Liberty bank

პენსია წინსწრებით და საკომისიოს გარეშე: „ლიბერთი ბანკი“ რიგების თავიდან აცილებას ცდილობს

387
(განახლებულია 23:52 01.04.2020)
საუბარია შემწეობის გადახდაზე ინვალიდებისთვის, ობოლი და 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და სხვა კატეგორიის პირთათვის

თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც პენსიას არაასაკობრივად იღებენ, დღეიდან თანხის წინასწარ აღებას საკომისიოს გარეშე შეძლებენ.

„ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის, ვასილ ხოდელის სიტყვებით, გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ბანკებში რიგების თავიდან აცილებას კორონავირუსის გავრცელების პიკის პერიოდში.

„დღევანდელი გადაწყვეტილებით, არაასაკობრივ პენსიონერებს შეეძლებათ შეუფერხებლად და, რაც მთავარია, ნულოვანი ტარიფით გაიაქტიურონ „პენსია ჩარიცხვამდე“ სერვისი სერვისცენტრებსა და „ლიბერთის“ ნებისმიერი ბანკომატის საშუალებით. გვინდა, ვთხოვოთ ჩვენს მომხმარებელს, რომ გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას და მაქსიმალურად გამოიყენონ საკუთარი სოციალური ბარათი, როგორც გადახდის ყველაზე უსაფრთხო საშუალება“, – განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში უკლებლივ ყველა ასაკის პენსიის მიმღებ პირზე აპრილის თვის პენსიები წინასწარ ჩაირიცხება.

პენსიის ნაღდი ფულით მიღებაზე დადგენილი გრაფიკის სანახავად მოქალაქეებმა უნდა შეამოწმონ ვებგვერდი www.myliberty.ge ან დარეკონ მობილური ტელეფონიდან ნომერზე – 032 208; ხოლო ქალაქის ნომრიდან – 208.

საქართელოს მთავრობამ მარტის ბოლოს აპრილის პენსია ჩაურიცხა უკლებლივ ყველა პენსიონერს, რათა  კორონავირუსის აფეთქების პერიოდში ისინი სახლიდან ზედმეტად არ გასულიყვნენ. 

 

387
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (182)
ილო ბეროშვილი ანი ბებია

ანი ბებიას და ილო ბეროშვილს შვილი შეეძინათ - უსაყვარლესი ვიდეო სამშობიაროდან

44
(განახლებულია 12:27 07.07.2020)
მსახიობებმა ანი ბებიამ და ილო ბეროშვილმა სულ ცოტა ხნის წინ გაამჟღავნეს სასიხარულო ინფორმაცია. შვილს წყვილმა უცნაური სახელი დაარქვა

მსახიობებს ანი ბებიას და ილო ბეროშვილს ვაჟი შეეძინათ. პოპულარულმა მსახიობების წყვილმა შვილს უცნაური სახელი ჯერი დაარქვა. სიახლე საზოგადოებას ილომ ამცნო და ახალშობილისა და ახალნამშობიარევი ანის ფოტოები და ვიდეო გამოაქვეყნა. წყვილმა უამრავი მილოცვა მიიღო.

ანისთვის და ილოსთვის ჯერი პირველი საერთო შვილია. ანის პირველი ქორწინებიდან შვილი არ ჰყოლია. ილოს კი პირველ ქორწინებაში ჟურნალისტ ნელი აგირბასთან ორი გოგონა ჰყავს. აპრილის ბოლოს მესამე ქორწინებიდან ნელი აგირბასაც შეეძინა მესამე შვილი.

ცნობილ სახეებს ილო ბეროშვილს და ანი ბებიას რამდენიმეწლიანი ურთიერთობა აკავშირებთ. პოპულარული ცოლ-ქმარი ტელეეკრანებზე ერთობლივად „ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩნდა. წარმოუდგენელი იყო, მაგრამ სერიალის გმირს შავლეგ მადლიანს ვაკეში არსებული აფთიაქის ფარმაცევტი შეუყვარდა. ფარმაცევტის როლს ანი ბებია ასრულებდა.

