფარგლა და თაყვანისმცემლებს მეუღლე სოციალური ქსელით გააცნო.

რუსკამ საზოგადოების ყურადღება ჯერ კიდევ მაშინ მიიქცია, როდესაც მსახიობი პირველად „საქართველოს ბანკის“ რეკლამაში 2010 წელს ფიფქიის როლით გამოჩნდა. მისი არტისტული ილეთები და მიმიკები ახალმა თუ ძველმა თაობამ თანაბრად შეიყვარა. მალევე გარეთ აჩერებდნენ და ავტოგრაფს სთხოვდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0