კესარია აბრამიძე

კესარია აბრამიძე სახლის სახურავზე  ავიდა და მეზობლებს უცეკვა - პოზიტიური ვიდეო

3876
(განახლებულია 16:55 01.04.2020)
მხიარულ ვიდეოს თავად ფოტომოდელი აქვეყნებს. როგორც ჩანს, კესარია აბრამიძე სახლში ვეღარ ჩერდება და მინი-კონცერტი სახლის სახურავიდან მეზობლებს უსახსოვრა. ნახეთ უახლესი ვიდეო სოცქსელიდან

კორონავირუსის გამო ქვეყანაში საგანგებო ვითარება გამოცხადდა. რამდენიმე ქალაქის შესასვლელთან ბლოკპოსტებია მოწყობილი, ამასობაში კომენდანტის საათიც გააქტიურდა. ქართველი ვარსკვლავები სხვადასხვა ხერხით ცდილობენ „ფოლოვერები“ გაართონ და მათი ყურადღება არ მოადუნონ. კესარია აბრამიძემ უჩვეულო ხერხს მიმართა. როგორც ჩანს, ტრანსგენდერმა ქალბატონმა სახლში მოიწყინა და ფეშენებელური ბინის ბოლო სართულზე ავიდა. სახლის სახურავზე თეთრი ხალათით გამოწყობილი კესარია აბრამიძე თამამად ცეკვავს. უახლესი ვიდეო სოციალური ქსელის „სთორიზე“ თავად განათავსა.

View this post on Instagram

A post shared by Kesaria Abramidze (@kesariaabramidze_official) on

სილამაზის, ელეგანტურობისა და დახვეწილობის შენარჩუნება კესარია აბრამიძის უმთავრესი მიზანია. ცნობილ ქართველ ტელესახეს ვიზაჟის სკოლის დაარსება სურს. მაკიაჟის ხრიკებს პროფესიონალივით ეუფლება. მისი გარეგნობით აღტაცებულები რეალურ თუ ვირტუალურ სივრცეში კომპლიმენტებს არ იშურებენ. ის ცნობილ ქართველ ტელესახეებს ემეგობრება და მაკიაჟის კეთებით ანებივრებს. მათ სიას უერთდება ლელა წურწუმია, რომელთანაც კესარია ყველაზე დიდ დროს ატარებს. სულ ცოტა ხნის წინ კი, ფოტომოდელმა ნახევრად უკრაინელი დედა პოპ-დივას გააცნო. ულამაზესი ქალბატონების ფოტო სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით გამოირჩეოდა.

საქართველოში ნებისმიერმა იცის კესარია აბრამიძის სახელი, საქმიანობა, ჰობი... ადამიანებს გამუდმებით აინტერესებთ კესარიასთან დაკავშირებული ამბები. სოციალურ ქსელში უამრავი მიმდევარი ჰყავს, ვისაც მუდმივად ანებივრებს თავისი ფოტოებით და სკანდალური განცხადებებით. კესარია აბრამიძე (დაბადებით ბესო აბრამიძე) 1987 წლის 18 აგვისტოს დაიბადა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის სერიალებსა და სარეკლამო რგოლებში მონაწილეობს. 2014 წელს განაცხადა, რომ ოპერაცია გაიკეთა და სქესი შეიცვალა.

3876
თემები:
სელებრითების ცხოვრება (1766)
გიორგი გახარია

გიორგი გახარია: 20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება

335
(განახლებულია 22:18 05.06.2020)
საქართველოს პრემიერის განცხადებით, იგი არ აპირებს თანამდებობის დატოვებას და პასუხისმგებლობას გრძნობს იმაზე, რასაც აკეთებს.

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ არ გეგმავს თანამდებობის დატოვებას.

„დიახ, მე ვიქნები პრემიერი“, – განაცხადა გახარიამ ჟურნალისტის კითხვაზე, 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე იგი ისევ იქნება თუ არა მთავრობის მეთაური. 2019 წლის 20 ივნისს გამართული საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა, რომელიც მომიტინგეთა დაშლით დასრულდა. მაშინ გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა და მიტინგის დაშლის ოპერაციას ხელმძღვანელობდა. 

ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ გახარიას გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – პრემიერი პოსტს 20 ივნისამდე დატოვებს. ტელეკომპანია ასევე იუწყება, რომ პრემიერის გადადგომა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა 1 ივნისს გამართულ შეხვედრაზე მოითხოვა, თუმცა გახარიამ თანამდებობის დატოვებაზე უარი განაცხადა.

„ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვის მიერ და რა მიზნით ვრცელდება ეს ხმები. მინდა, მადლობა გითხრათ, რომ უკვე იმუნიტეტი შემძინეთ. იმდენად ხშირად სვამთ ამ კითხვას, რომ ამაზე არანაირი რეაქცია აღარ მაქვს. საბოლოო ჯამში, კონცეპტუალურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პერსონალურად ჩემთვის, ვიქნები მთავრობაში, ვიქნები ხელმძღვანელი, თუ ფერმერი, მე ჩემს საქმეს ყველგან გავაკეთებ. უკიდურესად მნიშვნელოვანია და პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმაზე, რასაც ვაკეთებ. ამიტომ გპასუხობთ: 20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2019 წლის სექტემბერში გახდა მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან მის გადადგომას თბილისის ცენტრში გამართულ მიტინგებზე სამი თვის მანძილზე ითხოვდნენ.

გახარიას თანამდებობიდან გადადგომა იყო სამოქალაქო აქტივისტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომლებიც მას ადანაშაულებდნენ იმაში, რომ მინისტრობის დროს 20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლისას მან უფლებამოსილებას გადაამეტა. იმ ღამით აქციის დაშლისას 240 ადამიანი დაშავდა.

335

შვებულება დასვენების გარეშე სად და როგორ აპირებენ ქართველები ზაფხულში დასვენებას

45
(განახლებულია 20:52 05.06.2020)
ზაფხული სიცხის, დასვენებისა და შვებულებების სეზონია, თუმცა კორონავირუსმა აქაც მოახერხა ცვლილებების შეიტანა.

იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში, როგორ და სად აპირებენ ზაფხულის დასვენების გატარებას ქართველები.

სასტუმროები საქართველოში მუშაობას 8 ივნისიდან განაახლებენ. 15 ივნისიდან გაიხსნება შიდა ტურიზმის სეზონი, ხოლო 1 ივლისიდან პირველი საერთაშორისო ვიზიტორების მიღება დაიწყება.

რეკომენდაციების თანახმად, ყველა სასტუმროს ჰოლში ყოველდღიურად გაუზომავენ სიცხეს პერსონალს და ვიზიტორებს. ყველა ვიზიტორი ვალდებული იქნება ეკეთოს ნიღაბი და დაიცვას ჰიგიენის წესები, ხოლო ადამიანებს შორის დისტანცია ორ მეტრს უნდა შეადგენდეს.

უსაფრთხოების ასეთმა მკაცრმა წესებმა შესაძლოა სრულფასოვან დასვენებას ხელი შეუშალოს, თუმცა ქვეყნის მოსახლეობის ნაწილისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს.

თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც ეშინია ვირუსის, ამიტომ ისინი არსად წასვლას არ აპირებენ.

45
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 6 ივნისი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 20:37 05.06.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

6 ივნისი, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. კლებადი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია.

სავსემთვარეობის შემდეგ, როდესაც ხდება სასიცოცხლო და ფსიქოლოგიური ენერგიის დაგროვება, იწყება ამ ენერგიის თანდათანობითი შემცირება.

მოსალოდნელია მდგომარეობის, იდეებისა და განწყობის ხშირ–ხშირი ცვლა. ეს ეხება როგორც საქმიან სფეროს, ისე პირად ურთიერთობებს. კარგი დღეა კვირის განმავლობაშ დაგროვებული ამოცანების გადასაჭრელად, გეგმების შესადგენად.

თმის შეჭრა, შეღებვა: მშვილდოსანი, მორიელის მსგავსად, არაერთმნიშვნელოვან გავლენას ახდენს თმის ვარცხნილობის შეცვლაზე. მაგალითად, თუ თმის შეჭრა გინდათ და ვარცხნილობის დიდხანს შენარჩუნება, მაშინ, სჯობს, ეს სხვა დროისთვის გადადოთ – თმა მალე გაიზრდება და ვერ დაიმორჩილებთ. თმის შეჭრისთვის კარგი დღეა, თუ თმის ზრდის პროცესის შენელება გსურთ. გაითვალისწინეთ – თუ მაინც გადაწყვეტთ თმის შეჭრას, უპირატესობა სწორ, დავარცხნილ სტილს მიანიჭეთ და არა ხვეულ თმას. ასევე, შეიძლება არ გაამართლოს მოლოდინებმა თმის შეღებვასთან დაკავშირებით – თმა მალე გაფერმკრთალდება.

მთვარის დაბნელება 5 ივნისს: მასშტაბური მოვლენა, რომლითაც დაბნელებების დერეფანი იხსნება>>

მებაღეობა: მშვილდოსანი მთვარის კალენდარში ნაკლებად ნაყოფიერი ნიშანია, მაგრამ ამ დღეს ბაღში სხვადასხვა სამუშაოების შესრულება შეიძლება, მათ შორის, სასუქის მიცემა, გასხვლა, მცოცავი მცენარეების დარგვა და სხვ. მებაღეობის შესახებ ივნისში დეტალურად იხილეთ აქ.

0