საქართველოს ასამდე მოქალაქე ბულგარეთიდან სამშობლოში დაბრუნდება

© Sputnik / STRINGERთბილისის აეროპორტის თანამშრომელი
თბილისის აეროპორტის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჯერად ჩარტერულ რეისს ავიაკომპანია Myway Airlines შეასრულებს. თვითმფრინავის ეკიპაჟი და თვითონ ლაინერიც ფრენის შესასრულებლად უკვე მზადა.

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. ბულგარეთის ქალაქ ბურგასში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში სპეცრეისით ჩამოიყვანენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2

სამშობლოში ასამდე მგზავრს ავიაკომპანია Myway Airlines ჩამოიყვანს. მათ შორის არიან საქართველოს გადამზიდავი კომპანიების მძღოლებიც, რომლებსაც ბულგარეთის მხარემ, ქვეყანაში არსებული საკარანტინო შეზღუდვის გამო, ბორანზე ასვლისა და საკუთარ ავტომობილებთან ერთად გამომგზავრების უფლება არ მისცა.

თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
ფრენების განრიგი აპრილის დასაწყისში – რომელი ქვეყნებიდან შესრულდება რეისები საქართველოში

კორონავირუსის ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით თვითმფრინავში მგზავრების განლაგება ჭადრაკის დაფის პრინციპით მოხდება. საჰაერო ხომალდის ეკიპაჟს კი სპეციალური აღჭურვილობა ექნება.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ მგზავრები საკარანტინო სივრცეში მოთავსდებიან.

აპრილის პირველ ნახევარში სამშობლოში ჩარტერული რეისებით დაბრუნებას ასევე შეძლებენ გერმანიაში, ნიდერლანდებში, პოლონეთსა და საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებიც.

21 მარტიდან საქართველომ ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით შეაჩერა. ფრენებს მხოლოდ ავიაკომპანია Georgian Airways ასრულებს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ჩამოჰყავს.

ისრაელში საქართველოს საელჩო თანამემამულეებს აფრთხილებს>>

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლის მიხედვით, თითოეულ რეისზე თვითმფრინავში ასზე მეტი მგზავრი არ იქნება, ხოლო საქართველოს მთავრობის მითითებით, ბილეთების ღირებულება 199 ევროს არ გადააჭარბებს.

ყველა ახალი ამბავი
0