გოგონა დისტანციურად ამზადებს გაკვეთილებს

განათლების სამინისტრო სკოლებს დისტანციური სწავლებისთვის პლატფორმა Feedc Edu-ს სთავაზობს

2029
(განახლებულია 14:14 01.04.2020)
პლატფორმით სარგებლობა მარტივია როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მოსწავლისა და მშობლისთვის.  პროგრამაში დარეგისტრირება მობილური ტელეფონით არის შესაძლებელი.

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. საქართველოს განათლების სამინისტრო კარანტინის პერიოდში დისტანციური სწავლების პროცესის გაუმჯობესებისთვის სკოლებს ონლაინ–სწავლების ალტერნატიულ პლატფორმას Feedc Edu სთავაზობს

ახალი კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სასწავლო პროცესი 21 აპრილამდე შეჩერდა. როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. 

Feedc Edu-ს უფასოდ გადმოწერა ნებისმიერ სმარტფონშია შესაძლებელი. მას არ სჭირდება მაღალი სიჩქარის ინტერნეტი. მასზე შესაძლებელია დავალებების გაზიარება, ფაილების ატვირთვა/ჩამორტვირთვა და ჯგუფური მეცადინეობის წარმართვა.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, Feedc Edu პლატფორმით სარგებლობა მარტივია როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მოსწავლისა და მშობლისთვის. პროგრამაში დარეგისტრირება მობილური ტელეფონით არის შესაძლებელი.

პროგრამის გამოყენებასთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში მომხმარებელს დახმარებას პლატფორმის ტექნიკური ჯგუფი Feedc Edu-ზე არსებული „ჩათის“ მეშვეობით ონლაინ–რეჟიმში გაუწევს. 

გარდა ამისა, პლატფორმით სარგებლობის წესების შესახებ ინფორმაციის მიღების მსურველებმა შეკითხვები უნდა გაგზავნონ ელ. ფოსტაზე edu@feedc.com, ან დარეკონ ნომერზე +995 555 458 417. 

30 მარტს განათლების სამინისტრომ უკვე დაიწყო პროექტი „ტელესკოლა“, რომელიც მოწოდებულია საგანგებო მდგომარეობის დროს მოსწავლეებს დისტანციურად დაეხმაროს პროგრამის ათვისებაში. იგი ითვალისწინებს ტელეგაკვეთილებს ყველა კლასის მოსწავლეებისთვის.

პროექტი „ტელესკოლა“ მოიცავს საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დისციპლინებს. პროექტ „ტელესკოლისთვის“ სპეციალურად შეირჩნენ პედაგოგები როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებიდან. გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს (სომხური, აზერბაიჯანული). ტელეგაკვეთილები უზრუნველყოფილი იქნება სურდოთარგმანით.

2029
თემები:
განათლება საქართველოში (355)
პირბადით ქუჩაში

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: ბოლო მონაცემებით თბილისი კვლავ პირველ ადგილზეა

13
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.550-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 249.465-ს მიაღწია

თბილისი,  19 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.550 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 647 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახური ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი - 249, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 145, კახეთი - 106, შიდა ქართლი - 95, ქვემო ქართლი - 93, აჭარა - 58, გურია - 53, სამცხე-ჯავახეთი - 49, მცხეთა-მთიანეთი - 41, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 494 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 235.130-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 15 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.973-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 11.336 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.656 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1.770, იმერეთში - 702, აჭარაში - 269.

775 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 217 პირი. აქედან თბილისში - 156, იმერეთში - 26, აჭარაში - 2.

კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 563 ადამიანი. მათ შორის 248 - თბილისში, 237- აჭარაში, 32 - იმერეთში.  ხოლო 7.117 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 472 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 226, აჭარაში - 97, ხოლო იმერეთში - 9.

თვითიზოლაციაში იმყოფება 21.865 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 12.398 პირი, იმერეთში - 2.269, აჭარაში - 1.788.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.550-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 249 465-ს მიაღწია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

13
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
ტესტირება კორონავირუსზე

COVID-19 საქართველოში ახალი მონაცემები

32
(განახლებულია 10:58 19.01.2021)
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 235.130 ადამიანი, გარდაიცვალა – 2.970, კარანტინის რეჟიმშია 472, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.656 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 563 ადამიანი იმყოფება

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.550-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 249.465-ს მიაღწია. გარდაიცვალა 15 ადამიანი. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 235.130 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 494), გარდაიცვალა – 2.970, კარანტინის რეჟიმშია 472, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.656 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 563 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 17.398 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12.166, PCR ტესტით – 5.232.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

32
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
დონალდ ტრამპი

ტრამპი აშშ-ში შესვლაზე შეზღუდვებს აუქმებს, ბაიდენის გუნდი კი ზომების გამკაცრებით იმუქრება

0
(განახლებულია 11:12 19.01.2021)
შეერთებულ შტატებში შენგენის ზონიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან, ბრაზილიიდან, ჩინეთიდან და ირანიდან შესვლა 2020 წლის მარტში აიკრძალა

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. აშშ–ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელის მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც უქმდება შეზღუდვები ქვეყანაში შესვლაზე, იუწყება CNN–ი თეთრი სახლის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, 26 იანვრიდან შეზღუდვები აღარ შეეხება შენგენის ზონის, დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ბრაზილიის მოქალაქეებს.

„შენგენის ზონიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან და ბრაზილიიდან აშშ–ში პირთა შეუზღუდავი შემოსვლა ვეღარ მიაყენებს ზიანს ქვეყნის ინტერესებს“, — ნათქვამია დოკუმენტში.

ამავდროულად დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ საკუთარ Twitter–აკაუნტზე დაწერა, რომ ჯო ბაიდენი, რომლის ინაუგურაციაც 20 იანვარს უნდა გაიმართოს, არ დაუშვებს შეზღუდვების მოხსნას.

​როგორც პსაკი აზუსტებს, ბაიდენის ადმინისტრაცია არ აპირებს შეასუსტოს შეზღუდვები საერთაშორისო ავიაგადაზიდვებზე, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის ფონზე დაწესდა.

  • „ბაიდენის ადმინისტრაცია, ჯანდაცვის საკითხებში გუნდის რჩევით, არ აპირებს მოხსნას ეს შეზღუდვები 26 იანვარს. პირიქით, ჩვენ ვაპირებთ გავამკაცროთ ზომები საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით საერთაშორისო მოგზაურობისას, რათა COVID-19–ის გავრცელება შევასუსტოთ“, — წერს პსაკი.

აშშ–ში შენგენის ზონიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან, ბრაზილიიდან, ჩინეთიდან და ირანიდან 2020 წლის მარტში აიკრძალა. დონალდ ტრამპის ბრძანებულების თანახმად, შეზღუდვა ძალაში რჩება ირანისა და ჩინეთის შემთხვევაში.

 

0
თემები:
საერთაშორისო პანორამა