Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„შვილები და დედ-მამა მესამე კვირაა არ მინახავს“ - რატომ ვერ ნახულობს მათ ჟურნალისტი?

© courtesy of Nodar Meladzeნოდარ მელაძე
ნოდარ მელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მთავარი არხის“ საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელი ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელიც კორონავირუსს უკავშირდება. ერთ თვეზე მეტია ნოდარ მელაძემ ცოლ-შვილსა და დედ-მამასთან ურთიერთობა გაწყვიტა. რა მოხდა ჟურნალისტის ოჯახში?

ნოდარ მელაძე კორონავირუსის გამო ოჯახთან დროებით ახლო კონტაქტი გაწყვიტა. მან ამის შესახებ საკუთარ გვერდზე დაწერა. გულისამაჩუყებელ პოსტს ათასამდე მოწონება აქვს. მან ცოლ-შვილს და მშობლებს ემოციური წერილი Facebook-ზე მიუძღვნა. ნახეთ, რატომ არიდებს თავს სახლში წასვლისგან ნოდარ მელაძე და როგორ უტოვებს საკვებს სახლის კართან ხანში შესულ მშობლებს...

„შვილები, დედა და მამა არ მინახავს მესამე კვირაა, ასე მათთვის უფრო უსაფრთხოა. ჩემი მშობლები უკვე 70-თან ახლოს არიან და სხედან სახლში. ღამით, როცა კიდევ ერთი მძიმე დღე ჩაივლის, ყველაფერს დაგეგმავ დაწერ, გაანაწილებ, მათი დრო დგება, მიუტან და კართან დაუტოვებ ამანათს. დედა სულ ნერვიულობს, სახლში შემოსვლა რა პრობლემაო. პრობლემაა, ნაკლები კონტაქტი = ნაკლებ ინფიცირებულს. ვეუბნები, ვითომ ახალი წელია და მე შენი სანტა ვარ თქო“,- ამ ხერხით ებრძვის კორონავირუსის გავრცელებას ნოდარ მელაძე.

„გადაგვარჩენს პასუხისმგებლობა და იმის გააზრება, რომ კორონას წინააღმდეგ, ჯერ მთავარი წამალი იზოლაციაა.“- ნოდარ მელაძეს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა აქვს, რის გამო ის ოჯახის წევრებს თავს არიდებს. იმის გათვალისწინებით, რომ ჟურნალისტებს ხშირი კონტაქტი აქვთ ინფექციონისტებსა და სხვა მედიკოსებთან, ჟურნალისტს გადაწყვეტილებით ის ერთ თვეზე მეტია სახლში არ დაბრუნებულა.

20 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე, რომელიც „რუსთავი 2“-ის რეორგანიზებას ეხებოდა, ნოდარ მელაძემ განაცხადა, რომ სულ მალე მამა გახდებოდა. 26 აგვისტოს კი ჟურნალისტს ტყუპი ქალიშვილი შეეძინა. ტყუპებს ნატატა და თინანო დაარქვეს. სოციალურ ქსელში გოგონები დიდი პოპულარობით სარგებლობენ. უახლეს ფოტოზე ნატატა მზეზე ირუჯება, ხოლო თინანო სახლში თამაშობს. ნოდარ მელაძე „რუსთავი 2“-დან ახალ „მთავარ არხზე“ გადავიდა და მუშაობას საინფორმაციო გამოშვების უფროსის პოზიციაზე განაგრძობს.

ნოდარ მელაძის მზრუნველობა და შვილების მიმართ თბილი დამოკიდებულება „მთავარი არხის“ პირველი საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთ პირველ სიუჟეტშიც გამოჩნდა. ახალბედა მამა, მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, შვილებს დიდ დროს უთმობს. ახალი „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტში ნოდარი ნატატას და თინანოს დიდი სიყვარულით უვლის. „სხვა ცხოვ­რე­ბა, სხვა გან­ცდა, სხვა გრძნო­ბა. დღე­ი­დან ორი შვი­ლის მამა ვარ. ნა­ტა­ტა და თი­ნა­ნო მე­ლა­ძე­ე­ბი და­ი­ბად­ნენ. Tea Tsetskhladze მად­ლო­ბა ამ დღის­თვის“, – დაწერა მე­ლა­ძემ.

ყველა ახალი ამბავი
0