მიკროავტობუსები იმ ორგანიზაციებს მოემსახურება, რომლებიც კარანტინის პერიოდში მუშაობენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსამარშრუტო ტაქსი
სამარშრუტო ტაქსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ 31 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი გამოაცხადა.

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ მოლაპარაკებებს აწარმოებს იმ ორგანიზაციებთან, რომლებსაც ესაჭიროებათ მომსახურე პერსონალის ორგანიზებულად გადაყვანა, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კორინავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 21 მარტს საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 31 მარტიდან კი ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა. შესაბამისად, ქვეყანაში სრულად აიკრძალა ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მიკროავტობუსებით გადაადგილება. 

მეტრო - Sputnik საქართველო
თბილისის მეტრო მუშაობას წყვეტს

„სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების მომსახურე პერსონალს შექმნილ ვითარებაში გადაადგილების პრობლემა შეექმნა. აღნიშნულის გათვალისწინებით შპს "თბილისის მიკროავტობუსი" მოლაპარაკების რეჟიმშია ყველა იმ მსხვილ ფარმაცევტულ, სადისტრიბუციო თუ ქსელური მარკეტების მფლობელ კომპანიებთან, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას და ესაჭიროებათ მომსახურე პერსონალის ორგანიზებულად გადაყვანა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომპანიის ცნობით, შემუშავდა მომსახურების ფასის საერთო ფორმულა – კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ ფინანსური სარგებლის გარეშე.

„ერთ მიკროავტობუსზე ყოველდღიური მომსახურება (სატრანსპორტო საშუალების ავტოფარეხიდან დაძვრის შემდეგ ავტოფარეხში დაბრუნებამდე) განისაზღვრა ფასით – ფიქსირებული 40 ლარი და განვლილი მანძილის მიხედვით – ერთ კილომეტრზე 0.70 ლარის გაანგარიშებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე, კომპანიის ინფორმაციით, მგზავრების გადასაყვანად გასული ყველა სატრანსპორტო საშუალება ყოველდღიურად გაივლის დეზინფექციას.

1 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 115-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 22, კარანტინში იმყოფება 5783 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 301 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0