მაია ასათიანი

„მგონი 21 წლის შემდეგ უკეთესად გამოვიყურები“- მაია ასათიანი ძველ ფოტოს აქვეყნებს

170
(განახლებულია 16:31 01.04.2020)
ქართული ტელესივრცის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჟურნალისტი წლების წინ დაწყებულ კარიერად იხსენებს. Instagram- ზე არქივიდან გაცოცხლებულმა კადრმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია. როგორ გამოიყურებოდა მაია 21 წლის წინ და რატომ არ მოსწონს საკუთარი თავი კარიერის დასაწყისში?

მაია ასათიანმა ოფიციალურ გვერდზე პოზიტიური სურათი გამოაქვეყნა, რომელზეც ტელეწამყვანი 23 წლის არის. პოპულარული ტელესახე „ალიონის“ ერთ-ერთი გამოჩენილი წამყვანი იყო. მაია ხშირად ამბობს და იხსენებს, რომ საკუთარი თავი წლების წინ არ მოსწონს. მან უახლეს პოსტზეც იგივე აღნიშნა. გულახდილი სელებრითი არ მალავს, რომ პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული. ამბობს, რომ ქალს უნდა ჰქონდეს საშუალება, საჭიროების შემთხვევაში პლასტიკურ ქირურგიას მიმართოს.

View this post on Instagram

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

პოპულარული ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრების მიუხედავად უამრავ ადამიანს უყვარს. მის გარშემო განსაკუთრებულად გულწრფელი ადამიანები ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდნენ. მათ შორის არიან მაიას დედა, ნახევარდები და მამინაცვალი, რომლებიც მას გვერდიდან არ შორდებიან. როგორც ოჯახის წევრებს შეეფერებათ, მაიას დებთან ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს. უმცროსი და ვერონიკა მაიას ჰგავს, გოგონები ერთად ხშირად მოგზაურობენ მიუხედავად იმისა, რომ მაიას ბოლო პერიოდის მანძილზე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენა აღარ ხიბლავს. თუმცა ბოლო პერიოდის მანძილზე სოციალურ ქსელში გააქტიურდა და თაყვანისმცემლებს ყოველდღიურ რუტინას სულ უფრო და უფრო ხშირად უზიარებს.

„21 წლის წინ „ალიონი“ მიმყავს... რამდენ რამეს ვეტყოდი ამ გოგოს ახლა, ეს რომ შეიძლებოდეს... ჯერ არ იცის წინ რა ელოდება... ცუდიც და კარგიც, ჯერ მხოლოდ იწყებს... ისე მგონი 21 წლის შემდეგ უკეთესად გამოვიყურები!“- წერს შეუდარებელი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი.

170
თემები:
სელებრითების ცხოვრება (1739)
შადრევანი ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე

ქუთაისში ხმაურის და ფოიერვერკების მოყვარულებს დააჯარიმებენ

147
მოთხოვნები არ ვრცელდება სამუშაო ადგილებზე და მათთან დაკავშირებულ ხმაურზე, ასევე საავიაციო, სარკინიგზო, საზღვაო და საავტომობილო ინფრასტრუქტურაზე

თბილისი, 31 მაისი - Sputnik. ქუთაისის მუნიციპალიტეტში ღამის საათებში პიროტექნიკის გამოყენება აიკრძალება, ხოლო ხმაურის დასაშვები ნორმების გადაჭარბება გაკონტროლდება, შესაბამისი დადგენილება მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო.

დოკუმენტი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესებსა და გაფრთხილების ფორმებს განსაზღვრავს.

ღამის საათებში იგულისხმება დრო 23:00 საათიდან 08:00 საათამდე.

დადგენილების თანახმად, გამონაკლისი დაიშვება ახალი წლის სადღესასწაულო დღეებზე (31 დეკემბრის 21:00 საათიდან 2 იანვრის 23:00 საათამდე და 13 იანვრის 21:00 საათიდან 14 იანვრის 23:00 საათამდე), საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღესა (9 აპრილი) და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე (26 მაისი).

გარდა ამისა, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები გაკონტროლდება.

ამ წესის მოთხოვნები არ ვრცელდება სამუშაო ადგილებზე და სამუშაო გარემოში წარმოქმნილ ხმაურზე, საავიაციო, სარკინიგზო, საზღვაო და საავტომობილო ინფრასტრუქტურაზე, დღის საათებში მიმდინარე სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან შეთანხმებულ დასვენების, კულტურისა და სპორტის საჯარო ღონისძიებებზე, საღმრთო მსახურების ჩატარებაზე, სხვადასხვა რელიგიური წეს-ჩვეულებებისა და ცერემონიების დროს განხორციელებულ აქტივობებზე.

უცხოურ თვითმფრინავებს საქართველოს აეროპორტებში, შესაძლოა, ხმაური აეკრძალოთ >>

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირებას უზრუნველყოფს ზედამხედველობის სამსახური, რომელიც გასცემს გაფრთხილებებს და გამოწერს ჯარიმებს. დამრღვევი ჯარიმის გასაჩივრებას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერთან შეძლებს. მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

147
თემები:
საქართველოს რეგიონები
რუხის კლინიკა

ტრაილერის მძღოლის კლასტერიდან ორი არასრულწლოვანი გამოჯანმრთელდა

52
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს კორონავირუსზე ტესტი 78 ადამიანს ჩაუტარდა, არცერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

თბილისი, 31 მაისი - Sputnik. რუხის მულტიპროფილურ კლინიკას 2 არასრულწლოვანი გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს და ორივე მათგანი ე.წ. ტრაილერის მძღოლის კლასტერია. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ.

ცენტრის ცნობით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს 78 ნიმუში გაიტესტა, მათ შორის 13  პაციენტი, 42 სამედიცინო პერსონალი, 4 პირი, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფება, ხოლო 19 - კარანტინში მყოფი. არცერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირების 783 დადასტურებული  შემთხვევაა. გამოჯანმრთელდა 605 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3031, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 262 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის. საქართველოში დღეს კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ასეთი ნახტომისებური ზრდა მკაცრი შეზღუდვების მოხსნას უკავშირდება.

ნიკა ლატარია

52
თემები:
COVID-19 საქართველოში
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 1 ივნისს

0
(განახლებულია 07:46 01.06.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0104 ლარით გამყარდა.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,1865 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის, ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0104 ლარით გამყარდა.

ლარის კურსი 1 ივნისს
ლარის კურსი 1 ივნისს
0
თემები:
ლარის კურსი დღეს