რეიტინგულ სერიალში მათი სასიყვარულო ისტორია არ განვითარდა. წყვილს შორის კი სასიყვარულო ქიმია, როგორც თავად ამბობენ, მანამდე დაიწყო. „ბავშვს სახელი დიდი ხნის წინ შევურჩიეთ. არ ჰქონდა მნიშვნელობა გოგო იქნებოდა თუ ბიჭი, მას მაინც ამ სახელს დავარქმევდით. ჩემი გადაწყვეტილებით მას დავარქმევთ ჯერის, არაქართული სახელია და მე ძალიან მომწონს“, – განაცხადა ბებიამ.

44
თემები:
სელებრითების ცხოვრება
ხატია წერეთელი

„მასტერშეფში“ ამდენი დებილი სად ნახეთ?...“- ხატია წერეთელი კონკურსანტებს აკრიტიკებს

78
(განახლებულია 12:21 07.07.2020)
მომღერალმა ხატია წერეთელმა სოციალურ ქსელში პოპულარული კულინარიული შოუს მონაწილეები გააკრიტიკა. ნახეთ რამ გამოიწვია მისი გაღიზიანება

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. მომღერალი ხატია წერეთელი სოციალურ ქსელში კულინარიული შოუს „მასტერშეფის“ მონაწილეებს აკრიტიკებს.

როგორც ჩანს, მომღერლის აღშფოთება მესხურ სამზარეულოსთან დაკავშირებით კონკურსანტების განცხადებებმა გამოიწვია.

„მასტერშეფი ამდენი დებილი სად ნახეთ? მესხური სამზარეულო მარტო ცომი რომ ჰგონიათ, მზად ვარ მოვიდე და მასტერკლასი ჩავატარო, ამით აქვთ პრეტენზია მასტერშეფობაზე? ამით ნადუდღნით ნუ შეურაცხყოფით მესხურ სამხარეულოს“, - წერს ხატია წერეთელი.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე „მასტერშეფის“ მესამე სეზონი მიმდინარეობს. ამ დროისთვის შერჩეული 11-დან გამარჯვებისთვის 7 კონკურსანტი იბრძვის.

კონკურსის ჟიური პოპულარული შეფები - ლუკა ნაჭყებია, კონსტანტინე თედელური და ლევან კობიაშვილი არიან.

ლუკა სურსათის ტექნოლოგია. ის 2010 წლიდან სურსათის ინდუსტრიაშია, სარესტორნო სფეროში კი 2012 წლიდან ჩაება. მისი კონსულტაციით 25-ზე მეტი კვების ობიექტი ამუშავდა; 2014 წლიდან დღემდე ასწავლის აგრარულ უნივერსიტეტსა და კულინარიულ აკადემიაში, ასევე ატარებს ლექციებს საერთაშორისო მასშტაბით.
არის რამდენიმე წიგნის თანაავტორი: „მესხური ტაბლა“, „მეგრული ტაბლა“, „ქართული გემო“.

კონსტანტინე სარესტორნო სფეროში 2005 წლიდანაა. იგი ყველასგან გამოირჩევა თავისი ექსტრავაგანტული კონცეპტ-სივრცეებით. არის რამდენიმე კონცეპტუალური სივრცის, მათ შორის რესტორან „შეფის ბებიას“დამაარსებელი; 2014 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიწვეული შეფი იყო; 2018 წელს გაიმარჯვა Gault&Millau-ს ნომინაციაში „ახალგაზრდა ტალანტი“. კონსტანტინე დღემდე აგრძელებს კულინარიულ მოღვაწეობას და ახალი გემოების ძიებას, როგორც დამოუკიდებელი შეფი.

ლევანი საქართველოს კულინარიული ფედერაციის პრეზიდენტი და მოლეკულური გასტრონომიის სპეციალისტია; მან სკოლის დამთავრებისთანავე დაიწყო კულინარიული საქმიანობა და დღეისათვის სარესტორნო სფეროში 26-წლიანი გამოცდილება აქვს. 2009 წლიდან არის ლექტორი კულინარიულ კოლეჯში „იკარუსი“, 2013-2016 წლებში კი აგრარულ უნივერსიტეტსა და კულინარიულ აკადემიაში ასწავლიდა ქართულ და მსოფლიო სამზარეულოს.

ლევანი წლების მანძილზე იყო საქართველოს საუკეთესო რესტორნების ბრენდ-შეფი: „მეამა“, „ბარბარესთან“, „ამბასადორი“, „ვერე პალასი“, „ქარავანი“, „ტერასა“ და ა.შ.

78
თემები:
სელებრითების ცხოვრება