კომენდანტის საათი: პირველმა ღამემ მშვიდად ჩაიარა

© Sputnik / Shota Nozadzeკარანტინის რეჟიმი. პოლიცია და სამხედროები თბილისის შემოსასვლელში
კარანტინის რეჟიმი. პოლიცია და სამხედროები თბილისის შემოსასვლელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომენდანტის საათის ფარგლებში შეზღუდვა არ შეეხო სატვირთო მანქანებსა და იმ სუბიექტებს, რომელთა სამუშაოს შესრულება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო დროის აღნიშნულ მონაკვეთში.

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფორმირებული იყვნენ საგანგებო რეჟიმისა და  კომენდანტის საათის ფარგლებში ამოქმედებული რეგულაციების შესახებ და, შესაბამისად, ღამემ მშვიდად ჩაიარა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 1 აპრილისთვის>>

კორინავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 21 მარტს საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო,  31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. ხოლო კომენდანტის საათის ფარგლებში საღამოს ცხრა საათიდან დილის ექვს საათამდე სრულად აიკრძალა როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
„მეამაყება ეს პასუხისმგებლიანი ქცევა“: პრეზიდენტი კომენდანტის საათი შესახებ

კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების კონტროლს პოლიციის შესაბამისი დანაყოფები ახორციელებენ.

უწყების ცნობით, კომენდანტის საათის ფარგლებში შეზღუდვა არ შეეხო სატვირთო მანქანებსა და იმ სუბიექტებს, რომელთა სამუშაოს შესრულება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო დროის აღნიშნულ მონაკვეთში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.

კერძოდ, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 ათასი ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

1 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 115-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 22, კარანტინში იმყოფება 5106 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 294 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0